სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიყვიროდა, ამ ქალაქში რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"
"მიყვიროდა, ამ ქალაქში რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"

"ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" ჟურ­ნა­ლისტ ზაზა და­ვი­თა­ი­ას უკვე მე­ო­რედ და­ესხნენ თავს. შსს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე ავ­თან­დილ კე­მუ­ლა­რია და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა ადა­მი­ა­ნის დევ­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ზაზა და­ვი­თა­ია: - 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან მო­ბი­ლურ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნომ­რი­დან მე­სი­ჯებს მიგ­ზავ­ნი­და და მე­მუქ­რე­ბო­და""თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის"" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ვაჟა მორ­გო­შია და მო­ი­თხოვ­და ბაჩო ახა­ლა­ი­ა­ზე სტა­ტი­ე­ბის წე­რის­გან თავ­შე­კა­ვე­ბას. ეს მე­სი­ჯე­ბი გა­მო­ძი­ე­ბა­საც აქვს ამო­წე­რი­ლი. როცა "თა­ვი­სუ­ფალ­მა თა­ო­ბამ" "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ოფის­თან აქ­ცია ჩა­ა­ტა­რა, მათ­მა უს­ტა­ბაშ­მა კობა ხა­ბაზ­მა ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლის­თვის "ფე­ის­ბუ­კით" მი­წე­რი­ლი ჩემი მე­სი­ჯი "მი­ვუხ­ტეთ "ნაც­მოს" ოფისს" ააფ­რი­ა­ლა. "მი­ვუხ­ტეთ" არ ნიშ­ნავს, მა­ინ­ცდა­მა­ინც ია­რა­ღით მი­ვარ­დნას. ეს იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. თვი­თონ და­ვად­გი­ნე ვაჟა მორ­გო­ში­ას ვი­ნა­ო­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ ის გა­ა­კე­თეს, რომ და­ი­ბა­რეს მორ­გო­შია და გა­აფრ­თხი­ლეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან გა­აგ­რძე­ლა ჩემი შე­უ­რა­ცხყო­ფა უხამ­სი სი­ტყვე­ბით. 30 სექ­ტემ­ბერს კი ბუ­ლა­ჩა­უ­რი­სა და იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თას­თან, და­ახ­ლო­ე­ბით 15 უც­ნო­ბი პირი ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­და. ხა­ბა­ზი ტყუ­ის, რო­დე­საც ამ­ბობს, თით­ქოს მე თვი­თონ და­ვეს­ხი თავს მათ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ოფის­თან და "სა­წყლებ­მა" თავ­დაც­ვის მიზ­ნით მცე­მეს. შე­დე­გად მი­ვი­ღე ტვი­ნის შერ­ყე­ვა, ნეკ­ნის მო­ტე­ხი­ლო­ბა, სხე­უ­ლის და­ბე­ჟი­ლო­ბა, პლევ­რა­ში კი წყა­ლი ჩა­მიდ­გა. და­სის­ხლი­ა­ნე­ბულს ზო­ნელ­მა ფარ­ნა­ვაზ ჭკა­დუ­ამ ფოტო გა­და­მი­ღო. ექი­მე­ბის მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც დავ­დი­ო­დი.

- 22 ოქ­ტომ­ბერს ვინ და რა მო­ტი­ვით და­გეს­ხათ თავს?

- ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად მივ­დი­ო­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩემს სი­ახ­ლო­ვეს შევ­ნიშ­ნე ტან­და­ბა­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რებ­და, მერე მკი­თხა, "თქვენ ზაზა და­ვი­თა­ია ხართ, არა?" თავი რომ და­ვუქ­ნიე, სწრა­ფად გა­მე­ცა­ლა. ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლი­სას, კი­ბე­ზე, მომ­ქა­ჩა სა­ხე­ლო­ზე და აგ­რე­სი­უ­ლად მკი­თხა, კა-გე-ბეს­თან რა­ტომ თა­ნამ­შრომ­ლობ, ბი­ჭოო და სა­ხე­ში ჩა­მარ­ტყა. მიყ­ვი­რო­და, ვე­ღარ უნდა მიხ­ვდე, ამ ქა­ლაქ­ში რომ აღარ უნდა გა­მოხ­ვი­დე, რამ­დენ­ჯე­რაც გა­მოხ­ვალ, იმ­დენ­ჯერ და­ი­ლე­წე­ბიო. ყვე­ლა­ფე­რი სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რამ აღ­ბეჭ­და. გა­მი­ტყდა ცხვი­რი და ტვი­ნის შერ­ყე­ვა და­მიმ­ძიმ­და. თვი­თონ გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი. მე­ო­რე დღეს ამოც­ნო­ბა ჩა­ა­ტა­რეს.

იმ კაცს ისე­თი ფი­ზი­ო­ნო­მია ჰქონ­და, ტვი­ნის­შერ­ყე­ვი­ა­ნი კი არა, ყი­რა­ზე მდგა­რი ამო­ვიც­ნობ­დი. ის ავ­თან­დილ კე­მუ­ლა­რია აღ­მოჩ­ნდა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მიყვიროდა, ამ ქალაქში რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"

"მიყვიროდა, ამ ქალაქში რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე ავთანდილ კემულარია დააკავეს. გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს.

ზაზა დავითაია: - 1-ლი სექტემბრიდან მობილურზე იდენტიფიცირებული ნომრიდან მესიჯებს მიგზავნიდა და მემუქრებოდა“"თავისუფალი ზონის"” წარმომადგენელი, ყოფილი პოლიციელი ვაჟა მორგოშია და მოითხოვდა ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისგან თავშეკავებას. ეს მესიჯები გამოძიებასაც აქვს ამოწერილი. როცა "თავისუფალმა თაობამ" "თავისუფალი ზონის" ოფისთან აქცია ჩაატარა, მათმა უსტაბაშმა კობა ხაბაზმა ლადო სადღობელაშვილისთვის "ფეისბუკით" მიწერილი ჩემი მესიჯი "მივუხტეთ "ნაცმოს" ოფისს" ააფრიალა. "მივუხტეთ" არ ნიშნავს, მაინცდამაინც იარაღით მივარდნას. ეს იმიტომ დავწერე, რომ 3 კვირის განმავლობაში პოლიციამ ვერ მოახერხა ჩემი უფლებების დაცვა. თვითონ დავადგინე ვაჟა მორგოშიას ვინაობა. სამართალდამცველებმა მხოლოდ ის გააკეთეს, რომ დაიბარეს მორგოშია და გააფრთხილეს. მიუხედავად ამისა, მან გააგრძელა ჩემი შეურაცხყოფა უხამსი სიტყვებით. 30 სექტემბერს კი ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების კვეთასთან, დაახლოებით 15 უცნობი პირი ფიზიკურად გამისწორდა. ხაბაზი ტყუის, როდესაც ამბობს, თითქოს მე თვითონ დავესხი თავს მათ "თავისუფალი ზონის" ოფისთან და "საწყლებმა" თავდაცვის მიზნით მცემეს. შედეგად მივიღე ტვინის შერყევა, ნეკნის მოტეხილობა, სხეულის დაბეჟილობა, პლევრაში კი წყალი ჩამიდგა. დასისხლიანებულს ზონელმა ფარნავაზ ჭკადუამ ფოტო გადამიღო. ექიმების მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც დავდიოდი.

- 22 ოქტომბერს ვინ და რა მოტივით დაგესხათ თავს?

- ინტერვიუს ჩასაწერად მივდიოდი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, ავტობუსის გაჩერებაზე ჩემს სიახლოვეს შევნიშნე ტანდაბალი მამაკაცი, რომელიც დაჟინებით მიყურებდა, მერე მკითხა, "თქვენ ზაზა დავითაია ხართ, არა?" თავი რომ დავუქნიე, სწრაფად გამეცალა. ავტობუსში ასვლისას, კიბეზე, მომქაჩა სახელოზე და აგრესიულად მკითხა, კა-გე-ბესთან რატომ თანამშრომლობ, ბიჭოო და სახეში ჩამარტყა. მიყვიროდა, ვეღარ უნდა მიხვდე, ამ ქალაქში რომ აღარ უნდა გამოხვიდე, რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო. ყველაფერი სათვალთვალო ვიდეოკამერამ აღბეჭდა. გამიტყდა ცხვირი და ტვინის შერყევა დამიმძიმდა. თვითონ გამოვიძახე პატრული. მეორე დღეს ამოცნობა ჩაატარეს.

იმ კაცს ისეთი ფიზიონომია ჰქონდა, ტვინისშერყევიანი კი არა, ყირაზე მდგარი ამოვიცნობდი. ის ავთანდილ კემულარია აღმოჩნდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია