საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები..." - ვის უხდის გოგა ხაჩიძე ბოდიშს "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შემდეგ
"როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები..." - ვის უხდის გოგა ხაჩიძე ბოდიშს "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შემდეგ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2", რო­მე­ლიც ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე ორ ტა­ლანტ-შოუს, "ნი­ჭი­ერ­სა" და "ბრა­ვოს" სთა­ვა­ზობს მა­ყუ­რე­ბელს, "ნი­ჭი­ე­რის" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის გამო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და რო­გორც ჩანს, ეს სკან­და­ლი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, "ბრა­ვოს" და­ა­ზა­რა­ლებს. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ მას შემ­დეგ, რაც სხვებ­თან ერ­თად გოგა ხა­ჩი­ძე­მაც გა­მოთ­ქვა ეჭვი, რომ "ნი­ჭი­ე­რის" საპ­რე­მი­ე­რო გა­და­ცე­მის ტრი­უმ­ფა­ტო­რი, ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე პლუს-ფო­ნოგ­რა­მა­ზე მღე­რო­და, არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ის პრო­ექტ "ბრა­ვო­დან" მო­იხ­სნა, სა­დაც დე­პუ­ტა­ტი მომ­ღე­რალ გი­ორ­გი ბე­რი­ძის ლო­ბის­ტი იყო.

მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი, ვი­საც გოგა ხა­ჩი­ძე ბო­დიშს უხ­დის, სწო­რედ გი­ორ­გი ბე­რი­ძეა. სა­ჯა­რო ბო­დი­ში ად­რე­სატ­მა Facebook-ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღო.

Facebook/გოგა ხა­ჩი­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

"გი­ორ­გი, ბო­დიშს გიხ­დი შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის.

იცი, რომ მას შემ­დეგ, რაც "ბრა­ვო"-ში შენი ლო­ბის­ტი გავ­ხდი, მცდე­ლო­ბას არ ვაკ­ლებ­დი და მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბო­დი შენს მხარ­და­სა­ჭე­რად.

სამ­წუ­ხა­როდ, ერთ კონ­კრე­ტულ ნამ­ღერ­ზე, ჩემ­თვის ობი­ექ­ტუ­რი ე ჭ ვ ი გა­მოვ­თქვი და არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ეს ლა­მის პი­რა­დი შუ­რა­ცხყო­ფის რე­გის­ტრში აიყ­ვა­ნა.

სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ამის გამო, თურ­მე, პრო­ექ­ტი­დან "მომხსნეს".

რო­გორც ჩანს, ვე­ღარ და­გეხ­მა­რე­ბი...

შენ მარ­თლა ნი­ჭი­ე­რი, ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ღე­რა­ლი ხარ და წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და გი­სურ­ვო!"

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა ნა­ხეთ თეგ­ზე #სკან­და­ლი "ნი­ჭი­ერ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები..." - ვის უხდის გოგა ხაჩიძე ბოდიშს "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შემდეგ

"როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები..." - ვის უხდის გოგა ხაჩიძე ბოდიშს "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შემდეგ

ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონზე ორ ტალანტ-შოუს, "ნიჭიერსა" და "ბრავოს" სთავაზობს მაყურებელს, "ნიჭიერის" ერთ-ერთი მონაწილის გამო სკანდალში გაეხვა და როგორც ჩანს, ეს სკანდალი, გარკვეულწილად, "ბრავოს" დააზარალებს. უკვე ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად გოგა ხაჩიძემაც გამოთქვა ეჭვი, რომ "ნიჭიერის" საპრემიერო გადაცემის ტრიუმფატორი, ამალია ჯიბლაძე პლუს-ფონოგრამაზე მღეროდა, არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ის პროექტ "ბრავოდან" მოიხსნა, სადაც დეპუტატი მომღერალ გიორგი ბერიძის ლობისტი იყო.

მომხდარი სკანდალის შემდეგ ერთადერთი, ვისაც გოგა ხაჩიძე ბოდიშს უხდის, სწორედ გიორგი ბერიძეა. საჯარო ბოდიში ადრესატმა Facebook-ის საშუალებით მიიღო.

Facebook/გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობა":

"გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის.

იცი, რომ მას შემდეგ, რაც "ბრავო"-ში შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე, ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა.

სასაცილოა, მაგრამ ამის გამო, თურმე, პროექტიდან "მომხსნეს".

როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები...

შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!"

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს