მამაკაცმა საკუთარ დედას თავი მოაჭრა, სხეული ლონგ აილენდში მდებარე სახლის გარეთ დატოვა, თავი ცოტათი მოშორებით მოისროლა, შემდეგ კი მატარებელს ბორბლებში ჩაუვარდა.
ქალის სხეული მეზობელმა ნიკ გორდონმა აღმოაჩინა: ”ფანჯრიდან გავიხედე და სხეული დავინახე, ქალის სხეული უსულოდ ეგდო, მისი თავი კი ქუჩის მეორე მხარეს იყო. ჩემთვის ვიფიქრე, რა ჯანდაბა ხდება-თქო”.
როგორც პრესაში წერენ, სხვა მეზობლებმაც დაინახეს სხეული და შეეხნენ კიდეც, მაგრამ ეგონათ ჰელოუინის დეკორაცია იყო.
მამაკაცი, რომელმაც მშობელი მოკლა, მკვლელობის შემდეგ ფარმინდეილის სარკინიგზო სადგურში წავიდა, სადაც მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მისი გვამი დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინეს.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.