პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ" - "ინტერპრესნიუსის" "დიქტატორი" რედაქტორი
"ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ" - "ინტერპრესნიუსის" "დიქტატორი" რედაქტორი

ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რია, სა­დაც წლე­ბის წინ შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. - უბ­რა­ლოდ, რე­დაქ­ტო­რის ვა­კან­სია იყო. მო­ვი­და, მო­ე­წო­ნათ და და­ტო­ვეს... თუმ­ცა, ირი­ნა დე­კა­ნო­ი­ძეს მა­ნამ­დე პრე­სა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და.

- ოჯახ­ში ისე­თი გა­რე­მო მქონ­და, რომ ყვე­ლას გა­უკ­ვირ­დე­ბო­და, ჟურ­ნა­ლის­ტი არ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ლო­სო­ფია-ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. მამა ის­ტო­რი­კო­სია და ძა­ლი­ან კარ­გად წერს. არის პრო­ზა­უ­ლი და პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­ო­ნუ­ლი გა­ზე­თის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მის­გან ვის­წავ­ლე, -ყვე­ლაფ­რის­თვის ისე შე­მე­ხე­და და და­მე­წე­რა, რომ სხვის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო წა­სა­კი­თხი ყო­ფი­ლი­ყო. მე­სა­მე-მე­ო­თხე კლა­სი­დან სა­ჩხე­რის გა­ზეთ­ში ჩემი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, წე­რი­ლე­ბი იბეჭ­დე­ბო­და და ჰო­ნო­რა­რიც მქონ­და, რა­საც ჩემი ძმა პენ­სი­ას ეძახ­და, რად­გა­ნაც ის ფოს­ტა­ლი­ონს ბე­ბი­ა­ჩე­მის პენ­სი­ას­თან ერ­თად მოჰ­ქონ­და. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ვმუ­შა­ობ­დი გა­ზეთ­ში -"თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი". მოკ­ლედ, არც ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვი­თი და არც -ფი­ლო­სო­ფო­სო­ბა. ორი­ვე ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

-ახლა რო­გორ არის საქ­მე, - ფი­ლო­სო­ფო­სი ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, თუ პი­რი­ქით?

-ჩემს თავს ფი­ლო­სო­ფო­სო­ბას მხო­ლოდ იმა­ზე ვა­ტყობ, რომ ხან­და­ხან მი­ჭირს აზ­რის მოკ­ლედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ფი­ლო­სო­ფი­ა­ში მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი: კი­თხვის დას­მი­სას ჯერ უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო წა­ნამ­ძღვრე­ბი და ბო­ლოს გა­ა­კე­თო და­ნას­კვი. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში კი ჯერ ახა­ლი ამ­ბა­ვია და თე­მას მერე შლი... ამი­ტომ, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვა­ლე­ბა­ზე ვუშ­ვებ, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ ხოლ­მე წა­ნამ­ძღვრებს და ბო­ლო­ში ვა­კე­თებ და­ნას­კვს ანუ რას ვი­თხოვ ჟურ­ნა­ლის­ტის­გან. მგო­ნი, არ არის ცუდი. ჯო­ბია, ნათ­ლად აუხ­სნა, რა გინ­და. მთა­ვა­რია, მა­ნაც კარ­გად მო­გის­მი­ნოს. ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­მა კი მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა ნამ­დი­ლად ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა და მას­წავ­ლა. ამი­ტომ, როცა ვლა­პა­რა­კობ, მინ­და, სხვა­მაც მო­მის­მი­ნოს.

-ახალ­ბე­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

-რო­დე­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში" რა­ი­მე ვა­კან­სია ჩნდე­ბა და მი­დის მსჯე­ლო­ბა, -ვინ შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­შა­ოდ ავიყ­ვა­ნოთ, სულ ვე­რი­დე­ბი ახალ­ბე­დებ­თან კონ­ტაქტს.

-გა­სა­გე­ბია, რომ მათ გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ, მაგ­რამ ისი­ნიც ხომ უნდა გა­ი­ზარ­დონ?

-კი, უნდა გა­ი­ზარ­დონ და ახლა რაც ვთქვი, ეს შე­იძ­ლე­ბა ჩემი მი­ნუ­სიც არის, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა მა­ინც გა­მოც­დილ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მირ­ჩევ­ნია. რა ვქნა, მი­მაჩ­ნია, რომ იმ ახალ­ბე­დას მუ­შა­ო­ბის მცი­რე­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­ფუძ­ვე­ლი, გარ­კვე­უ­ლი ბაზა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს.

-თით­ქმის ყვე­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი ხში­რად "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იწყებს გა­მოშ­ვე­ბას... ეს შენ­თვის რას ნიშ­ნავს?

-ეს რომ ასეა, სწო­რედ ამი­ტომ ვი­თხოვ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან ამის კარ­გად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას... ზოგ­ჯერ ისი­ნი ხუმ­რო­ბით ამ­ბო­ბენ, რომ ირი­ნა დიქ­ტა­ტო­რი და მკაც­რია... თა­ნამ­შრომ­ლებ­თან არას­დროს მექ­ნე­ბა თუნ­დაც ოდ­ნავ ხმა­ა­წე­უ­ლი სა­უ­ბა­რი ვთქვათ, ვინ­მეს თმის ფერ­ზე ან ჩაც­მის სტილ­ზე. ხმის ტონს მხო­ლოდ იმი­ტომ ავუ­წევ, რომ მე ვიცი და ვგრძნობ, რას ითხოვს ჩვენ­გან მკი­თხვე­ლი, რა უნდა! თუ მკაც­რი ვარ და ზედ­მე­ტად მომ­თხოვ­ნი, მხო­ლოდ ეს არის ამის მი­ზე­ზი. ამი­ტომ, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ობი­ექ­ტუ­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი და გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით და­წე­რი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად, თავ­საც მო­ვიკ­ლავ. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც იტყვის, რომ სამ­სა­ხურ­ში სა­ცო­ბის გამო და­აგ­ვი­ან­და ან სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლი­სას, დი­ლას, მისი პირ­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა ყა­ვის მო­დუ­ღე­ბა და სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ახალ ამ­ბავს მე­ო­რე დი­ლით "ფე­ის­ბუ­კი­დან" გა­ი­გებს. მოკ­ლედ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ტვირთს არ ეყო­ფა მხო­ლოდ ჩემი მაქ­სი­მა­ლიზ­მი და ამი­ტო­მაც არის ხოლ­მე, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც და პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც ძა­ლი­ან გან­ვი­ცი­დი, რო­დე­საც ჩვენ­გან მი­დის ჟურ­ნა­ლის­ტი. სულ ვცდი­ლობ, რომ ეს იყოს პირ­ველ რიგ­ში გუნ­დი. რა­საც პი­რო­ბი­თად აკე­თებს ერთი, იმის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყოს მე­ო­რე და არა­ვინ უნდა თქვას, რომ ეს ჩემი საქ­მე არ არის. მოკ­ლედ, ეს ჩვე­ნი საქ­მეა!

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ" - "ინტერპრესნიუსის" "დიქტატორი" რედაქტორი

"ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ" - "ინტერპრესნიუსის" "დიქტატორი" რედაქტორი

ის საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" პასუხისმგებელი რედაქტორია, სადაც წლების წინ შემთხვევით მოხვდა. - უბრალოდ, რედაქტორის ვაკანსია იყო. მოვიდა, მოეწონათ და დატოვეს... თუმცა, ირინა დეკანოიძეს მანამდე პრესაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

- ოჯახში ისეთი გარემო მქონდა, რომ ყველას გაუკვირდებოდა, ჟურნალისტი არ გამოვსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მამა ისტორიკოსია და ძალიან კარგად წერს. არის პროზაული და პოეტური კრებულების ავტორი. წლების განმავლობაში რაიონული გაზეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მისგან ვისწავლე, -ყველაფრისთვის ისე შემეხედა და დამეწერა, რომ სხვისთვისაც საინტერესო წასაკითხი ყოფილიყო. მესამე-მეოთხე კლასიდან საჩხერის გაზეთში ჩემი ჩანახატები, წერილები იბეჭდებოდა და ჰონორარიც მქონდა, რასაც ჩემი ძმა პენსიას ეძახდა, რადგანაც ის ფოსტალიონს ბებიაჩემის პენსიასთან ერთად მოჰქონდა. სტუდენტობისას ვმუშაობდი გაზეთში -"თბილისის უნივერსიტეტი". მოკლედ, არც ჩემი ჟურნალისტობა ყოფილა შემთხვევითი და არც -ფილოსოფოსობა. ორივე ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება იყო.

-ახლა როგორ არის საქმე, - ფილოსოფოსი ჟურნალისტი ხარ,  თუ პირიქით?

-ჩემს თავს ფილოსოფოსობას მხოლოდ იმაზე ვატყობ, რომ ხანდახან მიჭირს აზრის მოკლედ ჩამოყალიბება. ფილოსოფიაში მიჩვეული ვიყავი: კითხვის დასმისას ჯერ უნდა ჩამოაყალიბო წანამძღვრები და ბოლოს გააკეთო დანასკვი. ჟურნალისტიკაში კი ჯერ ახალი ამბავია და თემას მერე შლი... ამიტომ, როდესაც ჟურნალისტებს დავალებაზე ვუშვებ, ჩამოვაყალიბებ ხოლმე წანამძღვრებს და ბოლოში ვაკეთებ დანასკვს ანუ რას ვითხოვ ჟურნალისტისგან. მგონი, არ არის ცუდი. ჯობია, ნათლად აუხსნა, რა გინდა. მთავარია, მანაც კარგად მოგისმინოს. ფილოსოფიის ფაკულტეტმა კი მოსმენის კულტურა ნამდილად ჩამომიყალიბა და მასწავლა. ამიტომ, როცა ვლაპარაკობ, მინდა, სხვამაც მომისმინოს.

-ახალბედა ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

-როდესაც "ინტერპრესნიუსში" რაიმე ვაკანსია ჩნდება და მიდის მსჯელობა, -ვინ შეიძლება სამუშაოდ ავიყვანოთ, სულ ვერიდები ახალბედებთან კონტაქტს.

-გასაგებია, რომ მათ გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ ისინიც ხომ უნდა გაიზარდონ?

-კი, უნდა გაიზარდონ და ახლა რაც ვთქვი, ეს შეიძლება ჩემი მინუსიც არის, მაგრამ მუშაობა მაინც გამოცდილ ჟურნალისტებთან მირჩევნია. რა ვქნა, მიმაჩნია, რომ იმ ახალბედას მუშაობის მცირედი გამოცდილება, საფუძველი, გარკვეული ბაზა მაინც უნდა ჰქონდეს.

-თითქმის ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ხშირად "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით იწყებს გამოშვებას... ეს შენთვის რას ნიშნავს?

-ეს რომ ასეა, სწორედ ამიტომ ვითხოვ ჩვენი ჟურნალისტებისგან ამის კარგად გაცნობიერებას... ზოგჯერ ისინი ხუმრობით ამბობენ, რომ ირინა დიქტატორი და მკაცრია... თანამშრომლებთან არასდროს მექნება თუნდაც ოდნავ ხმააწეული საუბარი ვთქვათ, ვინმეს თმის ფერზე ან ჩაცმის სტილზე. ხმის ტონს მხოლოდ იმიტომ ავუწევ, რომ მე ვიცი და ვგრძნობ, რას ითხოვს ჩვენგან მკითხველი, რა უნდა! თუ მკაცრი ვარ და ზედმეტად მომთხოვნი, მხოლოდ ეს არის ამის მიზეზი. ამიტომ, მომხმარებლისთვის ობიექტური, ოპერატიული და გამართული ქართულით დაწერილი ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ. ძალიან გამიჭირდება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც იტყვის, რომ სამსახურში საცობის გამო დააგვიანდა ან სამსახურში მოსვლისას, დილას, მისი პირველი მოქმედება იქნება ყავის მოდუღება და სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ახალ ამბავს მეორე დილით "ფეისბუკიდან" გაიგებს. მოკლედ, პასუხისმგებლობის ტვირთს არ ეყოფა მხოლოდ ჩემი მაქსიმალიზმი და ამიტომაც არის ხოლმე, რომ ადამიანური თვალსაზრისითაც და პროფესიულადაც ძალიან განვიციდი, როდესაც ჩვენგან მიდის ჟურნალისტი. სულ ვცდილობ, რომ ეს იყოს პირველ რიგში გუნდი. რასაც პირობითად აკეთებს ერთი, იმის გულშემატკივარი იყოს მეორე და არავინ უნდა თქვას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. მოკლედ, ეს ჩვენი საქმეა!

იხილეთ სტატია სრულად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"