Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ცოცხლად ვიმღერე" - ამალია ჯიბლაძე და "ნიჭიერის" პროდიუსერი ბრალდებებს პასუხობენ
"მე ცოცხლად ვიმღერე" - ამალია ჯიბლაძე და "ნიჭიერის" პროდიუსერი ბრალდებებს პასუხობენ

"ნი­ჭი­ე­რის" კონ­კურ­სან­ტის ამა­ლია ჯიბ­ლა­ძის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის გამო Ambebi.ge მომ­ღე­რალ ანრი ჯო­ხა­ძეს, "ნი­ჭი­ე­რის" პრო­დი­უ­სერ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და თა­ვად ამა­ლია ჯიბ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ანრი ჯო­ხა­ძე:

- თა­ვი­დან არც მი­ფიქ­რია, რომ ეს იყო, პლუს ფო­ნოგ­რა­მა. ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რე და ეტყო­ბა, ამას მა­ინც სხვა ეფექ­ტი აქვს. მაგ­რამ შემ­დეგ ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­შიფ­რა ეს ნამ­ღე­რი და მეც მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ორი ხმა შე­მო­დის, ე.წ. დაბლ ტრე­კი ჩარ­თუ­ლი იყო (მიკრო­ფო­ნი) და რა­ღაც ლაფ­სუ­სის გამო გა­მოჩ­ნდა, რომ იყო ფო­ნოგ­რა­მა. შე­იძ­ლე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ამა­ლია კარ­გად მღე­რის ცო­ცხლად, მაგ­რამ ეს ნო­მე­რი სა­წყე­ნია, რომ ცო­ცხა­ლი არ იყო. შემ­დგომ­ში შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად ასე­ვე კარ­გად იმ­ღე­როს, ცო­ცხლად და ალ­ბათ გვიმ­ღე­რებს და დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ის ნი­ჭი­ე­რია. მე ხომ ვამ­ბობ, თა­ვი­დან ისე მო­მე­წო­ნა, მე­გო­ნა, რომ "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- ე.ი. ის სცე­ნა­ზე იდგა და პირს აღებ­და?

- კი. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ბოლო ფრა­ზა, როცა მისი ნამ­დვი­ლი ხმა და­ე­დო იმ ნამ­ღერს, იქ ცოტა წკმუ­ტუ­ნებს. ეს ჩა­ნა­წერ­ში კა­რა­გად ჩანს. ეტყო­ბა, ხმის რე­ჟი­სორ­მა დრო­ზე ადრე გა­უხ­სნა მიკრო­ფო­ნი. სა­წყე­ნი ის კი არ არის, რომ ფო­ნოგ­რა­მა­ზე იმ­ღე­რა, არა­მედ ის, რომ ამ­დე­ნი ემო­ცია, რო­მე­ლიც ამ ქალ­ბა­ტონ­მა გულ­წრფე­ლად ხალ­ხის­გან და­იმ­სა­ხუ­რა, ეს მისი მხრი­დან იყო დად­გმუ­ლი და სიც­რუე მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ალ­ბათ გვიმ­ღე­რებს შემ­დეგ ტურ­ში და დაგ­ვიმ­ტკი­ცებს, რომ ის ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია:

- ყვე­ლა სა­სიმ­ღე­რო კონ­კურ­სი, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, ყო­ველ­თვის არის ცო­ცხლად ნამ­ღე­რი. ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი, ვინც კი გვყო­ლია, ყვე­ლას უმ­ღე­რია და მღე­რის ცო­ცხლად. მათ შო­რის ამა­ლი­ა­მაც იმ­ღე­რა, რო­გორც ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტმა. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ის მი­ნუს ფო­ნოგ­რა­მა­ზე გა­მო­ვი­და, ანუ მი­ნუს ვო­კა­ლი, რად­გა­ნაც მისი ვო­კა­ლი იყო ცო­ცხლად.

- აბა, რა­ტომ არის ასე­თი ამ­ბა­ვი ატე­ხი­ლი?

- უამ­რავ რა­ღა­ცას წე­რენ ხოლ­მე, როცა ადა­მი­ა­ნი ასე ცოტა ხან­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა. რაც იწე­რე­ბა და ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფერ­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. ფაქ­ტი ის არის, რომ ამა­ლი­ამ ცო­ცხლად შე­ას­რუ­ლა სიმ­ღე­რა. თუ ამას სე­რი­ო­ზულ ფორ­მას აძ­ლე­ვენ, სე­რი­ო­ზულ ფორ­მას მივ­ცემთ ჩვენც, რად­გა­ნაც ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი აღარ შე­იძ­ლე­ბა. თუ ჭო­რებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ჭო­რე­ბი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა.

- კი, მაგ­რამ ამ გა­მოს­ვლა­ში მომ­ღერ­ლებ­საც შე­ე­პა­რათ ეჭვი...

- ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სწო­რია.

ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე:

- რა­ტომ გაჩ­ნდა ასე­თი ეჭვი, რომ ცო­ცხლად არ გიმ­ღე­რი­ათ, იყო თუ არა ასე?

- ფო­ნოგ­რა­მა არ იყო. მე ცო­ცხლად ვიმ­ღე­რე.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა ნა­ხეთ თეგ­ზე #სკან­და­ლი "ნი­ჭი­ერ­ში"

ამა­ვე თე­მა­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"მე ცოცხლად ვიმღერე" - ამალია ჯიბლაძე და "ნიჭიერის" პროდიუსერი ბრალდებებს პასუხობენ

"მე ცოცხლად ვიმღერე" - ამალია ჯიბლაძე და "ნიჭიერის" პროდიუსერი ბრალდებებს პასუხობენ

"ნიჭიერის" კონკურსანტის ამალია ჯიბლაძის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო Ambebi.ge მომღერალ ანრი ჯოხაძეს, "ნიჭიერის" პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას და თავად ამალია ჯიბლაძეს დაუკავშირდა.

ანრი ჯოხაძე:

- თავიდან არც მიფიქრია, რომ ეს იყო, პლუს ფონოგრამა. ტელევიზიით ვუყურე და ეტყობა, ამას მაინც სხვა ეფექტი აქვს. მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაშიფრა ეს ნამღერი და მეც მივაქციე ყურადღება. ვიდეოჩანაწერში ორი ხმა შემოდის, ე.წ. დაბლ ტრეკი ჩართული იყო (მიკროფონი) და რაღაც ლაფსუსის გამო გამოჩნდა, რომ იყო ფონოგრამა. შეიძლება ქალბატონი ამალია კარგად მღერის ცოცხლად, მაგრამ ეს ნომერი საწყენია, რომ ცოცხალი არ იყო. შემდგომში შეიძლება ზუსტად ასევე კარგად იმღეროს, ცოცხლად და ალბათ გვიმღერებს და დავრწმუნდებით, რომ ის ნიჭიერია. მე ხომ ვამბობ, თავიდან ისე მომეწონა, მეგონა, რომ "ნიჭიერის" გამარჯვებული უნდა ყოფილიყო.

- ე.ი. ის სცენაზე იდგა და პირს აღებდა?

- კი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ფრაზა, როცა მისი ნამდვილი ხმა დაედო იმ ნამღერს, იქ ცოტა წკმუტუნებს. ეს ჩანაწერში კარაგად ჩანს. ეტყობა, ხმის რეჟისორმა დროზე ადრე გაუხსნა მიკროფონი. საწყენი ის კი არ არის, რომ ფონოგრამაზე იმღერა, არამედ ის, რომ ამდენი ემოცია, რომელიც ამ ქალბატონმა გულწრფელად ხალხისგან დაიმსახურა, ეს მისი მხრიდან იყო დადგმული და სიცრუე მოცემულ სიტუაციაში. ალბათ გვიმღერებს შემდეგ ტურში და დაგვიმტკიცებს, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია.

გიორგი ხაბურზანია:

- ყველა სასიმღერო კონკურსი, გამონაკლისების გარდა, ყოველთვის არის ცოცხლად ნამღერი. ყველა კონკურსანტი, ვინც კი გვყოლია, ყველას უმღერია და მღერის ცოცხლად. მათ შორის ამალიამაც იმღერა, როგორც ყველა კონკურსანტმა. ფილარმონიაში ის მინუს ფონოგრამაზე გამოვიდა, ანუ მინუს ვოკალი, რადგანაც მისი ვოკალი იყო ცოცხლად.

- აბა, რატომ არის ასეთი ამბავი ატეხილი?

- უამრავ რაღაცას წერენ ხოლმე, როცა ადამიანი ასე ცოტა ხანში პოპულარული გახდება. რაც იწერება და ამბობენ, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტი ის არის, რომ ამალიამ ცოცხლად შეასრულა სიმღერა. თუ ამას სერიოზულ ფორმას აძლევენ, სერიოზულ ფორმას მივცემთ ჩვენც, რადგანაც ეს ცილისწამებაა და ასეთი რაღაცები აღარ შეიძლება. თუ ჭორებზე ვლაპარაკობთ, ჭორები ყოველთვის იქნება.

- კი, მაგრამ ამ გამოსვლაში მომღერლებსაც შეეპარათ ეჭვი...

- ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორია.

ამალია ჯიბლაძე:

- რატომ გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ ცოცხლად არ გიმღერიათ, იყო თუ არა ასე?

- ფონოგრამა არ იყო. მე ცოცხლად ვიმღერე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

ამავე თემაზე:

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"

"...ეს სამი პროდუქტი ანადგურებს ორგანიზმს" - მაია კაჭკაჭიშვილი მისივე აღმოჩენილ დიეტაზე, რომელსაც სხვებსაც ასწავლის