ქუთაისის უპატრონო ცხოველთა თავშესაფარის ბინადრები შიმშილით იხოცებიან, ათეულობით ცხოველის სიცოცხლე საფრთხეშია.
აღნიშნული თავშესაფრის მოვლა-პატრონობა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე "პაატა ბოკუჩავას" ევალება, რომელიც დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის 89990 ლარით დაფინანსდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ ინდმეწარმეს შემდეგი სამუშაოების ჩატარება ევალება:
1.ძაღლთა კვება დღეში ორჯერ.
2.თავშესაფარში მიყვანილი ძაღლების იზოლირებულ საკარანტინო გალიებში განთავსება და მათზე ვეტექიმების დაკვირვება, საჭირო მედიკამენტებით ძაღლის სრული გამოჯანრთელებისთვის.
თავშესაფრის გალიების მოწყობა თანამედროვე სტანდარტებით. ყოველდღიურად ძაღლების ბუნაგების ჩარეცხვა-დასუფთავება, ხოლო ყოველ 10 დღეში დეზინფექციის ჩატარება. ცხოველების დაბანა-დასუფთავება სპეციალური ხსნარით.
წყარო: kutaisitoday.com