პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება
"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება

"მსოფ­ლიო კი­ნო­მუ­სი­კის შე­დევ­რე­ბი" ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე ბრუნ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია, მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო,

გა­ტყო­ბი­ნებთ, რომ ჩემი და ჩვე­ნი ორ­კესტრის პრო­ექ­ტი "მსოფ­ლიო კი­ნო­მუ­სი­კის შე­დევ­რე­ბი" კვლავ ბრუნ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის სცე­ნა­ზე.

მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ჩვენს სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას ასე­თი დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და და მა­ყუ­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სი კი­დევ არა­ერ­თხელ გან­მე­ო­რე­ბას გახ­დი­და შე­საძ­ლე­ბელს.

ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მო­ი­სურ­ვებთ დას­წრე­ბას, თუ წა­მო­იყ­ვანთ თქვენს მშობ­ლებს, ვის­თვი­საც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და რო­მან­ტი­უ­ლი წლე­ბის მო­გო­ნე­ბად იქ­ცე­ვა ჩვე­ნი სა­ღა­მო. აგ­რეთ­ვე, გა­მი­ხარ­დე­ბა თუ კი დარ­ბაზ­ში მო­ზარდ თა­ო­ბა­საც ვი­ხი­ლავ, ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სრულ­ყო­ფილ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხელს შე­უ­წყობს მრა­ვალ­მხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბა და ერუ­დი­ცია, მათ უნდა იცოდ­ნენ ვინ იყო ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი, ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნი და ნინო როტა, ვინ არი­ან და რო­გორ მუ­სი­კას ქმნიდ­ნენ და ქმნი­ან მი­შელ ლეგ­რა­ნი, ენიო მო­რი­კო­ნე, ჯონ უი­ლი­ამ­სი, გია ყან­ჩე­ლი…

გან­მე­ო­რე­ბი­თი კონ­ცერ­ტე­ბი კვი­რას და ორ­შა­ბათს, 9-10 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. კომ­პა­ნია "ტექ­ნო-ბუმ­მა"სი­ურპრი­ზი გაგ­ვი­კე­თა და ბი­ლე­თის ყო­ველ მე-10 მყიდ­ველს გა­და­ე­ცე­მა ვა­უ­ჩე­რი, რომ­ლის მფლო­ბე­ლი ტექ­ნო-ბუ­მის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში 8GB მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათს მი­ი­ღებს, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი შეს­რუ­ლე­ბით კი­ნო­მუ­სი­კის რამ­დე­ნი­მე და­უ­ვი­წყა­რი მე­ლო­დია იქ­ნე­ბა ჩა­წე­რი­ლი.

ჩვენ აგ­რეთ­ვე შე­მოგ­ვი­ერ­თდა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი "იუ­ნი­სე­ფი", რო­მე­ლიც წელს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის შექ­მნი­დან 25 წელს აღ­ნიშ­ნავს და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ძღვნით გან­მე­ო­რე­ბით კონ­ცერ­ტებს ამ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს. აგ­რეთ­ვე ჩვენს მხარ­დამ­ჭერ კომ­პა­ნია "მაგ­თის­თან", თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან და საკ­რე­ბუ­ლოს­თან ერ­თად პარტნი­ო­რის რან­გში მოგ­ვევ­ლი­ნა ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კომ­პა­ნია "არტ-პა­ლა­სი", ხოლო უან­გა­რო სა­ინ­ფორ­მა­ციო მხა­და­ჭე­რა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა რუს­თა­ვი 2-მა, Outdoor.ge-მ, 118 08-მ, რა­დიო ჰოლ­დინ­გმა "ფორ­ტუ­ნამ", Myvideo.ge-მ და "მე­დია-პა­ლიტ­რამ". ყვე­ლას მინ­და გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თა­ნად­გო­მის­თვის!

გე­ლით 9 და 10 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში!

მა­ღა­ლი მუ­სი­კი­სა და გე­ნი­ა­ლუ­რი კინო-ხე­ლოვ­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით გპირ­დე­ბით ჯა­დოს­ნურ წუ­თებს და ემო­ცი­ურ აღ­მაფ­რე­ნას, რო­მე­ლიც ჩვენს შეხ­ვედ­რას და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბად აქ­ცევს.

სიყ­ვა­რუ­ლით, თქვე­ნი

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დი­რი­ჟო­რის მი­მარ­თვა­ში.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება

"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება

"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც პროექტის ავტორია, მიმართვას ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასებო,

გატყობინებთ, რომ ჩემი და ჩვენი ორკესტრის პროექტი "მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" კვლავ ბრუნდება თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე.

მზადების პროცესში ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს საკონცერტო პროგრამას ასეთი დიდი გამოხმაურება ექნებოდა და მაყურებელთა ინტერესი კიდევ არაერთხელ განმეორებას გახდიდა შესაძლებელს.

ბედნიერი ვიქნები, თუ მოისურვებთ დასწრებას, თუ წამოიყვანთ თქვენს მშობლებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი და რომანტიული წლების მოგონებად იქცევა ჩვენი საღამო. აგრეთვე, გამიხარდება თუ კი დარბაზში მოზარდ თაობასაც ვიხილავ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს მრავალმხრივი განათლება და ერუდიცია, მათ უნდა იცოდნენ ვინ იყო ჩარლი ჩაპლინი, ფედერიკო ფელინი და ნინო როტა, ვინ არიან და როგორ მუსიკას ქმნიდნენ და ქმნიან მიშელ ლეგრანი, ენიო მორიკონე, ჯონ უილიამსი, გია ყანჩელი…

განმეორებითი კონცერტები კვირას და ორშაბათს, 9-10 ნოემბერს დაინიშნა. კომპანია "ტექნო-ბუმმა"სიურპრიზი გაგვიკეთა და ბილეთის ყოველ მე-10 მყიდველს გადაეცემა ვაუჩერი, რომლის მფლობელი ტექნო-ბუმის მაღაზიათა ქსელში 8GB მეხსიერების ბარათს მიიღებს, რომელზეც ჩვენი შესრულებით კინომუსიკის რამდენიმე დაუვიწყარი მელოდია იქნება ჩაწერილი.

ჩვენ აგრეთვე შემოგვიერთდა გაეროს ბავშვთა ფონდი "იუნისეფი", რომელიც წელს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის შექმნიდან 25 წელს აღნიშნავს და სიამოვნებით ვუძღვნით განმეორებით კონცერტებს ამ საიუბილეო თარიღს. აგრეთვე ჩვენს მხარდამჭერ კომპანია "მაგთისთან", თბილისის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად პარტნიორის რანგში მოგვევლინა ახლად დაფუძნებული სახელოვნებო კომპანია "არტ-პალასი", ხოლო უანგარო საინფორმაციო მხადაჭერა აღმოგვიჩინა რუსთავი 2-მა, Outdoor.ge-მ, 118 08-მ, რადიო ჰოლდინგმა "ფორტუნამ", Myvideo.ge-მ და "მედია-პალიტრამ". ყველას მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის!

გელით 9 და 10 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში!

მაღალი მუსიკისა და გენიალური კინო-ხელოვნების ერთობლიობით გპირდებით ჯადოსნურ წუთებს და ემოციურ აღმაფრენას, რომელიც ჩვენს შეხვედრას დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

სიყვარულით, თქვენი

ნიკოლოზ რაჭველი", - აღნიშნულია დირიჟორის მიმართვაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება