კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე" - კოკო გამსახურდია მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე
"არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე" - კოკო გამსახურდია მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვალ­და­ის კლუბ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სი­ტყვით გა­მოს­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა და მო­სა­ლოდ­ნელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ საფრ­თხე­ებს გა­ნი­ხი­ლავს.

"ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ ამას წი­ნათ წარ­მო­ით­ქვა სი­ტყვა ვალ­და­ის კლუბ­ში, სოჭთან ახ­ლოს, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ გა­მოს­ვლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

ეს სი­ტყვა კი­დევ ერთი სიმპტო­მია იმი­სა, თუ რა სა­შიშ სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. რო­გორც ჩანს, არც ერთი ქვა არ დარ­ჩე­ბა თა­ვის ად­გილ­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებს და იმ წეს­რიგს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლი­ოს ომის შემ­დეგ, იალ­ტი­სა და პოტსდა­მის შეხ­ვედ­რე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ მსოფ­ლი­ო­ში.

ცხა­დია, რომ ეს წეს­რი­გი, დამ­ყა­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბულ მხა­რე­თა ურ­თი­ერ­თშე­კა­ვე­ბა­ზე, არ იყო ბო­ლომ­დე სა­მარ­თლი­ა­ნი, ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ცი­პებს, ზოგ­ჯერ ირ­ღვე­ო­და ხან აშშ-ის, ხან სსრკ-ს და მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის გამ­გრძე­ლებ­ლის, რუ­სე­თის მიერ, ხა­ნაც სხვა რო­მე­ლი­მე რე­გი­ო­ნა­ლურ-დო­მი­ნან­ტი ქვე­ყა­ნაც ად­გე­ბო­და იგი­ვე გზას, მაგ­რამ იგი ახ­ლან­დელ თუ პერ­სპექ­ტი­ულ ძა­ლა­უფ­ლებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ჯუნ­გლ­თან შე­და­რე­ბით უფრო მე­ტად უსაფრ­თხო იყო მა­ინც.

ახლა სა­კი­თხა­ვი ის არის, თუკი პუ­ტი­ნი­სე­ულ ლექ­სი­კას და­ვე­სე­ხე­ბი, რო­მე­ლი ტა­ი­გის დაც­ვას აპი­რებს "დათ­ვი" და ჩვენ ამ ტა­ი­გის რო­მელ კუ­თხე­ში მოგ­ვი­აზ­რებს. ასე­ვე რას ნიშ­ნავს "დაც­ვა" - ამ ზო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბით­ვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას ხომ არა? და ასეთ უნ­დობ­ლო­ბას რა მოყ­ვე­ბა, ისიც ვი­ცით: გაგ­რის, სო­ხუ­მის, ცხინ­ვა­ლის, თა­მა­რა­შე­ნის, ქურ­თას, კეხ­ვის და სხვა ად­გი­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე. ალ­ბათ გვე­ცო­დი­ნე­ბა მალე გა­ლის მა­გა­ლით­ზეც აფხა­ზე­თის ახა­ლი "პრე­ზი­დენ­ტის" და რუ­სეთ­თან ახა­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­დაც ჯერ კი­დევ დარ­ჩნენ ქარ­თვე­ლე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პუ­ტი­ნი, რო­გორც ატი­ლა და ჩინ­გის­ხა­ნი დიდ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ებს უყუ­რებს, მისი დარ­ჩე­ნა ან წას­ვლა ბევ­რს არა­ფერ ს გა­და­წყვეტს - რად­გან საქ­მე კო­ლექ­ტი­ურ პუ­ტინ­შია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში იყო მა­ნამ­დეც და იქ­ნე­ბა მე­რეც.

სა­ქარ­თვე­ლომ ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა იმოქ­მე­დოს შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბით: 1. უნდა ემ­ზა­დოს ყვე­ლა­ზე უა­რე­სის­თვის - ესაა სამ­ხედ­რო ინ­ვა­ზია ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ფორ­მე­ბით, რა­საც შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს გაქ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი რუ­კი­დან, მისი ტე­რი­ტო­რი­ის და­ყო­ფა ზო­ნე­ბად და ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის დევ­ნი­ლად ქცე­ვა 2. უნდა ელო­დოს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე უკე­თესს - ესაა ყვე­ლა­ნა­ი­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა იმ მხრივ, რომ ეს არ მოხ­დეს და რუ­სეთ­მა უკან და­ი­ხი­ოს. ამ გა­მოც­დის გავ­ლა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას ნამ­დვი­ლად გა­ნამ­ტკი­ცებს ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში. 3. მი­ი­ღოს ის, რაც ამ ორ უკი­დუ­რე­სი გან­ვი­თა­რე­ბის სცე­ნარს შო­რი­საა სა­გულ­ვე­ბე­ლი - და ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­დოს გა­ნამ­ტკი­ცოს მიღ­წე­უ­ლი.

ხოლო ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე და­სავ­ლე­თი რას იზამს, მო­დით ამა­ზე დას­კვნებს ჯერ­ჯე­რო­ბით ნუ გა­ვა­კე­თებთ - ეს ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ იცის, თა­ვად იქა­ურ Think-tank-ებ­შიც ანუ იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის ცენ­ტრებ­შიც არ იცი­ან, რო­გორც ეს ჩანს", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

მსოფ­ლიო წეს­რი­გის სა­კი­თხი­სად­მი მი­ძღვნილ "ვალ­და­ის" წლე­ვან­დელ ფო­რუმ­ზე, გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­თან ერ­თად, მთა­ვარ თე­მებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის მარ­თვა და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა გა­მო­ნათ­ქვა­მი გა­იხ­სე­ნა.

"რაც იუ­პი­ტე­რის­თვის არის დაშ­ვე­ბუ­ლი, და­უშ­ვე­ბე­ლია ხა­რის­თვის"; "დათ­ვი ნე­ბარ­თვას არა­ვის­გან აი­ღებს", "დათ­ვი ტა­ი­გას არა­ვის მის­ცემს", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

პუ­ტი­ნის თქმით, მან გა­იხ­სე­ნა ის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც "ძვე­ლებს" ეკუთ­ვნით. "ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბით ასეთ ფორ­მუ­ლი­რე­ბებს. შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­თვის რა­ღაც და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ დათ­ვიც არა­ვის არა­ფერს და­ე­კი­თხე­ბა. სა­ერ­თო­დაც, დათ­ვი ჩვენ­თან ტა­ი­გის პატ­რო­ნად ით­ვლე­ბა და ვიცი, რომ მის­თვის არ არის ხელ­საყ­რე­ლი სხვა კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში ყოფ­ნა. ის ტა­ი­გას არა­ვის და­უთ­მობს.

ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი უნდა იყოს", - აღ­ნიშ­ნა დღეს პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ რუ­სეთს არა­ფე­რი უნდა ჰკი­თხონ, რო­მელ­მაც დაშ­ლის დროს ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და. ამი­ტო­მაც და­ი­წყეს იმის კე­თე­ბა, რაც სურ­დათ და არა­ვი­თარ წესს არა­ვის უთან­ხმებ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე" - კოკო გამსახურდია მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე

"არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე" - კოკო გამსახურდია მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვალდაის კლუბში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს განიხილავს.

"ვლადიმერ პუტინის მიერ ამას წინათ წარმოითქვა სიტყვა ვალდაის კლუბში, სოჭთან ახლოს, რომელიც ისტორიულ გამოსვლადაა მიჩნეული.

ეს სიტყვა კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, თუ რა საშიშ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. როგორც ჩანს, არც ერთი ქვა არ დარჩება თავის ადგილზე, რაც შეეხება საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს და იმ წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, იალტისა და პოტსდამის შეხვედრების შედეგად მივიღეთ მსოფლიოში.

ცხადია, რომ ეს წესრიგი, დამყარებული გამარჯვებულ მხარეთა ურთიერთშეკავებაზე, არ იყო ბოლომდე სამართლიანი, ნაკლებად ითვალისწინებდა ჰუმანიზმის პრინციპებს, ზოგჯერ ირღვეოდა ხან აშშ-ის, ხან სსრკ-ს და მისი ტრადიციების გამგრძელებლის, რუსეთის მიერ, ხანაც სხვა რომელიმე რეგიონალურ-დომინანტი ქვეყანაც ადგებოდა იგივე გზას, მაგრამ იგი ახლანდელ თუ პერსპექტიულ ძალაუფლებრივ-პოლიტიკურ ჯუნგლთან შედარებით უფრო მეტად უსაფრთხო იყო მაინც.

ახლა საკითხავი ის არის, თუკი პუტინისეულ ლექსიკას დავესეხები, რომელი ტაიგის დაცვას აპირებს "დათვი" და ჩვენ ამ ტაიგის რომელ კუთხეში მოგვიაზრებს. ასევე რას ნიშნავს "დაცვა" - ამ ზონის მოსახლეობის დიდი უმრავლესობითვის უნდობლობის გამოცხადებას ხომ არა? და ასეთ უნდობლობას რა მოყვება, ისიც ვიცით: გაგრის, სოხუმის, ცხინვალის, თამარაშენის, ქურთას, კეხვის და სხვა ადგილების მაგალითზე. ალბათ გვეცოდინება მალე გალის მაგალითზეც აფხაზეთის ახალი "პრეზიდენტის" და რუსეთთან ახალი ინტეგრაციის პირობებში, სადაც ჯერ კიდევ დარჩნენ ქართველები.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი, როგორც ატილა და ჩინგისხანი დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეებს უყურებს, მისი დარჩენა ან წასვლა ბევრს არაფერ ს გადაწყვეტს - რადგან საქმე კოლექტიურ პუტინშია, რომელიც რუსეთში იყო მანამდეც და იქნება მერეც.

საქართველომ ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს შემდეგი პრინციპებით: 1. უნდა ემზადოს ყველაზე უარესისთვის - ესაა სამხედრო ინვაზია ყველაზე საშინელი ფორმებით, რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს საქართველოს გაქრობა პოლიტიკური რუკიდან, მისი ტერიტორიის დაყოფა ზონებად და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილის დევნილად ქცევა 2. უნდა ელოდოს ამ სიტუაციაში ყველაზე უკეთესს - ესაა ყველანაირი დიპლომატიური საშუალების გამოყენებით წარმატების მიღწევა იმ მხრივ, რომ ეს არ მოხდეს და რუსეთმა უკან დაიხიოს. ამ გამოცდის გავლა ქართულ სახელმწიფოებრიობას ნამდვილად განამტკიცებს ხანგრძლივ პერსპექტივაში. 3. მიიღოს ის, რაც ამ ორ უკიდურესი განვითარების სცენარს შორისაა საგულვებელი - და ყველანაირად ეცადოს განამტკიცოს მიღწეული.

ხოლო ჩვენი მოკავშირე დასავლეთი რას იზამს, მოდით ამაზე დასკვნებს ჯერჯერობით ნუ გავაკეთებთ - ეს ჯერჯერობით არავინ იცის, თავად იქაურ Think-tank-ებშიც ანუ იდეების გენერირების ცენტრებშიც არ იციან, როგორც ეს ჩანს", - წერს გამსახურდია.

მსოფლიო წესრიგის საკითხისადმი მიძღვნილ "ვალდაის" წლევანდელ ფორუმზე, გლობალურ საკითხებთან ერთად, მთავარ თემებს საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის მართვა და უკრაინაში არსებული ვითარება წარმოადგენდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა გამონათქვამი გაიხსენა.

"რაც იუპიტერისთვის არის დაშვებული, დაუშვებელია ხარისთვის"; "დათვი ნებართვას არავისგან აიღებს", "დათვი ტაიგას არავის მისცემს", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, მან გაიხსენა ის გამონათქვამები, რომლებიც "ძველებს" ეკუთვნით. "ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ასეთ ფორმულირებებს. შეიძლება ხარისთვის რაღაც დაუშვებელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დათვიც არავის არაფერს დაეკითხება. საერთოდაც, დათვი ჩვენთან ტაიგის პატრონად ითვლება და ვიცი, რომ მისთვის არ არის ხელსაყრელი სხვა კლიმატურ ზონაში ყოფნა. ის ტაიგას არავის დაუთმობს.

ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", - აღნიშნა დღეს პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ რუსეთს არაფერი უნდა ჰკითხონ, რომელმაც დაშლის დროს ტრანსფორმაცია განიცადა. ამიტომაც დაიწყეს იმის კეთება, რაც სურდათ და არავითარ წესს არავის უთანხმებდნენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს