სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი სადღეგრძელოს გამო იჩხუბა პოლიციელმა სუფრაზე - "ამას მოჰყვა ჩხუბი და დანა დამარტყა"
ვისი სადღეგრძელოს გამო იჩხუბა პოლიციელმა სუფრაზე - "ამას მოჰყვა ჩხუბი და დანა დამარტყა"

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბო­შურ­ში მცხოვ­რებ ლერი ყვე­ლაშ­ვილს პო­ლი­ცი­ე­ლის, და­ვით მეს­ხი­ძის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე პა­ტიმ­რო­ბა 2014 წლის 30 აგ­ვის­ტოს შე­უ­ფარ­დეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მო­ძი­ე­ბა თვით ლერი ყვე­ლაშ­ვი­ლის სხე­უ­ლის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მარ­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ჩვენ­თან სო­ფელ­ში სტუმ­რად იყ­ვნენ ამო­სუ­ლე­ბი მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე. სუფ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ჩემ­თვის უცხო პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა ვინ­მე ჭრი­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს და­ლე­ვა. მე არ ვი­ცო­დი, თუ ვინ იყო ჭრი­კაშ­ვი­ლი და ვთქვი, რაზე უნდა დავ­ლიო-მეთ­ქი. ამ პი­როვ­ნე­ბამ, რო­მე­ლიც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, აგ­რე­სი­უ­ლად და­მი­წყო ლა­პა­რა­კი - მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის სა­დღეგ­რძე­ლო რო­გორ არ უნდა და­ლი­ოო და სა­ერ­თოდ, რა­ტომ არ იც­ნო­ბო. ამ პო­ლი­ცი­ელ­მა კა­მა­თის დროს მუშ­ტე­ბით ცემა და­მი­წყო სა­ხე­ზე და მოგ­ვი­ვი­და ჩხუ­ბი. შემ­დეგ წა­მო­ვე­დი და გზა­ზე გა­აგ­რძე­ლა ჩემი გი­ნე­ბა და ლან­ძღვა. უკან მომ­დევ­და. და­მე­წია და ისევ და­ვი­წყეთ ჩხუ­ბი. ამ ცე­მის დროს ამო­ვარ­ტყი რკი­ნის სა­გა­ნი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ლერი ყვე­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ში.

პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კი და­ვით მეს­ხი­ძე ჩვე­ნე­ბებ­ში უთი­თებს, რომ ლერი ყვე­ლაშ­ვილს სუფ­რა­ზე ჩხუ­ბი მისი ცო­ლის ძმას­თან მო­უ­ვი­და და ის, მხო­ლოდ, გამ­შვე­ლებ­ლის როლ­ში იყო.

"დღე­ო­ბას ავე­დი ჩემი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ოჯახ­ში. არც ფორ­მა მეც­ვა და არც ია­რა­ღი მქონ­და. ცო­ლის ძმამ მი­თხრა, რომ გვერ­დით სო­ფელ­ში, ბო­შურ­ში გა­და­ვი­დეთ, დღე­ო­ბა­აო. სუფ­რა­ზე კა­მა­თი ჭრი­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს ირ­გვლივ მოხ­და. შემ­დეგ წა­მოს­ვლას ვა­პი­რებ­დით და გა­რეთ გა­ვე­დით, თუმ­ცა ლერი ყვე­ლაშ­ვი­ლი კვლავ აგ­რძე­ლებ­და ჩხუბს. მე გა­და­ვე­დი მან­ქა­ნი­დან და აგ­რე­სი­უ­ლი სა­უბ­რის შე­წყვე­ტა მოვ­თხო­ვე. მან იცო­და, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ვი­ყა­ვი, თავი და­ა­ნე­ბა ჩემს მოყ­ვა­რეს და მე და­მი­წყო გი­ნე­ბა. ამას მოჰ­ყვა ჩხუ­ბი, რა დრო­საც დანა და­მარ­ტყა", - ასე­თია პო­ლი­ცი­ე­ლის ჩვე­ნე­ბის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვისი სადღეგრძელოს გამო იჩხუბა პოლიციელმა სუფრაზე - "ამას მოჰყვა ჩხუბი და დანა დამარტყა"

ვისი სადღეგრძელოს გამო იჩხუბა პოლიციელმა სუფრაზე - "ამას მოჰყვა ჩხუბი და დანა დამარტყა"

გორის რაიონის სოფელ ბოშურში მცხოვრებ ლერი ყველაშვილს პოლიციელის, დავით მესხიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე პატიმრობა 2014 წლის 30 აგვისტოს შეუფარდეს. პარალელურად, გამოძიება თვით ლერი ყველაშვილის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პოლიციელის მიმართაც მიმდინარეობს.

"ჩვენთან სოფელში სტუმრად იყვნენ ამოსულები მარიამობის დღესასწაულზე. სუფრაზე იმყოფებოდა ჩემთვის უცხო პიროვნება, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ვინმე ჭრიკაშვილის სადღეგრძელოს დალევა. მე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ჭრიკაშვილი და ვთქვი, რაზე უნდა დავლიო-მეთქი. ამ პიროვნებამ, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოლიციელი იყო, აგრესიულად დამიწყო ლაპარაკი - მსოფლიო ჩემპიონის სადღეგრძელო როგორ არ უნდა დალიოო და საერთოდ, რატომ არ იცნობო. ამ პოლიციელმა კამათის დროს მუშტებით ცემა დამიწყო სახეზე და მოგვივიდა ჩხუბი. შემდეგ წამოვედი და გზაზე გააგრძელა ჩემი გინება და ლანძღვა. უკან მომდევდა. დამეწია და ისევ დავიწყეთ ჩხუბი. ამ ცემის დროს ამოვარტყი რკინის საგანი", - აღნიშნულია ლერი ყველაშვილის ჩვენებაში.

პოლიციის მუშაკი დავით მესხიძე ჩვენებებში უთითებს, რომ ლერი ყველაშვილს სუფრაზე ჩხუბი მისი ცოლის ძმასთან მოუვიდა და ის, მხოლოდ, გამშველებლის როლში იყო.

"დღეობას ავედი ჩემი მეუღლის ნათესავების ოჯახში. არც ფორმა მეცვა და არც იარაღი მქონდა. ცოლის ძმამ მითხრა, რომ გვერდით სოფელში, ბოშურში გადავიდეთ, დღეობააო. სუფრაზე კამათი ჭრიკაშვილის სადღეგრძელოს ირგვლივ მოხდა. შემდეგ წამოსვლას ვაპირებდით და გარეთ გავედით, თუმცა ლერი ყველაშვილი კვლავ აგრძელებდა ჩხუბს. მე გადავედი მანქანიდან და აგრესიული საუბრის შეწყვეტა მოვთხოვე. მან იცოდა, რომ პოლიციელი ვიყავი, თავი დაანება ჩემს მოყვარეს და მე დამიწყო გინება. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც დანა დამარტყა", - ასეთია პოლიციელის ჩვენების მოკლე შინაარსი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა