საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს
გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს

მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის 2014 წლის რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლო 142 ქვე­ყა­ნას შო­რის 85-ე ად­გილს იკა­ვებს. გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო 86-ე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის რე­ი­ტინგს ეკო­ნო­მი­კა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ად­გენს.

2014 წლის რე­ი­ტინ­გის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მხრივ 66-ე პო­ზი­ცია უკა­ვია, გა­ნათ­ლე­ბა­ში - 80-ე, ჯან­დაც­ვის მხრივ -115-ე, პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კი 94-ე. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის 2014 წლის რე­ი­ტინ­გში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი 94-ე ად­გილ­ზეა, სომ­ხე­თი - 103-ე, თურ­ქე­თი - 125-ე, ხოლო რუ­სე­თი 142 ქვე­ყა­ნას შო­რის 75-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა, უკ­რა­ი­ნა - 56-ზე.

2014 წლის რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი - ის­ლან­დია, ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი, ფი­ნე­თი და და­ნია შე­დი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათე­ულ­ში მოხ­ვდა რუ­ან­და, რო­მელ­მაც მეშ­ვი­დე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ბოლო პო­ზი­ცი­ებ­ზე იე­მე­ნი და პა­კის­ტა­ნი არი­ან."სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლი­ო­ში ვერც ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ვერ შეძ­ლო ამ დრომ­დე გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­ფხვრა", - ნათ­ქვა­მია მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ან­გა­რიშ­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს

გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის 2014 წლის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველო 86-ე პოზიციაზე იყო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გენდერული თანასწორობის რეიტინგს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებასა და ჯანდაცვის სისტემაში ქალთა ჩართულობის მიხედვით ადგენს.

2014 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის მხრივ 66-ე პოზიცია უკავია, განათლებაში - 80-ე, ჯანდაცვის მხრივ -115-ე, პოლიტიკაში მონაწილეობით კი 94-ე. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის 2014 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი 94-ე ადგილზეა, სომხეთი - 103-ე, თურქეთი - 125-ე, ხოლო რუსეთი 142 ქვეყანას შორის 75-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 56-ზე.

2014 წლის რეიტინგის პირველ ხუთეულში სკანდინავიის ქვეყნები - ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და დანია შედიან. აღსანიშნავია, რომ ათეულში მოხვდა რუანდა, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა. ბოლო პოზიციებზე იემენი და პაკისტანი არიან."სამწუხაროდ, მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო ამ დრომდე გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა", - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა