ტელეწამყვან შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის სიყვარულის ამბავი ორი წლის წინ გახდა ცნობილი. ზოგი ამ ამბავს უარყოფითად შეხვდა და მათი ერთად ყოფნა გააკრიტიკა, რადგან შალვას თეა აბაშმაძესთან დიდხნიანი ოჯახური ცხოვრება აკავშირებდა. შალვასა და თეას სამი ვაჟი ჰყავთ. საზოგადოება ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, როცა შალვა ციხეში იჯდა, თეა აბაშმაძე სულ მის გვერდით იდგა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის მეუღლეს ციხეში თავი ცუდად არ ეგრძნო.
შალვას და თეას დაშორებაზე ხმამაღლა არასოდეს უსაუბრიათ. მეუღლესთან დაშორების შემდეგ თეა ინტერვიუებს თავს არიდებს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ თეა ინტერვიუებს თავს არიდებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული მისი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მშვენივრად გამოიყურება. შალვას შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ცდილობს, კარგი მამა იყოს.
შალვამ და ხატიამ გასულ წელს ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი შალვა თინა კანდელაკის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ყველასთვის ცნობილია, რომ თიკა შალვას პირველი სიყვარული იყო. თუმცა ამ ამბის გამო ხატიას სულაც არ უნერვიულია.''ცხადია, არ მიეჭვიანია. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და რაც მთავარია, ერთმანეთს ვენდობით. ჩემი პირველი სიყვარული ჩემი პარალელური კლასელი იყო. დღეს ეს ორივეს ძალიან სასაცილოდ გვახსენდება. მის დაბადების დღეზე რომ წავიდე, შალვამ უნდა იეჭვიანოს?'' - ამბობდა მაშინ ხატია''რეიტინგთან'' ინტერვიუში.