სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

2014 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის 2390 შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. აქე­დან 1533 გახ­სნი­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სირ­და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის 175 შემ­თხვე­ვა (გა­იხ­სნა 136), ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის 237 ფაქ­ტი (გახ­სნი­ლია 83), ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის 362 ფაქ­ტი (გა­იხ­სნა 270), ასე­ვე ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი სხვა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლე­ბის 1616 შემ­თხვე­ვა (გახ­სნი­ლია 1044).

გარ­და ამი­სა, 2014 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში რე­გის­ტი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შექ­მნის 7 ფაქ­ტი, სა­ი­და­ნაც 4 უკვე გა­იხ­სნა, რაც შე­ე­ხე­ბა სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­ულს, ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 99 შემ­თხვე­ვა, სა­ი­და­ნაც 59 საქ­მე გახ­სნი­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად, და­ნა­შა­უ­ლის ამ სა­ხე­ო­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის 24 ფაქ­ტი (გახ­სნი­ლია 12), ასე­ვე ამა­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვალ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ერ­თად რე­გის­ტი­რე­ბუ­ლია 75 შემ­თხვე­ვა (გა­იხ­სნა 47).

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის სა­ხე­ო­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია სულ კა­ნონ­დარ­ღვე­ბის 239 ფაქ­ტი, სა­ი­და­ნაც 136 საქ­მე გა­იხ­სნა. აქე­დან მოხ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის 43 შემ­თხვე­ვა (33 გახ­სნი­ლია), მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის 4 ფაქ­ტი (2 გა­იხ­სნა), მუ­ქა­რის 82 შემ­თხვე­ვა (49 გახ­სნი­ლია), ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვალ სხვა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის 110 ფაქ­ტი (52 გა­იხ­სნა). ტრე­ფი­კინ­გი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ოჯა­ხი­სა და არას­რულ­წლოვ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში რე­გის­ტი­რე­ბუ­ლია 6 შემ­თხვე­ვა, სა­ი­ნა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი არ გახ­სნი­ლა.

ამას­თან, 2014 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უშიშ­რო­ე­ბი­სა და წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის 1089 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქე­დან 974 უკვე გა­იხ­სნა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში რე­გის­ტი­რე­ბუ­ლია ხუ­ლიგ­ნო­ბის 111 ფაქ­ტი (გა­იხ­სნა 98), მათ შო­რის მძი­მე - 53 (გახ­სნი­ლია 50), ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა, დამ­ზა­დე­ბის 791 შემ­თხვე­ვა (გა­იხ­სნა 700).

გარ­და ამი­სა, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში რე­გის­ტი­რე­ბუ­ლია 21 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი ან ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე ან/და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის 162 შემ­თხვე­ვა (გახ­სნი­ლია 161). ამას­თან, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი სხვა და­ნარ­ჩე­ნი და­ნა­შა­უ­ლის 25 ფაქ­ტი (გა­იხ­სნა 15).

და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ვეყ­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

2014 წლის იანვარ-სექტემბერში ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის 2390 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 1533 გახსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 175 შემთხვევა (გაიხსნა 136), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების 237 ფაქტი (გახსნილია 83), ოჯახური ძალადობის 362 ფაქტი (გაიხსნა 270), ასევე ამ კატეგორიაში შემავალი სხვა სახის დანაშაულების 1616 შემთხვევა (გახსნილია 1044).

გარდა ამისა, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში რეგისტირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის 7 ფაქტი, საიდანაც 4 უკვე გაიხსნა, რაც შეეხება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულს, ამ კატეგორიაში დაფიქსირებულია 99 შემთხვევა, საიდანაც 59 საქმე გახსნილია. კონკრეტულად, დანაშაულის ამ სახეობის ფარგლებში მოხდა გაუპატიურების 24 ფაქტი (გახსნილია 12), ასევე ამავე კატეგორიაში შემავალ სხვა დანაშაულებზე ერთად რეგისტირებულია 75 შემთხვევა (გაიხსნა 47).

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ დანაშაულის სახეობაში დაფიქსირებულია სულ კანონდარღვების 239 ფაქტი, საიდანაც 136 საქმე გაიხსნა. აქედან მოხდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის 43 შემთხვევა (33 გახსნილია), მძევლად ხელში ჩაგდების 4 ფაქტი (2 გაიხსნა), მუქარის 82 შემთხვევა (49 გახსნილია), ამ კატეგორიაში შემავალ სხვა სახის დანაშაულის 110 ფაქტი (52 გაიხსნა). ტრეფიკინგი არ დაფიქსირებულა.

ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ დანაშაულის კატეგორიაში რეგისტირებულია 6 შემთხვევა, საინადაც ჯერჯერობით არც ერთი არ გახსნილა.

ამასთან, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის 1089 შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან 974 უკვე გაიხსნა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში რეგისტირებულია ხულიგნობის 111 ფაქტი (გაიხსნა 98), მათ შორის მძიმე - 53 (გახსნილია 50), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარება, დამზადების 791 შემთხვევა (გაიხსნა 700).

გარდა ამისა, ამავე პერიოდში რეგისტირებულია 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარების 162 შემთხვევა (გახსნილია 161). ამასთან, დაფიქსირებულია ამ კატეგორიაში შემავალი სხვა დანარჩენი დანაშაულის 25 ფაქტი (გაიხსნა 15).

დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ