მონაცემთა-ცენტრებს, როგორც წესი, საიდუმლოდ ინახავენ, რადგან ისინი ტექნოლოგიური კომპანიების ე.წ. "ტვინებს" წარმოადგენენ. თუმცა, ეს "გუგლს" არ ეხება. საძიებო სისტემის გიგანტმა, კომპანია "გუგლმა" ნებისმიერ მსურველს მისცა საშუალება ენახა, სად ინახება მისი მეხსიერება. კომპანიამ თავისი ცენტრების სურათები გაავრცელა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გაბნეული. "გუგლი" აცხადებს, რომ როდესაც თქვენ მის საიტებზე იმყოფებით, საქმე გაქვთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სერვერულ ქსელებთან. სურათების ხილვის შემდეგ, რთულია, მათ არ დაეთანხმო.