ტელეკომპანია "მაესტროს" ფინანსური პრობლემებისა და მენეჯმენტთან უთანხმოების გამო ტელეწამყვანები, ახალი ამბების გამოშვების ჟურნალისტები და ოპერატორები ტოვებენ. წამოსვლის მიზეზებზე განცხადება Facebook-ით თეონა გეგელიამ გააკეთა, თუმცა ჟურნალისტების უმეტესობა დუმილს ამჯობინებს.
რაც შეეხება არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ნინო ჟიჟილაშვილს, ის ტელეკომპანიაში არსებულ კრიზისს ფოტოპოსტით ეხმაურება.
"ასე უყვარდათ "მაესტროში", - დაწერა ნინო ჟიჟილაშვილმა Facebook-ზე და ახალი ამბების სტუდიაში, გუნდთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება იხილეთ თეგზე #კრიზისი "მაესტროში"