მსახიობი ია ნინიძე იულია მენშოვას გადაცემა Наедине со всеми-ს სტუმრობდა, სადაც მან შვილებზე, ქმრებზე, კარიერასა და ტრაგიკულ სიყვარულზე ისაუბრა. იამ თავისი ყველაზე დიდი სიყვარული გაიხსენა და მოჰყვა, თუ როგორ შეეცადა თავის მოკვლას მისი გარდაცვალების შემდეგ:
"მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. დილით მისმა დამ დამირეკა და მეუბნება: "ჩვენი ლადო აღარ არის". ამის შემდეგ გავაღე აივნის კარი და გადახტომა ვცადე, მაგრამ ჩემმა შვილმა გიორგიმ უცბად დამიჭირა და მითხრა: "დედა, ლადოს ეს არ მოეწონებოდა". ჩემმა შვილმა მაშინ მე გადამარჩინა"...