პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსური კრიზისი "მაესტროში": ჟურნალისტების ჩამონათვალი, რომლებმაც ტელევიზია დატოვეს
ფინანსური კრიზისი "მაესტროში": ჟურნალისტების ჩამონათვალი, რომლებმაც ტელევიზია დატოვეს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე არ­ხის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ღლონ­ტი კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. რო­გორც ღლონტმა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან არ­ხის და­ტო­ვე­ბის, ასე­ვე ზო­გა­დად ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე "ვე­რა­ფერს ვერ იტყვის". კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბაჩო კი­კა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, მას არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. "მე მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ზე მომ­მარ­თეთ", - აღ­ნიშ­ნა კი­კა­ბი­ძემ.

დღეს დი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა, მათ შო­რის დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ, თე­ო­ნა გო­გე­ლი­ამ, მაკა ცინ­ცა­ძემ, სოფო ზუ­რა­ბი­ან­მა, ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა და­ტო­ვეს. დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა მი­ზე­ზე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ამას­თან, არ­ხი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა თე­ო­ნა გე­გე­ლი­ამ. "თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი პი­რო­ბა მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის. ჟურ­ნა­ლის­ტებს სჭირ­დე­ბათ დაც­ვა არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, არა­მედ უნი­ჭო, უცო­დი­ნა­რი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი მმარ­თვე­ლე­ბის­გა­ნაც. ჩვენ გვინ­დო­და "მა­ესტრო­ში" მუ­შა­ო­ბა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ძა­ლი­ან",- წერს ჟურ­ნა­ლის­ტი. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ხი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წას­ვლა ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა.

თე­მის ყვე­ლა მნიშნვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა იხი­ლეთ თეგ­ზე #კრი­ზი­სი "მა­ესტრო­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფინანსური კრიზისი "მაესტროში": ჟურნალისტების ჩამონათვალი, რომლებმაც ტელევიზია დატოვეს

ფინანსური კრიზისი "მაესტროში": ჟურნალისტების ჩამონათვალი, რომლებმაც ტელევიზია დატოვეს

ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი კომენტარს არ აკეთებს. როგორც ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჟურნალისტების მხრიდან არხის დატოვების, ასევე ზოგადად ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებაზე "ვერაფერს ვერ იტყვის". კიდევ ერთი დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებით კი, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. "მე მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მომმართეთ", - აღნიშნა კიკაბიძემ.

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის დიანა ტრაპაიძემ, თეონა გოგელიამ, მაკა ცინცაძემ, სოფო ზურაბიანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს. დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანიიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მიზეზების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ამასთან, არხიდან წასვლის შესახებ თავისი პოზიცია გამოხატა თეონა გეგელიამ. "თავისუფლება არ არის საკმარისი პირობა მედია ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა "მაესტროში" მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან",- წერს ჟურნალისტი. ერთ-ერთი ინფორმაციით, არხიდან ჟურნალისტების წასვლა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

თემის ყველა მნიშნვნელოვანი განახლება იხილეთ თეგზე #კრიზისი "მაესტროში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია