მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსტრასენსების ორთაბრძოლის" წამყვანმა მარატ ბაშაროვმა ცოლი სცემა
"ექსტრასენსების ორთაბრძოლის" წამყვანმა მარატ ბაშაროვმა ცოლი სცემა

რუ­სუ­ლი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ­მა ამ­ბავ­მა და­ი­პყრო - მა­რატ ბა­შა­როვ­მა მე­უღ­ლე სცე­მა. რო­გორც გა­მო­ცე­მა "Экспресс газета" იტყო­ბი­ნე­ბა, ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვან­სა და მის მე­უღ­ლეს, ეკა­ტე­რი­ნა არ­ხა­ნო­ვას შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რის შემ­დე­გაც, ნას­ვამ­მა მა­რატ ბა­შა­როვ­მა მე­უღ­ლე სცე­მა და სახ­ლი­დან შიშ­ვე­ლი გა­მო­აგ­დო.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეკა­ტე­რი­ნას გა­ტე­ხი­ლი აქვს ცხვი­რი და ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, მან ბა­შა­რო­ვის ბი­ნი­დან სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა და სახ­ლი და­ტო­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფაქტს "ექ­სტრა­სენ­სე­ბის ორ­თაბ­რძო­ლის" წამ­ყვა­ნის ყო­ფი­ლი ცოლი, ელი­სა­ბედ კრუც­კო გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ეკა­ტე­რი­ნამ თვი­თონ მი­იყ­ვა­ნა ბა­შა­რო­ვი ამ "კონ­დი­ცი­ამ­დე".

"კა­ტია სა­ხი­ფა­თო ქა­ლია, ვწუხ­ვარ, რომ მა­რა­ტი მას შეხ­ვდა. იცით, არ­ხა­ნო­ვა თვი­თონ ჩხუ­ბობს, სი­მარ­თლე, რომ ვთქვათ, იგი თვი­თონ ახ­დენს კონ­ფლიქ­ტე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. არა­ერ­თხელ მო­მიყ­ვნენ, რო­გორ აყე­ნებ­და იგი მა­რატს შე­უ­რა­ცხყო­ფას. აი­ტანს ნორ­მა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი ქა­ლის ასეთ ქცე­ვას?" - აღ­ნიშ­ნავს კრუც­კო.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­რატ ბა­შა­როვს ჯერ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ექსტრასენსების ორთაბრძოლის" წამყვანმა მარატ ბაშაროვმა ცოლი სცემა

"ექსტრასენსების ორთაბრძოლის" წამყვანმა მარატ ბაშაროვმა ცოლი სცემა

რუსული მედია შოკისმომგვრელმა ამბავმა დაიპყრო - მარატ ბაშაროვმა მეუღლე სცემა. როგორც გამოცემა "Экспресс газета" იტყობინება, ცნობილ ტელეწამყვანსა და მის მეუღლეს, ეკატერინა არხანოვას შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც, ნასვამმა მარატ ბაშაროვმა მეუღლე სცემა და სახლიდან შიშველი გამოაგდო.

როგორც აღმოჩნდა, ეკატერინას გატეხილი აქვს ცხვირი და ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მომხდარის შემდეგ, მან ბაშაროვის ბინიდან საკუთარი ნივთები გამოიტანა და სახლი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტს "ექსტრასენსების ორთაბრძოლის" წამყვანის ყოფილი ცოლი, ელისაბედ კრუცკო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკატერინამ თვითონ მიიყვანა ბაშაროვი ამ "კონდიციამდე".

"კატია სახიფათო ქალია, ვწუხვარ, რომ მარატი მას შეხვდა. იცით, არხანოვა თვითონ ჩხუბობს, სიმართლე, რომ ვთქვათ, იგი თვითონ ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას. არაერთხელ მომიყვნენ, როგორ აყენებდა იგი მარატს შეურაცხყოფას. აიტანს ნორმალური მამაკაცი ქალის ასეთ ქცევას?" - აღნიშნავს კრუცკო.

მომხდართან დაკავშირებით, მარატ ბაშაროვს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა