კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობენ ქართველი გოგონები "მოძველბიჭო" ტიპებზე
რას ფიქრობენ ქართველი გოგონები "მოძველბიჭო" ტიპებზე

ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და "ძველ­ბი­ჭო­ბის" თემა. ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ გო­გო­ნე­ბი თა­ვი­ან­თი საქ­ცი­ე­ლით აქე­ზე­ბენ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ქუ­ჩა­ში დგო­მის­კენ.

რა­ტომ­ღაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ისევ მი­აჩ­ნია, რომ პა­ტა­რა გო­გო­ნებს "ბირ­ჟა­ვი­კე­ბი", წელ­ში მოხ­რი­ლი ტი­პე­ბი მოს­წონთ. ჩემ­მა მინი გა­მო­კი­თხვამ კი და­მარ­წმუ­ნა, რომ ისი­ნი ცდე­ბი­ან.

"მომ­წონს ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც წიგ­ნის კი­თხვა არ "უტყდე­ბათ"

თიკა, 17 წლის:

- "მოძ­ველ­ბი­ჭო" ტი­პებს არ ვიც­ნობ. ჩემს ირ­გვლივ ასე­თი არა­ვინ არის, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ტყვი, "დე­დი­კოს ბი­ჭე­ბი" არი­ან-მეთ­ქი. მე მომ­წონს ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც წიგ­ნის კი­თხვა არ "უტყდე­ბათ" და ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ჭი­რო დროს მუშ­ტი-კრი­ვიც ეხერ­ხე­ბათ. თუმ­ცა, ჩემ გამო ვინ­მეს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს არას­დროს შე­ვუქ­მნი. ვი­ღაც თუ გა­მაბ­რა­ზებს, ვცდი­ლობ, პრობ­ლე­მა თა­ვად მო­ვაგ­ვა­რო, რომ იმ ტიპ­სა და ჩემს ახ­ლობ­ლებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა არ მოხ­დეს.

- ანუ სიფრ­თხი­ლეს იჩენ?

- რა თქმა უნდა! ჩემ გამო ვინ­მე რომ და­ზა­რალ­დეს, ამას სა­კუ­თარ თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ. ვიც­ნობ ისეთ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად, ისე აწყო­ბენ ყვე­ლა­ფერს, რომ ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთს წა­ა­ჩხუ­ბონ და მერე ამით ტრა­ბა­ხო­ბენ. ასე­თე­ბის არ მეს­მის.

- პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ ვერ შეძ­ლო, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- ალ­ბათ დახ­მა­რე­ბას მშო­ბელს ვთხოვ და არამც და არამც ძმას ან მე­გო­ბარ ბიჭს. შე­იძ­ლე­ბა, ახალ­გაზ­რდებ­მა თავი ვერ მო­თო­კონ, მამა კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერს ისე მო­აგ­ვა­რებს, ხმა­საც არ აუ­წევს. სხვა­თა შო­რის, მშობ­ლებ­თან ვმე­გობ­რობ. თა­ვის დრო­ზე მა­მაც "მოძ­ველ­ბი­ჭო" ტიპი ყო­ფი­ლა და დედა ამით მო­უ­ხიბ­ლია, მაგ­რამ პი­რა­დად მე, ასე­თი "ბირ­ჟა­ვი­კე­ბი" არ მომ­წონს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­იც­ვლა და ეს კარ­გია. მი­ხა­რია, რომ ბი­ჭე­ბი თავს იწო­ნე­ბენ თა­ვი­ან­თი გა­ნათ­ლე­ბით, ადრე კი, რო­გორც ვიცი, წიგ­ნის წა­კი­თხვაც "ტე­ხავ­და".

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რას ფიქრობენ ქართველი გოგონები "მოძველბიჭო" ტიპებზე

რას ფიქრობენ ქართველი გოგონები "მოძველბიჭო" ტიპებზე

ბოლო დროს აქტუალური გახდა "ძველბიჭობის" თემა. ბევრი აღნიშნავს, რომ გოგონები თავიანთი საქციელით აქეზებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ქუჩაში დგომისკენ.

რატომღაც, საზოგადოების ნაწილს ისევ მიაჩნია, რომ პატარა გოგონებს "ბირჟავიკები", წელში მოხრილი ტიპები მოსწონთ. ჩემმა მინი გამოკითხვამ კი დამარწმუნა, რომ ისინი ცდებიან.

"მომწონს ბიჭები, რომლებსაც წიგნის კითხვა არ "უტყდებათ"

თიკა, 17 წლის:

- "მოძველბიჭო" ტიპებს არ ვიცნობ. ჩემს ირგვლივ ასეთი არავინ არის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, "დედიკოს ბიჭები" არიან-მეთქი. მე მომწონს ისეთები, რომლებსაც წიგნის კითხვა არ "უტყდებათ" და ისეთები, რომლებსაც საჭირო დროს მუშტი-კრივიც ეხერხებათ. თუმცა, ჩემ გამო ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს არასდროს შევუქმნი. ვიღაც თუ გამაბრაზებს, ვცდილობ, პრობლემა თავად მოვაგვარო, რომ იმ ტიპსა და ჩემს ახლობლებს შორის შეხლა-შემოხლა არ მოხდეს.

- ანუ სიფრთხილეს იჩენ?

- რა თქმა უნდა! ჩემ გამო ვინმე რომ დაზარალდეს, ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. ვიცნობ ისეთ გოგონებს, რომლებიც სპეციალურად, ისე აწყობენ ყველაფერს, რომ ბიჭები ერთმანეთს წააჩხუბონ და მერე ამით ტრაბახობენ. ასეთების არ მესმის.

- პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად რომ ვერ შეძლო, ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცევი?

- ალბათ დახმარებას მშობელს ვთხოვ და არამც და არამც ძმას ან მეგობარ ბიჭს. შეიძლება, ახალგაზრდებმა თავი ვერ მოთოკონ, მამა კი დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე მოაგვარებს, ხმასაც არ აუწევს. სხვათა შორის, მშობლებთან ვმეგობრობ. თავის დროზე მამაც "მოძველბიჭო" ტიპი ყოფილა და დედა ამით მოუხიბლია, მაგრამ პირადად მე, ასეთი "ბირჟავიკები" არ მომწონს. დროთა განმავლობაში ღირებულებები შეიცვლა და ეს კარგია. მიხარია, რომ ბიჭები თავს იწონებენ თავიანთი განათლებით, ადრე კი, როგორც ვიცი, წიგნის წაკითხვაც "ტეხავდა".

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია