საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპილოტო სიკვდილი" - ვინ ხდება ამერიკული უპილოტოების მსხვერპლი პაკისტანში
"უპილოტო სიკვდილი" - ვინ ხდება ამერიკული უპილოტოების მსხვერპლი პაკისტანში

ბოლო წლებ­ში, პა­კის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამე­რი­კუ­ლი საბ­რძო­ლო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის რი­ცხვმა 400-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად, "ალ-ქა­ი­დას" წევ­რე­ბი და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხო­ლოდ 4%-ია.

პრო­ექ­ტის "და­ღუ­პულ­თა და­სა­ხე­ლე­ბა" ფარ­გლებ­ში, ბი­უ­როს წევ­რე­ბი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის უპი­ლო­ტო­ე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ. დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რე­ბი პა­კის­ტა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებს და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ხელ­წე­რი­ლებს იყე­ნე­ბენ.

მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი­სას გა­ირ­კვა, რომ 2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2379 და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ 704-ია იდენ­ტფი­ცი­რე­ბუ­ლი. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან კი სხვა­დას­ხვა ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას მხო­ლოდ 84 ადა­მი­ა­ნი მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქე­იტ­ლინ ჰე­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უპი­ლო­ტო­ებს სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის­თვის მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის 100%-ით და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნე­ბენ.

პა­კის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "უპი­ლო­ტო" სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი "სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვაა". ეს კა­ნო­ნი აშშ-ის კონ­გრეს­მა 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი­დან 3 წლის თავ­ზე მი­ი­ღო. ეს ფორ­მუ­ლი­რე­ბა და მას დარ­თუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, პლა­ნე­ტის მას­შტა­ბით, პრე­ზი­დენტს აშშ-ზე თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.

თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტში არა­ვინ სა­ხელ­დე­ბა. მაგ­რამ 2013 წლის მარ­ტში ობა­მამ და­ა­ზუს­ტა, რომ ფორ­მუ­ლი­რე­ბა "ალ-ქა­ი­დას", მოძ­რა­ო­ბა "თა­ლი­ბანს" და ყვე­ლა იმ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებს მო­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც აშშ-სა და მის პარტნი­ო­რებს საფრ­თხეს უქ­მნის.

10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპი­ლო­ტო­ებ­მა არა­ერ­თი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი და "ალ-ქა­ი­დას­თან" და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი პირი გა­ა­ნად­გუ­რეს. თუმ­ცა მსგავს იე­რი­შებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც ეწი­რე­ბა.

გა­ე­როს ერთ-ერთი ექ­სპერ­ტის - ბრი­ტა­ნე­ლი იუ­რის­ტის შე­ფა­სე­ბით, სამ­ხედ­რო მიზ­ნებ­ში უპი­ლო­ტო­ე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს.

Long War Journal-ის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2004 წლი­დან დღემ­დე, ამე­რი­კულ­მა უპი­ლო­ტო "მკვლე­ლებ­მა" პა­კის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 400-მდე სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუ­ძელ­ზე ტარ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამე­რი­კუ­ლი უპი­ლო­ტო­ე­ბის სა­ჰა­ე­რო იე­რი­შებს პა­კის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2379-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. მათ­გან 881 - სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რია, მათ შო­რის 176 ბავ­შვი. თუ ამ ციფ­რებს და­ვუ­მა­ტებთ ავ­ღა­ნეთ­ში, ერაყ­ში, იე­მენ­ში, სო­მა­ლი­სა და ლი­ბი­ა­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა­საც, ის გა­ცი­ლე­ბით შთა­ბეჭ­და­ვი გა­მო­ვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"უპილოტო სიკვდილი" - ვინ ხდება ამერიკული უპილოტოების მსხვერპლი პაკისტანში

"უპილოტო სიკვდილი" - ვინ ხდება ამერიკული უპილოტოების მსხვერპლი პაკისტანში

ბოლო წლებში, პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. ჟურნალისტური გამოძიების ბიუროს მონაცემებით, საჰაერო დარტყმების შედეგად, "ალ-ქაიდას" წევრები დაღუპული ადამიანების მხოლოდ 4%-ია.

პროექტის "დაღუპულთა დასახელება" ფარგლებში, ბიუროს წევრები 1 წლის განმავლობაში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უპილოტოების მიერ მოკლული ადამიანების სახელებს აგროვებდნენ. დოკუმენტის ავტორები პაკისტანის ხელისუფლების ოფიციალურ დოკუმენტებს და ადგილობრივი მოსახლეობის ხელწერილებს იყენებენ.

მონაცემთა ანალიზისას გაირკვა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული 2379 დაღუპული ადამიანიდან მხოლოდ 704-ია იდენტფიცირებული. საერთო რაოდენობიდან კი სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებას მხოლოდ 84 ადამიანი მიეკუთვნებოდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ქეიტლინ ჰეიდენმა განაცხადა, რომ უპილოტოებს საჰაერო იერიშებისთვის მხოლოდ ინფორმაციის 100%-ით დადასტურების შემთხვევაში იყენებენ.

პაკისტანის ტერიტორიაზე "უპილოტო" საჰაერო იერიშების განხორციელების იურიდიული საფუძველი "სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვაა". ეს კანონი აშშ-ის კონგრესმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 3 წლის თავზე მიიღო. ეს ფორმულირება და მას დართული იურიდიული დოკუმენტები, პლანეტის მასშტაბით, პრეზიდენტს აშშ-ზე თავდასხმის ორგანიზატორების წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს.

თავდასხმის ორგანიზატორებში ოფიციალურად დოკუმენტში არავინ სახელდება. მაგრამ 2013 წლის მარტში ობამამ დააზუსტა, რომ ფორმულირება "ალ-ქაიდას", მოძრაობა "თალიბანს" და ყველა იმ შეიარაღებულ დაჯგუფებებს მოიცავს, რომლებიც აშშ-სა და მის პარტნიორებს საფრთხეს უქმნის.

10 წლის განმავლობაში უპილოტოებმა არაერთი საველე მეთაური და "ალ-ქაიდასთან" დაახლოვებული პირი გაანადგურეს. თუმცა მსგავს იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.

გაეროს ერთ-ერთი ექსპერტის - ბრიტანელი იურისტის შეფასებით, სამხედრო მიზნებში უპილოტოების მასობრივი გამოყენება, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Long War Journal-ის მიერ შეგროვებული სტატისტიკური მონაცემებით, 2004 წლიდან დღემდე, ამერიკულმა უპილოტო "მკვლელებმა" პაკისტანის ტერიტორიაზე 400-მდე საჰაერო იერიში მიიტანეს. მსგავსი ოპერაციების უმეტესობა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძელზე ტარდება. ოფიციალური მონაცემებით, ამერიკული უპილოტოების საჰაერო იერიშებს პაკისტანის ტერიტორიაზე 2379-მდე ადამიანი შეეწირა. მათგან 881 - სამოქალაქო პირია, მათ შორის 176 ბავშვი. თუ ამ ციფრებს დავუმატებთ ავღანეთში, ერაყში, იემენში, სომალისა და ლიბიაში უპილოტო საფრენი აპარატების მსხვერპლთა რაოდენობასაც, ის გაცილებით შთაბეჭდავი გამოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს