პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს

პან­კი­სის ხე­ო­ბის უხუ­ცეს­თა საბ­ჭო სა­ქარ­თვე­ლო­ში მუს­ლი­მე­ბის მი­მართ არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კას გმობს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს.

"პან­კი­სის უხუ­ცე­სე­ბი და მარ­თლმორ­წმუ­ნე მუს­ლი­მე­ბი, ე.წ. ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ლი­გი­ურ მიკ­რო­კონ­ფლიქ­ტებს და შეშ­ფო­თე­ბას გა­მოვ­თქვამთ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მორ­წმუ­ნე­თათ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სინ­დი­სის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფა­ზე. ნიგვზი­ა­ნის, სამ­თა­წყა­როს, წინ­წყა­როს, ჭე­ლა­სა და ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მო­ხე­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ჩრდილს აყე­ნებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ტო­ლე­რან­ტო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბა, სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­სის აღმსა­რებ­ლო­ბის ხალ­ხე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის უპი­რა­ტე­სო­ბის გა­მო­ხატ­ვის­თვის", - ნათ­ქვა­მია პან­კი­სის ხე­ო­ბის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, სოფ­ლებ­ში მოძ­მე მუს­ლი­მებ­სა და ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ფონ­ზე უაღ­რე­სად სა­ში­შია.

"ჩვენ კარ­გად გვეს­მის მოძ­მე ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის აღ­შფო­თე­ბა, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ხელს უშ­ლი­ან სა­ლო­ცა­ვი ღვთის სახ­ლე­ბი-მე­ჩე­თე­ბის აღ­დგე­ნა-მშე­ნებ­ლო­ბას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მკრე­ხე­ლო­ბაა ღვთის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლა, რო­მელ რე­ლი­გი­ა­საც არ უნდა ეკუთ­ვნო­დეს მორ­წმუ­ნე. ღმერ­თი ერ­თია სამ­ყა­რო­ში და მისი ყვე­ლა სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი, სი­ნა­გო­გა, ეკ­ლე­სია თუ მე­ჩე­თი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მო­ხე­ში მა­ცხოვ­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნია და სრულ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ მათ. ამა­ვე დროს აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მორ­წმუ­ნე­ებ­მა პა­ტი­ვი უნდა სცენ კა­ნონს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­იც­ვას თა­ვის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო საქართველოში მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს,  კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

"პანკისის უხუცესები და მართლმორწმუნე მუსლიმები, ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევრები ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე რელიგიურ მიკროკონფლიქტებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს კონსტიტუციით მორწმუნეთათვის მინიჭებული სინდისის უფლების ხელყოფაზე. ნიგვზიანის, სამთაწყაროს, წინწყაროს, ჭელასა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მიმდინარე მოვლენები ჩრდილს აყენებს ქართველი ხალხის ტოლერანტობას. საქართველოში არასოდეს ყოფილა რელიგიური ნიშნით დაპირისპირება, სხვადასხვა ეთნოსის აღმსარებლობის ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობა არ დარღვეულა მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობის გამოხატვისთვის", - ნათქვამია პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს განცხადებით, სოფლებში მოძმე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირებების ფონზე უაღრესად საშიშია.

"ჩვენ კარგად გვესმის მოძმე ქართველი მუსლიმების აღშფოთება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხელს უშლიან სალოცავი ღვთის სახლები-მეჩეთების აღდგენა-მშენებლობას. მიგვაჩნია, რომ მკრეხელობაა ღვთის სახლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლა, რომელ რელიგიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს მორწმუნე. ღმერთი ერთია სამყაროში და მისი ყველა სალოცავი სახლი, სინაგოგა, ეკლესია თუ მეჩეთი. მიგვაჩნია, რომ მოხეში მაცხოვრებელთა მოთხოვნები სამართლიანია და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ მორწმუნეებმა პატივი უნდა სცენ კანონს, უპირველეს ყოვლისა კი ხელისუფლებამ უნდა დაიცვას თავის მიერ დაწესებული კანონები", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა