პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ბევრ მიღწევას ტელევიზიაში არ აჩვენებენ, ვინაიდან არ უხარიათ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა , სადაც საზოგადოებას 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
"გვქონდა ურთულესი ერთი წელი – კოჰაბიტაცია, შემდეგ ერთი წლის წინ გავისტუმრეთ სააკაშვილი, ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამით დავასრულეთ მთლიანი ციკლი ხელისუფლების გადააბარის. ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები და ის უდიდესი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, აუცილებლად მოგვიტანს შედეგს და ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას. ამ ორ წელიწადში აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიეთ წინსვლას. მე მესმის, რომ ბევრი რამ არ ჩანს. ბევრ რამეს არ აჩვენებენ ტელევიზიაში, არ უხარიათ და იმიტომ, მაგრამ ხალხმა ეს იცის, გრძნობს ამ ცვლილებებს საკუთარ თავზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.