პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის ციხეში მომკლავენ" - რას ჰყვება თბილისში დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედი
"რუსეთის ციხეში მომკლავენ" - რას ჰყვება თბილისში დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედი

და­ღეს­ტნე­ლი მო­ჯა­ჰე­დის ცხოვ­რე­ბა 2009 წლი­დან აი­რია, როცა მას სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წამ მო­უ­წია. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011 წლი­დან ცხოვ­რობ­და და ორ წე­ლი­წად­ში, 2013 წლის ივ­ნის­ში, მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი ბი­ძაშ­ვილ რიზ­ვან ომა­როვ­თან ერ­თად საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე აღ­მოჩ­ნდა. შს სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ტე­რო­რის­ტულ აქტს ამ­ზა­დებ­დნენ, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ მათ ბრა­ლი ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში დას­დეს... რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ კა­დი­ე­ვის ექ­სტრა­დი­რე­ბა ორ­ჯერ მო­ი­თხო­ვა. მას და­ღეს­ტნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლი უარ­ყოფს.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თუ კა­დი­ევს სა­ქარ­თვე­ლოს ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს, მისი რუ­სეთ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა აღარ მოხ­დე­ბა. კა­დი­ევ­მა ეს სტა­ტუ­სი მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. ად­ვო­კა­ტებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რეს, საქ­მეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს...

გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს მი­კა­ილ კა­დი­ევ­თან: - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე 1 წელი თურ­ქეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გამო იქ ცხოვ­რე­ბა გა­მი­ჭირ­და. ოჯა­ხიც ხში­რად ვერ ახერ­ხებ­და ჩემ­თან ჩა­მოს­ვლას, ამი­ტო­მაც მი­ვა­შუ­რე აზერ­ბა­ი­ჯანს. ჩემი ძმე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან გა­გო­ნი­ლი მქონ­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ნორ­მა­ლუ­რად ეპყრო­ბი­ან მუს­ლი­მებს, თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და... მოკ­ლედ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ვე­დი და ვცხოვ­რობ­დი მა­ნამ, სა­ნამ მო­ვი­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც ლა­მის ტე­რო­რის­ტად გა­მო­მა­ცხა­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად, კა­ნო­ნი­ე­რი გზით შე­მო­ვე­დი. და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე თბი­ლის­ში, კავ­სა­ძის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი.

- სამ­შობ­ლო­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დით?

- და­ღეს­ტან­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვი­ყა­ვი მე-10 კა­ტე­გო­რი­ის მაშ­ვე­ლი. ერთ-ერთი ფონ­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც გახ­ლდით, რო­მე­ლიც გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას ეხ­მა­რე­ბო­და და იცავ­და მუს­ლი­მე­ბის უფ­ლე­ბებს რუ­სეთ­ში. ვა­წყობ­დით მი­ტინ­გებს ცი­ხე­ებ­ში მუს­ლი­მე­ბის წა­მე­ბის, ასე­ვე კავ­კა­სი­ა­ში მათი უკა­ნო­ნო დევ­ნი­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

- თბი­ლის­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მფრი­ნავ ზაურ ქორ­თო­ში­ძის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დით...

- ზა­უ­რის მამა წარ­მო­შო­ბით და­ღეს­ტნე­ლია, დედა ქარ­თვე­ლი ჰყავს. ის ნა­თე­სა­ვებ­მა გა­მაც­ნეს და ერთხანს მის მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობ­დი თე­ლავ­ში, შემ­დეგ კი - თბი­ლის­ში, მის ბი­ნა­ში გად­მო­ვე­დი. ეს კაცი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ორი ომის მო­ნა­წი­ლეა. ის ჩემ­თვის გმი­რია.

- რო­გორ მოხ­ვდა თქვე­ნი და რიზ­ვან ომა­რო­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ია­რა­ღი, რომ­ლის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვი­საც ორი წელი მო­გი­სა­ჯეს?

- ბი­ნა­ში არც ია­რა­ღი მქონ­და და არც ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი, ისი­ნი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­მი­დეს.

ჩხრე­კამ­დე ჩემს ბი­ნა­ში იყ­ვნენ ზაურ ქორ­თო­ში­ძე, მისი ვაჟი თორ­ნი­კე და მათი მძღო­ლი. ისი­ნი იმის უფ­ლე­ბას მომ­ცემ­დნენ, რომ იქ ია­რა­ღი შე­მე­ნა­ხა?

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"რუსეთის ციხეში მომკლავენ" - რას ჰყვება თბილისში დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედი

"რუსეთის ციხეში მომკლავენ" - რას ჰყვება თბილისში დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედი

დაღესტნელი მოჯაჰედის ცხოვრება 2009 წლიდან აირია, როცა მას სამშობლოდან გადახვეწამ მოუწია. საქართველოში 2011 წლიდან ცხოვრობდა და ორ წელიწადში, 2013 წლის ივნისში, მიკაილ კადიევი ბიძაშვილ რიზვან ომაროვთან ერთად საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულები ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, თუმცა, საბოლოოდ მათ ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს... რუსეთის ფედერაციამ კადიევის ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა. მას დაღესტნელი მაღალჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რასაც ბრალდებული უარყოფს.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ კადიევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს, მისი რუსეთში ექსტრადირება აღარ მოხდება. კადიევმა ეს სტატუსი მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს...

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მიკაილ კადიევთან: - საქართველოში ჩამოსვლამდე 1 წელი თურქეთში ვცხოვრობდი, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო იქ ცხოვრება გამიჭირდა. ოჯახიც ხშირად ვერ ახერხებდა ჩემთან ჩამოსვლას, ამიტომაც მივაშურე აზერბაიჯანს. ჩემი ძმებისა და მეგობრებისგან გაგონილი მქონდა, რომ ქართველები ნორმალურად ეპყრობიან მუსლიმებს, თანაც საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა... მოკლედ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოვედი და ვცხოვრობდი მანამ, სანამ მოვიდოდა ხელისუფლება, რომელმაც ლამის ტერორისტად გამომაცხადა. საქართველოში აზერბაიჯანიდან ოფიციალურად, კანონიერი გზით შემოვედი. დაპატიმრებამდე თბილისში, კავსაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი.

- სამშობლოში რას საქმიანობდით?

- დაღესტანში საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ვმუშაობდი, ვიყავი მე-10 კატეგორიის მაშველი. ერთ-ერთი ფონდის ორგანიზატორიც გახლდით, რომელიც გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარებოდა და იცავდა მუსლიმების უფლებებს რუსეთში. ვაწყობდით მიტინგებს ციხეებში მუსლიმების წამების, ასევე კავკასიაში მათი უკანონო დევნისა და მკვლელობების წინააღმდეგ.

- თბილისში ექსპრეზიდენტის მფრინავ ზაურ ქორთოშიძის ბინაში ცხოვრობდით...

- ზაურის მამა წარმოშობით დაღესტნელია, დედა ქართველი ჰყავს. ის ნათესავებმა გამაცნეს და ერთხანს მის მშობლებთან ვცხოვრობდი თელავში, შემდეგ კი - თბილისში, მის ბინაში გადმოვედი. ეს კაცი რუსეთის წინააღმდეგ ორი ომის მონაწილეა. ის ჩემთვის გმირია.

- როგორ მოხვდა თქვენი და რიზვან ომაროვის საცხოვრებელ ბინაში იარაღი, რომლის შეძენა-შენახვისთვისაც ორი წელი მოგისაჯეს?

- ბინაში არც იარაღი მქონდა და არც ყუმბარმტყორცნები, ისინი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამიდეს.

ჩხრეკამდე ჩემს ბინაში იყვნენ ზაურ ქორთოშიძე, მისი ვაჟი თორნიკე და მათი მძღოლი. ისინი იმის უფლებას მომცემდნენ, რომ იქ იარაღი შემენახა?

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ