პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებში არსენ იაცენუკის პარტია დაწინაურდა
უკრაინის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებში არსენ იაცენუკის პარტია დაწინაურდა

უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უმაღ­ლე­სი რა­დას ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ში არ­სენ ია­ცე­ნუ­კის პარ­ტია "სა­ხალ­ხო ფრონ­ტი" 21,69%-ით და­წი­ნა­ურ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 7 სა­ა­თის­თვის ხმე­ბის 20,15%-ია დათ­ვლი­ლი.

უკ­რა­ი­ნის ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ხალ­ხო ფრონტს" მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩე­ბა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ბლო­კი - 21,63%-ით, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის 10,55% აქვს პარ­ტია "სა­მო­პო­მოჩს", ოპო­ზი­ცი­ურ ბლოკს - 9,62%, "რა­დი­კა­ლურ პარ­ტი­ას" - 7,64%, პარ­ტია "ბატ­კივშჩი­ნას" - 5,87%, "სვო­ბო­დას" - 4,59%, "კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას" - 3,90%, "ძლი­ერ უკ­რა­ი­ნას" - 3,13%, "სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ას" - 3,12%, "მე­მარ­ჯვე­ნე სექ­ტორს" - 1,79%.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ეგ­ზიტ­პო­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ბლო­კი ლი­დე­რობს - 23%-ით, "სა­ხალ­ხო ფრონტს" კი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 21,3%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 52,42% შე­ად­გი­ნა.

უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია 10 ნო­ემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­დებს. უკ­რა­ი­ნა­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

უკრაინის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებში არსენ იაცენუკის პარტია დაწინაურდა

უკრაინის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებში არსენ იაცენუკის პარტია დაწინაურდა

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში არსენ იაცენუკის პარტია "სახალხო ფრონტი" 21,69%-ით დაწინაურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 7 საათისთვის ხმების 20,15%-ია დათვლილი.

უკრაინის ცესკოს ინფორმაციით, "სახალხო ფრონტს" მცირედით ჩამორჩება ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბლოკი - 21,63%-ით, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10,55% აქვს პარტია "სამოპომოჩს", ოპოზიციურ ბლოკს - 9,62%, "რადიკალურ პარტიას" - 7,64%, პარტია "ბატკივშჩინას" - 5,87%, "სვობოდას" - 4,59%, "კომუნისტურ პარტიას" - 3,90%, "ძლიერ უკრაინას" - 3,13%, "სამოქალაქო პოზიციას" - 3,12%, "მემარჯვენე სექტორს" - 1,79%.

უკრაინული მედიის ცნობით, ეგზიტპოლის მონაცემებით, არჩევნებში პეტრო პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს - 23%-ით, "სახალხო ფრონტს" კი არჩევნებში მონაწილეთა 21,3%-მა დაუჭირა მხარი. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 52,42% შეადგინა.

უკრაინაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს. უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა