საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ - ქართული, ამერიკული და ევროპული კინოშედევრები
20 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ - ქართული, ამერიკული და ევროპული კინოშედევრები

ეს ფილ­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ; ზო­გი­ერ­თი და­გა­ფიქ­რებთ, ზოგი გა­გა­ცი­ნებთ, გა­გარ­თობთ, ზო­გიც და­გა­ნაღ­ვლი­ა­ნებთ... მაგ­რამ ყვე­ლა გა­ზი­ა­რებთ იმ მშვე­ნი­ერ სამ­ყა­როს, რო­მელ­საც კინო ჰქვია.

ქარ­თუ­ლი კინო

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვი­წყებთ ჩვე­ნი ფილ­მე­ბით, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს კი­ნო­შე­დევ­რებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

1. ნატ­ვრის ხე

"ნატ­ვრის ხე" უდა­ვოდ მსოფ­ლი­ოს კი­ნო­შე­დევ­რია და არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი კი­ნოს კლა­სი­კა, რო­გორც ბევ­რმა აღი­ა­რა. ეს სუ­რა­თი თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ 1976 წელს გა­და­ი­ღო გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის მო­თხრო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლი და თა­ვად თენ­გიზ აბუ­ლა­ძე იყ­ვნენ. ფილ­მი კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" გა­და­ი­ღეს.

"ნატ­ვრის ხე" ტრი­ლო­გი­ის ნა­წი­ლია. ტრი­ლო­გი­ის ფილ­მე­ბია თენ­გიზ აბუ­ლა­ძის კი­დევ ორი შე­დევ­რი "ვედ­რე­ბა" და "მო­ნა­ნი­ე­ბა".

2. ჯა­რის­კა­ცის მამა

"ჯა­რის­კა­ცის მამა" რეზო ჩხე­ი­ძის კი­ნო­შე­დევ­რია. ის რე­ჟი­სორ­მა 1964 წელს გა­და­ი­ღო სუ­ლი­კო ჟღენ­ტის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით. ფილმში მთა­ვარ როლს თა­მა­შობს ყვე­ლა დრო­ის ერ­თერ­თი უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე.

ფილ­მის ზო­გი­ერ­თი სცე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რია. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი კი კა­ხე­ლი გლე­ხი­სა და ვა­ზის ურ­თი­ერ­თო­ბის ეპი­ზო­დია.

3. არ და­ი­დარ­დო!

"არ და­ი­დარ­დო!" 1969 წელს რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ გა­და­ი­ღო რეზო გაბ­რი­ა­ძის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით. მუ­სი­კა კი, ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი ქარ­თუ­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი კი­ნო­სუ­რა­თი­სა, გია ყან­ჩელ­მა და­წე­რა.

4. ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი

"სა­ი­დან შე­გა­ქა­ნათ, მარ­ცხნი­დან თუ მარ­ჯვნი­დან?" "გა­ი­ტა­ნეთ გრენ­ლან­დია!" "გივი, ჩვენ ვართ, გივი!" "მე ტან­კის­ტი ვი­ყა­ვი ომამ­დე..." ეს და კი­დევ ბევ­რი ფრა­ზა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას მიერ 1983 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი­დან დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია, ისე­ვე, რო­გორც ფილ­მი და მას­ში წა­მოჭ­რი­ლი თე­მე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა, უსას­რუ­ლო ერ­თფე­როვ­ნე­ბა, კონ­ფორ­მიზ­მი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კრი­ზი­სი, ერთი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ამ­ბე­ბი კი დღემ­დე იზი­დავს მა­ყუ­რე­ბელს.

სცე­ნა­რის ავ­ტო­რია რეზო ჭე­იშ­ვი­ლი, დამ­დგმე­ლი ოპე­რა­ტო­რი ლე­ვან პა­ა­ტაშ­ვი­ლი. ფილმში ჟღერს გია ყან­ჩე­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

20 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ - ქართული, ამერიკული და ევროპული კინოშედევრები

20 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ - ქართული, ამერიკული და ევროპული კინოშედევრები

ეს ფილმები აუცილებლად უნდა ნახოთ; ზოგიერთი დაგაფიქრებთ, ზოგი გაგაცინებთ, გაგართობთ, ზოგიც დაგანაღვლიანებთ... მაგრამ ყველა გაზიარებთ იმ მშვენიერ სამყაროს, რომელსაც კინო ჰქვია.

ქართული კინო

რასაკვირველია, ვიწყებთ ჩვენი ფილმებით, რომლებიც მსოფლიოს კინოშედევრებს არ ჩამოუვარდება.

1. ნატვრის ხე

"ნატვრის ხე" უდავოდ მსოფლიოს კინოშედევრია და არა მხოლოდ ქართული კინოს კლასიკა, როგორც ბევრმა აღიარა. ეს სურათი თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. სცენარის ავტორები რევაზ ინანიშვილი და თავად თენგიზ აბულაძე იყვნენ. ფილმი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გადაიღეს.

"ნატვრის ხე" ტრილოგიის ნაწილია. ტრილოგიის ფილმებია თენგიზ აბულაძის კიდევ ორი შედევრი "ვედრება" და "მონანიება".

2. ჯარისკაცის მამა

"ჯარისკაცის მამა" რეზო ჩხეიძის კინოშედევრია. ის რეჟისორმა 1964 წელს გადაიღო სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით. ფილმში მთავარ როლს თამაშობს ყველა დროის ერთერთი უდიდესი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე.

ფილმის ზოგიერთი სცენა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ემოციურია. ყველაზე შთამბეჭდავი კი კახელი გლეხისა და ვაზის ურთიერთობის ეპიზოდია.

3. არ დაიდარდო!

"არ დაიდარდო!" 1969 წელს რეჟისორმა გიორგი დანელიამ გადაიღო რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით. მუსიკა კი, ისევე, როგორც ბევრი ქართული გენიალური კინოსურათისა, გია ყანჩელმა დაწერა.

4. ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი

"საიდან შეგაქანათ, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან?" "გაიტანეთ გრენლანდია!" "გივი, ჩვენ ვართ, გივი!" "მე ტანკისტი ვიყავი ომამდე..." ეს და კიდევ ბევრი ფრაზა ელდარ შენგელაიას მიერ 1983 წელს გადაღებული ფილმიდან დღესაც პოპულარულია, ისევე, როგორც ფილმი და მასში წამოჭრილი თემები სამსახურებრივი გულგრილობა, უსასრულო ერთფეროვნება, კონფორმიზმი, შემოქმედებითი კრიზისი, ერთი გამომცემლობის ყოველდღიური ამბები კი დღემდე იზიდავს მაყურებელს.

სცენარის ავტორია რეზო ჭეიშვილი, დამდგმელი ოპერატორი ლევან პაატაშვილი. ფილმში ჟღერს გია ყანჩელის შესანიშნავი მუსიკა.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება