მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ჰელოუინის კოსტიუმებში (+ ფოტო)
შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ჰელოუინის კოსტიუმებში (+ ფოტო)

მსოფ­ლიო შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვებ­მა ჰე­ლო­უ­ი­ნის დღე­სას­წა­უ­ლი აღ­ნიშ­ნეს. მათი კოს­ტი­უ­მე­ბის მთა­ვა­რი თემა "უწ­მინ­დუ­რი ძა­ლე­ბი" იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ვარ­სკვლა­ვე­ბიც ვამ­პი­რე­ბის, ზომ­ბე­ბის, "მკვდა­რი პა­ტარ­ძლე­ბის", ჩონ­ჩხე­ბი­სა და ბნე­ლე­თის მო­ცი­ქუ­ლე­ბის კოს­ტი­უ­მებ­ში მო­ევ­ლი­ნენ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს. მათი გა­მოს­ვლა ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში გა­მარ­თულ სა­ღა­მო­ზე შედ­გა.

სინ­დი კრო­უ­ფორდმა და მის­მა მე­უღ­ლემ, რენ­დი ჰერ­ბერ­მა გო­თი­კუ­რი სტი­ლი აირ­ჩი­ეს და მომ­ღე­რა­ლი შერი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­ნა­სა­ხი­ე­რეს. სინ­დიმ შავი პა­რი­კი და შე­სა­ფე­რი­სი მა­კი­ა­ჟი მო­ირ­გო, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა შე­რის იმიჯს მო­გა­გო­ნებ­დათ.

მი­შელ ტრახ­ტენ­ბერ­გმა ამ დღის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი სის­ხლი­ა­ნი იმი­ჯი შე­არ­ჩია. შავი კა­ბი­თა და სა­ხე­ზე სის­ხლის კვა­ლით სტუმ­რებ­ზე და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

მომ­ღე­რალ­მა ჰი­ლა­რი დაფ­მა კე­თი­ლი ძა­ლე­ბის მხა­რე აირ­ჩია და ფე­რი­ას კოს­ტი­უმ­ში გა­მო­ე­წყო.

კე­თი­ლი ძა­ლე­ბის გავ­ლე­ნა პე­რის ჰილ­ტონ­საც გა­და­ე­დო, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბა­ზე მინი მა­უ­სის კოს­ტი­უმ­ში მი­ვი­და. მარ­თა­ლია ამ პერ­სო­ნა­ჟის­თვის მე­ტის­მე­ტად სექ­სუ­ა­ლუ­რად ეცვა, სა­მა­გი­ე­როდ, გვერდს მიკი მა­უ­სი უმ­შვე­ნებ­და.

ფეხ­მძი­მე მსა­ხი­ობ­მა მოლი სიმსმა აღ­მო­სავ­ლე­ლი მო­ცეკ­ვე­ვის იმი­ჯი შე­არ­ჩია. თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი ასე­თი­ვე კაშ­კა­შა ფე­რის პა­რი­კით და­აგ­ვირ­გვი­ნა, წელ­ზე კი მო­ნე­ტე­ბი­ა­ნი ქა­მა­რი მო­იხ­ვია.

იტა­ლი­ე­ლი მო­დე­ლი ელი­ზა­ბეტ კა­ნა­ლი­სი კან­ზა­სელ დო­რო­თიდ გა­და­იქ­ცა. თეთ­რი ბაფ­თე­ბი­თა და კი­კი­ნე­ბით დამ­შვე­ნე­ბულს ჩან­თა­ში სა­თა­მა­შო ძაღ­ლი ტოტო ჩა­ეს­ვა. ძაღ­ლის "გა­დი­დე­ბუ­ლი" ვა­რი­ან­ტიც თან ახ­ლდა. ეს მისი მე­უღ­ლე ბრა­ი­ან პერი იყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ჰელოუინის კოსტიუმებში (+ ფოტო)

შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ჰელოუინის კოსტიუმებში (+ ფოტო)

მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს. მათი კოსტიუმების მთავარი თემა "უწმინდური ძალები" იყო. შესაბამისად, ვარსკვლავებიც ვამპირების, ზომბების, "მკვდარი პატარძლების", ჩონჩხებისა და ბნელეთის მოციქულების კოსტიუმებში მოევლინენ თაყვანისმცემლებს. მათი გამოსვლა ბევერლი ჰილზში გამართულ საღამოზე შედგა.

სინდი კროუფორდმა და მისმა მეუღლემ, რენდი ჰერბერმა გოთიკური სტილი აირჩიეს და მომღერალი შერი მეუღლესთან ერთად განასახიერეს. სინდიმ შავი პარიკი და შესაფერისი მაკიაჟი მოირგო, რომელიც ახალგაზრდა შერის იმიჯს მოგაგონებდათ.

მიშელ ტრახტენბერგმა ამ დღისთვის ტრადიციული სისხლიანი იმიჯი შეარჩია. შავი კაბითა და სახეზე სისხლის კვალით სტუმრებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

მომღერალმა ჰილარი დაფმა კეთილი ძალების მხარე აირჩია და ფერიას კოსტიუმში გამოეწყო.

კეთილი ძალების გავლენა პერის ჰილტონსაც გადაედო, რომელიც წვეულებაზე მინი მაუსის კოსტიუმში მივიდა. მართალია ამ პერსონაჟისთვის მეტისმეტად სექსუალურად ეცვა, სამაგიეროდ, გვერდს მიკი მაუსი უმშვენებდა.

ფეხმძიმე მსახიობმა მოლი სიმსმა აღმოსავლელი მოცეკვევის იმიჯი შეარჩია. თავისი არჩევანი ასეთივე კაშკაშა ფერის პარიკით დააგვირგვინა, წელზე კი მონეტებიანი ქამარი მოიხვია.

იტალიელი მოდელი ელიზაბეტ კანალისი კანზასელ დოროთიდ გადაიქცა. თეთრი ბაფთებითა და კიკინებით დამშვენებულს ჩანთაში სათამაშო ძაღლი ტოტო ჩაესვა. ძაღლის "გადიდებული" ვარიანტიც თან ახლდა. ეს მისი მეუღლე ბრაიან პერი იყო.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება