პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვწყინს, როცა ჟიური ჩვენს ქორეოგრაფიაში ქექვას იწყებს" - როგორ მომწიფდა უკრაინელი ქორეოგრაფებისა და ჩერტკოევის დაპირისპირება
"გვწყინს, როცა ჟიური ჩვენს ქორეოგრაფიაში ქექვას იწყებს" - როგორ მომწიფდა უკრაინელი ქორეოგრაფებისა და ჩერტკოევის დაპირისპირება

დიმა დი­კუ­სა­რი და ალი­ო­ნა შოპ­ტენ­კო უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­ექ­ტით გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი - ამ შო­უ­ზე რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი მუ­შა­ობ­დნენ და არა­ერთ ქარ­თველს ას­წავ­ლეს სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი. მად­ლი­ე­რიც ბევ­რი ჰყავ­დათ, მაგ­რამ რო­გორც გა­ირ­კვა, მათ ცოტა ხნის წინ პრო­ექ­ტი და­ტო­ვეს, რად­გან შე­ლა­პა­რა­კე­ბა გოჩა ჩერ­ტკო­ებ­თან მო­უხ­დათ. მოკ­ლედ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ე­ჯახ­ნენ...

მე კი ამ ორ ადა­მი­ან­თან რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მახ­სენ­და, სა­დაც ისი­ნი პრო­ექ­ტის კუ­ლი­სებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გორ რე­ა­გი­რებ­დნენ ისი­ნი ჩერ­ტკო­ე­ვის კო­მენ­ტა­რებ­ზე...

ალი­ო­ნა:

- ეს პრო­ექ­ტი პოსტსაბ­ჭო­თა სივრ­ცეში პირ­ვე­ლად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, 2006 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­ო­ცა­რი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. მა­შინ მე და ჩემ­მა მე­წყვი­ლემ გა­ვი­მარ­ჯვეთ. ჩვენ 700 ათას­მა ადა­მი­ან­მა დაგ­ვი­მე­სი­ჯა... მე და დიმა სპორ­ტსმე­ნე­ბი ვართ და სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის ტურ­ნი­რებ­ში ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად ვას­პა­რე­ზობ­დით.

10 ცეკ­ვა­ში უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლა­ვართ, ასე­ვე - სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტის ოს­ტა­ტი, ამე­რი­კულ ცეკ­ვებ­შიც (10 ცეკ­ვა) მი­ღე­ბუ­ლი მაქვს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის წო­დე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში 16 პრო­ექ­ტი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

- ორი­ვე კი­ე­ვე­ლი ხართ?

- კი, მაგ­რამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი 4 თვე, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით, მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გვი­წევს. ამა­ვე პრო­ექ­ტზე მოს­კოვ­შიც ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლე­ბი. ბოლო სამი წე­ლი­წა­დია, თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობთ. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმა­ვე მი­სი­ით, ყა­ზა­ხეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბით. წელს, ვიდ­რე აქ ჩა­მო­ვი­დო­დით, ალმა-ათა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. იმა­ზეც კი ვფიქ­რობ­დით: ერთი ალმა-ათა­ში წა­ვი­დეს, მე­ო­რე - თბი­ლის­ში-თქო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე და დიმა ცოტა ხნის წინ დავ­ქორ­წინ­დით, გა­დავ­წყვი­ტეთ, თაფ­ლო­ბის­თვე სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა.

დიმა:

- აქ ამ­დენ ხანს იმი­ტომ დავ­რჩით, რომ მოგ­ვწონს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, წყა­ლი და სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა. თუმ­ცა, აქ მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია.

- რა­ტომ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი ბაზა, რომ პრო­ექ­ტის­თვის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გა­კეთ­დეს. იქ­ნებ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ხერ­ხდეს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის შეს­ყიდ­ვა.

მე­სა­მე სე­ზო­ნი ჩვენ­თვის რა­ტომ­ღაც, რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ყვე­ლა ვარ­სკვლავ­თან ვერ ხერ­ხდე­ბა. ზო­გი­ერ­თი არ გვენ­დო­ბა და საქ­მეს ეს გვირ­თუ­ლებს. ვცდი­ლობთ, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვა­ჯე­როთ, რომ მათი ამ­ბი­ცი­ე­ბი უად­გი­ლოა, რა­საც შემ­დეგ კა­მა­თიც მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. რა თქმა უნდა, გვი­წევს დათ­მო­ბა­ზე წას­ვლაც, რაც ძა­ლი­ან არ მოგ­ვწონს. ასე რომ, კუ­ლი­სებ­ში უფრო მე­ტად "ცხე­ლა", ვიდ­რე "პარ­კეტ­ზე".

ალი­ო­ნა:

- ცოტა უხერ­ხუ­ლია გა­მუდ­მე­ბით იმის მტკი­ცე­ბა, რომ გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და უნდა მოგ­ვენ­დონ. 7 წე­ლია, პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ და აქ პირ­ვე­ლად შე­ვე­ჯა­ხე ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ას, როცა ხალ­ხი უც­ნა­უ­რად წარ­მო­ად­გენს სა­კუ­თარ თავს. არა­და, გვიყ­ვარს ჩვე­ნი საქ­მე.

დიმა:

- ყვე­ლა­ფერს იმის­თვის და ისე ვა­კე­თებთ, რომ გვინ­და, სა­ინ­ტე­რე­სო, ფე­რა­დი შოუ გა­მო­ვი­დეს. თუ რა­ი­მე არ გა­მო­დის ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, ამა­ში უპირ­ვე­ლე­სად, სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ. წყვი­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნო­მე­რი მა­ყუ­რე­ბელს უნდა მო­ე­წო­ნოს... გული მწყდე­ბა იმა­ზეც, რომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს შე­ნიშ­ვნებს აძ­ლე­ვენ, რაც არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი. შო­უ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვარ­სკვლა­ვის ცეკ­ვა შე­ფას­დეს და არა - მო­ცეკ­ვა­ვის. ისიც მე­უ­ცხო­ე­ბა, როცა ისი­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ში ქექ­ვას იწყე­ბენ...

- და­გე­თან­ხმე­ბით, ჟი­უ­რის ტრი­ბუ­ნი­დან გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის მხრი­დან ხში­რად ის­მის კი­თხვა, - რა­ტომ მოგ­ცეს და შე­გირ­ჩი­ეს ასე­თი ცეკ­ვა ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა?

ალი­ო­ნა:

- ჰოდა, ეს არას­წო­რია! სა­ო­ცა­რია ისიც, რომ ისი­ნი ყო­ვე­ლი ნომ­რის შემ­დეგ აბ­სურ­დულ გან­მარ­ტე­ბებს აკე­თე­ბენ. მათ ავი­წყდე­ბათ, რომ ჩვენ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ვმუ­შა­ობთ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის შე­ფა­სე­ბაა! ზოგ­ჯერ რა­ღა­ცე­ბი მარ­თლა არ გა­მო­დის, მაგ­რამ ეს ხომ ხე­ლოვ­ნე­ბაა?!

დიმა:

- რო­დე­საც ამა თუ იმ კომ­პო­ზი­ცი­ას ვამ­ზა­დებთ, არას­დროს ვი­ცით, ბო­ლოს რა გა­მო­ვა, რო­გორ გა­არ­თმევს თავს ვარ­სკვლა­ვი და­კის­რე­ბულ მი­სი­ას, მაგ­რამ მათი პლას­ტი­კის მი­ხედ­ვით, რა­ღა­ცებს წი­ნას­წარ ვხვდე­ბით.

- ცეკ­ვე­ბის ათ­ვი­სე­ბი­სას რო­გო­რე­ბი არი­ან ჩვე­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბი?

- ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ნი­ჭი­ე­რია, თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­დით... ჩვენს შო­უ­ში დიდი ტა­ლან­ტის მქო­ნე და თა­ვი­სე­ბუ­რი ვარ­სკვა­ლე­ბი არი­ან. მეს­მის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამა­ყობს თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, ყვე­ლა­ფერ­ზე ემო­ცი­უ­რად რე­ა­გი­რებს - ეს თქვე­ნი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხია, რო­მე­ლიც სხვე­ბის­გან გა­მო­გარ­ჩევთ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად, ამ ყვე­ლაფ­რის გამო მუ­შა­ო­ბა­ში ცოტა არ იყოს, ხელი შეგ­ვე­შა­ლა... არ ვართ კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, უმე­ტე­სად - მშვიდ გა­რე­მო­ში ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ ხან­და­ხან ხმის აწე­ვა და ცოტა უხე­შო­ბაც გვი­წევს.

ალი­ო­ნა:

- არა­და, მსგავ­სი რამ არც ერთს არ გვა­ხა­სი­ა­თებს. რას ვი­ზამთ, "ვარ­სკვლა­ვურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან" შე­ჯა­ხე­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა... სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, აქ მე­ტად ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხია.

- ალ­ბათ ამი­ტო­მაც აქვთ ამ­ბი­ცია...

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მხო­ლოდ ნიჭი არ კმა­რა. ბრი­ლი­ან­ტის ქვას თუ არ და­ა­მუ­შა­ვებ, ვერ იბრწყი­ნებს. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა ბევ­რი შრო­მა!

- დიდი ხა­ნია, რაც თქვე­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტან­დე­მი არ­სე­ბობს?

დიმა:

- 2006 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლა პრო­ექ­ტზე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ყვე­ლა ეტა­პი ერ­თად გა­ვი­ა­რეთ: თა­ვი­დან კონ­კუ­რენ­ტე­ბი გახ­ლდით, მერე სა­ერ­თო ბიზ­ნეს­ში კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი გავ­ხდით, ჩვე­ნი სა­ბა­ლე­ტო ჯგუ­ფი - "კიჩი" შევ­ქმე­ნით, რომ­ლი­თაც მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რეთ. ახლა პა­ტა­რა ტაიმ-აუტი გვაქვს... აქ ჩვენ­თან ერ­თად, მე­სა­მე ქო­რე­ოგ­რა­ფი - სა­შაც არის და პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­მი­ვე ერ­თად ვმუ­შა­ობთ, ერთი გუნ­დი ვართ. ერ­თმა­ნეთს კარ­გად შე­ვე­წყვეთ, ვმე­გობ­რობთ. ჩვე­ნი გუნ­დი ერ­თი­ა­ნია და მუ­შა­ო­ბი­სას თავს არ ვზო­გავთ.

- ჯვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წე­რეთ.

ალი­ო­ნა:

- ჯვრის­წე­რა აქ გა­დავ­წყვი­ტეთ, რად­გა­ნაც ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა უკ­რა­ი­ნა­ზე ადრე გავ­რცელ­და. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა პას­პორ­ტში მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შტამ­პი არ არის, ცოტა უფრო მე­ტია. მე და დიმა მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ და გვინ­დო­და, ჯვა­რი ისეთ ად­გი­ლას დაგ­ვე­წე­რა, რო­მელ­საც სუ­ლი­ე­რად დიდი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბო­და და ამა­ვე დროს, სა­ინ­ტე­რე­სოც იქ­ნე­ბო­და.

დიმა:

- ეს სურ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის, ვა­ნი­კო ჭე­ლი­ძის დახ­მა­რე­ბით ავის­რუ­ლეთ. ხომ იცით, ვა­ნი­კო "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" დე­კო­რა­ტო­რია.

ალი­ო­ნა:

- ის ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­ცა­ნით და იმ დო­ნე­ზე დავ­მე­გობ­რდით, რომ ადა­მი­ან­მა ჩვენ­თვის ქორ­წი­ლის მო­წყო­ბა გა­და­წყვი­ტა. მისი მად­ლი­ე­რე­ბი ვართ.

დიმა:

- რომ არა ვა­ნი­კო, შოუ ასე­თი ლა­მა­ზი და მიმ­ზიდ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ნა­ირ დე­კო­რა­ცი­ას ის ქმნის. სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბამ ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გაგ­ვაც­ნო და გვა­ჩუ­ქა. მათ­თან მუ­შა­ო­ბაც სა­სი­ა­მოვ­ნოა და ურ­თი­ერ­თო­ბაც.

უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, პრი­ა­ლა ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე ჩვე­ნი ქორ­წი­ლის ფოტო და­ი­ბეჭ­და. ფოტო ყაზ­ბე­გის მწვერ­ვა­ლის ფონ­ზე გახ­ლდათ გა­და­ღე­ბუ­ლი (ჯვა­რი გერ­გე­ტის სა­მე­ბა­ში და­ი­წე­რეს. - ავტ.) და უჩ­ვე­უ­ლოდ ლა­მა­ზი იყო... ამ სუ­რა­თის ნახ­ვის შემ­დეგ ბევრ ჩვენს მე­გო­ბარს გა­უჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი და ჩა­მო­ვიდ­ნენ კი­დეც. თბი­ლი­სის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა ყაზ­ბეგ­ში მი­დის. ჰოდა, ახლა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მეხ­ვე­წე­ბა: ყაზ­ბეგ­ში ჯვრის­წე­რი­სა და ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და­მეხ­მა­რეო... მოკ­ლედ, ჩვე­ნი მხრი­დან ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ში პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლო ამას იმ­სა­ხუ­რებს, რად­გა­ნაც აქ ისე­თი ბუ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა ნა­ხოს. სა­ნა­ხა­ვი კი მარ­თლაც, ბევ­რია!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: სკან­და­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" - ჩერ­ტკო­ევ­თან ჩხუ­ბის გამო პრო­ექ­ტი მთა­ვარ­მა ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა დატო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გვწყინს, როცა ჟიური ჩვენს ქორეოგრაფიაში ქექვას იწყებს" - როგორ მომწიფდა უკრაინელი ქორეოგრაფებისა და ჩერტკოევის დაპირისპირება

"გვწყინს, როცა ჟიური ჩვენს ქორეოგრაფიაში ქექვას იწყებს" - როგორ მომწიფდა უკრაინელი ქორეოგრაფებისა და ჩერტკოევის დაპირისპირება

დიმა დიკუსარი და ალიონა შოპტენკო უკრაინაში წარმატებული ქორეოგრაფები არიან, რომლებიც საქართველოში "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტით გაითქვეს სახელი - ამ შოუზე რამდენიმე სეზონი მუშაობდნენ და არაერთ ქართველს ასწავლეს სამეჯლისო ცეკვები. მადლიერიც ბევრი ჰყავდათ, მაგრამ როგორც გაირკვა, მათ ცოტა ხნის წინ პროექტი დატოვეს, რადგან შელაპარაკება გოჩა ჩერტკოებთან მოუხდათ. მოკლედ, პროფესიონალები ერთმანეთს დაეჯახნენ...

მე კი ამ ორ ადამიანთან რამდენიმე თვის წინ ჩაწერილი ინტერვიუ გამახსენდა, სადაც ისინი პროექტის კულისებზე გულახდილად ლაპარაკობდნენ, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ რეაგირებდნენ ისინი ჩერტკოევის კომენტარებზე...

ალიონა:

- ეს პროექტი პოსტსაბჭოთა სივრ­ცეში პირველად ჩვენს ქვეყანაში, 2006 წელს განხორციელდა და საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ მე და ჩემმა მეწყვილემ გავიმარჯვეთ. ჩვენ 700 ათასმა ადამიანმა დაგვიმესიჯა... მე და დიმა სპორტსმენები ვართ და სამეჯლისო ცეკვების ტურნირებში ყოველთვის აქტიურად ვასპარეზობდით.

10 ცეკვაში უკრაინის ჩემპიონი გახლავართ, ასევე - საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ამერიკულ ცეკვებშიც (10 ცეკვა) მიღებული მაქვს მსოფლიოს ჩემპიონის წოდება, უკრაინაში 16 პროექტი მაქვს გაკეთებული.

- ორივე კიეველი ხართ?

- კი, მაგრამ წლის განმავლობაში მთელი 4 თვე, ჩვენი პროფესიის წყალობით, მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევს. ამავე პროექტზე მოსკოვშიც ვიყავით მიწვეულები. ბოლო სამი წელიწადია, თბილისში ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში იმავე მისიით, ყაზახეთში გავემგზავრებით. წელს, ვიდრე აქ ჩამოვიდოდით, ალმა-ათაში უნდა წავსულიყავით. იმაზეც კი ვფიქრობდით: ერთი ალმა-ათაში წავიდეს, მეორე - თბილისში-თქო, მაგრამ ვინაიდან მე და დიმა ცოტა ხნის წინ დავქორ­წინდით, გადავწყვიტეთ, თაფლობისთვე საქართველოში გაგვეტარებინა.

დიმა:

- აქ ამდენ ხანს იმიტომ დავრჩით, რომ მოგვწონს ქართული ღვინო, წყალი და საერთოდ, საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. თუმცა, აქ მუშაობა რთულია.

- რატომ?

- საქართველოში არ არის სათანადო ტექნიკური ბაზა, რომ პროექტისთვის ბევრი საინტერესო რამ გაკეთდეს. იქნებ უახლოეს მომავალში რაღაცნაირად მოხერხდეს შესაბამისი ტექნიკის შესყიდვა.

მესამე სეზონი ჩვენთვის რატომღაც, რთული აღმოჩნდა. საერთო ენის გამონახვა ყველა ვარსკვლავთან ვერ ხერხდება. ზოგიერთი არ გვენდობა და საქმეს ეს გვირთულებს. ვცდილობთ, ასეთი ადამიანები დავაჯეროთ, რომ მათი ამბიციები უადგილოა, რასაც შემდეგ კამათიც მოჰყვება ხოლმე. რა თქმა უნდა, გვიწევს დათმობაზე წასვლაც, რაც ძალიან არ მოგვწონს. ასე რომ, კულისებში უფრო მეტად "ცხელა", ვიდრე "პარკეტზე".

ალიონა:

- ცოტა უხერხულია გამუდმებით იმის მტკიცება, რომ გამოცდილი ადამიანები ვართ და უნდა მოგვენდონ. 7 წელია, პროექტებზე ვმუშაობ და აქ პირველად შევეჯახე ისეთ სიტუაციას, როცა ხალხი უცნაურად წარმოადგენს საკუთარ თავს. არადა, გვიყვარს ჩვენი საქმე.

დიმა:

- ყველაფერს იმისთვის და ისე ვაკეთებთ, რომ გვინდა, საინტერესო, ფერადი შოუ გამოვიდეს. თუ რაიმე არ გამოდის ისე, როგორც საჭიროა, ამაში უპირველესად, საკუთარ თავს ვადანაშაულებთ. წყვილის მიერ მომზადებული ნომერი მაყურებელს უნდა მოეწონოს... გული მწყდება იმაზეც, რომ ჟიურის წევრები მოცეკვავეებს შენიშვნებს აძლევენ, რაც არ არის გამართლებული. შოუში მნიშვნელოვანია, ვარსკვლავის ცეკვა შეფასდეს და არა - მოცეკვავის. ისიც მეუცხოება, როცა ისინი ქორეოგრაფიაში ქექვას იწყებენ...

- დაგეთანხმებით, ჟიურის ტრიბუნიდან გოჩა ჩერტკოევის მხრიდან ხშირად ისმის კითხვა, - რატომ მოგცეს და შეგირჩიეს ასეთი ცეკვა ქორეოგრაფებმა?

ალიონა:

- ჰოდა, ეს არასწორია! საოცარია ისიც, რომ ისინი ყოველი ნომრის შემდეგ აბსურდულ განმარტებებს აკეთებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის ვმუშაობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხალხის შეფასებაა! ზოგჯერ რაღაცები მართლა არ გამოდის, მაგრამ ეს ხომ ხელოვნებაა?!

დიმა:

- როდესაც ამა თუ იმ კომპოზიციას ვამზადებთ, არასდროს ვიცით, ბოლოს რა გამოვა, როგორ გაართმევს თავს ვარსკვლავი დაკისრებულ მისიას, მაგრამ მათი პლასტიკის მიხედვით, რაღაცებს წინასწარ ვხვდებით.

- ცეკვების ათვისებისას როგორები არიან ჩვენი ვარსკვლავები?

- ნიჭიერები არიან. ზოგადად, ქართველი ხალხი ნიჭიერია, თქვენ ყველაფერი გამოგდით... ჩვენს შოუში დიდი ტალანტის მქონე და თავისებური ვარსკვალები არიან. მესმის, რომ ქართველი ხალხი ამაყობს თავისი ხასიათით, ყველაფერზე ემოციურად რეაგირებს - ეს თქვენი სახასიათო შტრიხია, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ, მაგრამ ამჯერად, ამ ყველაფრის გამო მუშაობაში ცოტა არ იყოს, ხელი შეგვეშალა... არ ვართ კონფლიქტური ადამიანები, უმეტესად - მშვიდ გარემოში ვმუშაობთ, მაგრამ ხანდახან ხმის აწევა და ცოტა უხეშობაც გვიწევს.

ალიონა:

- არადა, მსგავსი რამ არც ერთს არ გვახასიათებს. რას ვიზამთ, "ვარსკვლავურ დაავადებებთან" შეჯახება არასასიამოვნოა... სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ მეტად ნიჭიერი ხალხია.

- ალბათ ამიტომაც აქვთ ამბიცია...

- გასაგებია, მაგრამ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. ბრილიანტის ქვას თუ არ დაამუშავებ, ვერ იბრწყინებს. მიზნის მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა!

- დიდი ხანია, რაც თქვენი ქორეოგრაფიული ტანდემი არსებობს?

დიმა:

- 2006 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პროექტზე ერთად ვმუშაობდით, ყველა ეტაპი ერთად გავიარეთ: თავიდან კონკურენტები გახლდით, მერე საერთო ბიზნესში კომპანიონები გავხდით, ჩვენი საბალეტო ჯგუფი - "კიჩი" შევქმენით, რომლითაც მსოფლიო მოვიარეთ. ახლა პატარა ტაიმ-აუტი გვაქვს... აქ ჩვენთან ერთად, მესამე ქორეოგრაფი - საშაც არის და პრაქტიკულად, სამივე ერთად ვმუშაობთ, ერთი გუნდი ვართ. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, ვმეგობრობთ. ჩვენი გუნდი ერთიანია და მუშაობისას თავს არ ვზოგავთ.

- ჯვარი საქართველოში დაიწერეთ.

ალიონა:

- ჯვრისწერა აქ გადავწყვიტეთ, რადგანაც ეს ის ადგილია, სადაც ქრისტიანობა უკრაინაზე ადრე გავრცელდა. ჩვენი ქორწინება პასპორტში მხოლოდ ოფიციალური შტამპი არ არის, ცოტა უფრო მეტია. მე და დიმა მორწმუნეები ვართ და გვინდოდა, ჯვარი ისეთ ადგილას დაგვეწერა, რომელსაც სულიერად დიდი დატვირთვა ექნებოდა და ამავე დროს, საინტერესოც იქნებოდა.

დიმა:

- ეს სურვილი ქართველი მეგობრის, ვანიკო ჭელიძის დახმარებით ავისრულეთ. ხომ იცით, ვანიკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" დეკორატორია.

ალიონა:

- ის ამ პროექტის მეშვეობით გავიცანით და იმ დონეზე დავმეგობრდით, რომ ადამიანმა ჩვენთვის ქორწილის მოწყობა გადაწყვიტა. მისი მადლიერები ვართ.

დიმა:

- რომ არა ვანიკო, შოუ ასეთი ლამაზი და მიმზიდველი არ იქნებოდა. ყველანაირ დეკორაციას ის ქმნის. საქართველოში მუშაობამ ნამდვილი ქართველები, ერთგული ადამიანები გაგვაცნო და გვაჩუქა. მათთან მუშაობაც სასიამოვნოა და ურთიერთობაც.

უკრაინაში ყველაზე პოპულარული, პრიალა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ქორწილის ფოტო დაიბეჭდა. ფოტო ყაზბეგის მწვერვალის ფონზე გახლდათ გადაღებული (ჯვარი გერგეტის სამებაში დაიწერეს. - ავტ.) და უჩვეულოდ ლამაზი იყო... ამ სურათის ნახვის შემდეგ ბევრ ჩვენს მეგობარს გაუჩნდა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და ჩამოვიდნენ კიდეც. თბილისის დათვალიერების შემდეგ ყველა ყაზბეგში მიდის. ჰოდა, ახლა რამდენიმე მათგანი მეხვეწება: ყაზბეგში ჯვრისწერისა და ქორწილის ორგანიზებაში დამეხმარეო... მოკლედ, ჩვენი მხრიდან ქვეყნის ტურისტული მიმართულებით განვითარებაში პატარა წვლილი შევიტანეთ. საქართველო ამას იმსახურებს, რადგანაც აქ ისეთი ბუნებაა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. სანახავი კი მართლაც, ბევრია!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ჩერტკოევთან ჩხუბის გამო პროექტი მთავარმა ქორეოგრაფებმა დატო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება