საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა
თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა

თბი­ლის­ში ავ­ტო­მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა. მუ­ზე­უ­მის გახ­სნა თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გია ალი­ბე­გაშ­ვი­ლი და მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­ეს­წრნენ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მუ­ზე­უ­მი თბი­ლის­ში კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი იქ­ნე­ბა. "დე­და­ქა­ლაქს კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი შე­ე­მა­ტა, ისე­თი, რო­გო­რიც ჩვენს ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. ძა­ლი­ან კარ­გია იმის­თვის, რომ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა გა­ვიხ­სე­ნოთ ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც წლე­ბის წინ გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დით. ერთი მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ის­ტო­რი­ას გვახ­სე­ნებს, მე­ო­რე მხრივ, კი, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ზი­ტო­რი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა მუ­ზე­უ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა გია მა­მუ­ლაშ­ვილ­მა დღეს­ვე და­ვით ნარ­მა­ნი­ას, გია ალი­ბე­გაშ­ვილ­სა და შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძეს მუ­ზე­უ­მის მცვე­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცა.

რო­გორც გია მა­მუ­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე უხუ­ცე­სია 1933 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ხოლო ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა - 1970 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

გია მა­მუ­ლაშ­ვილ­მა მუ­ზე­უ­მის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა. "მუ­ზე­უმს ორი ახა­ლი ფუნ­ქცია და­ე­მა­ტე­ბა, ავ­ტო­მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იარ­სე­ბებს რეტ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი და მუ­ზე­უმს ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც მოყ­ვა­რუ­ლებს შე­ეძ­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის პირ­ვან­დე­ლი სა­ხის მი­ცე­მა. გვექ­ნე­ბა ყვე­ლა პი­რო­ბა იმი­სათ­ვის, რომ აღ­ვად­გი­ნოთ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ქარ­ხნუ­ლი წე­სით", - გა­ნა­ცხა­და გია მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქუ­ჩას, სა­დაც მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა, სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს და ავ­ტო­მუ­ზე­უ­მის ქუჩა და­ერ­ქვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა

თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა

თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნა თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი და მერიისა და საკრებულოს სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომუზეუმი თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. "დედაქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა, ისეთი, როგორიც ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ძალიან კარგია იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავიხსენოთ ის ავტომობილები, რომლითაც წლების წინ გადავადგილდებოდით. ერთი მხრივ, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიას გვახსენებს, მეორე მხრივ, კი, ძალიან ბევრი ვიზიტორი დაინტერესდება მუზეუმის მონახულებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მუზეუმის დირექტორმა გია მამულაშვილმა დღესვე დავით ნარმანიას, გია ალიბეგაშვილსა და შალვა ოგბაიძეს მუზეუმის მცველის სერტიფიკატები გადასცა.

როგორც გია მამულაშვილმა აღნიშნა, მუზეუმში წარმოდგენილი ავტომობილებიდან ყველაზე უხუცესია 1933 წელს გამოშვებული, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა - 1970 წელს გამოშვებული ავტომობილი.

გია მამულაშვილმა მუზეუმის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. "მუზეუმს ორი ახალი ფუნქცია დაემატება, ავტომუზეუმის ტერიტორიაზე იარსებებს რეტრო ავტომობილების მოყვარულთა კლუბი და მუზეუმს ექნება საკუთარი სახელოსნო, სადაც მოყვარულებს შეეძლება ავტომობილებისთვის პირვანდელი სახის მიცემა. გვექნება ყველა პირობა იმისათვის, რომ აღვადგინოთ ავტომობილები ქარხნული წესით", - განაცხადა გია მამულაშვილმა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუჩას, სადაც მუზეუმი გაიხსნა, სამგორის რაიონში მდებარეობს და ავტომუზეუმის ქუჩა დაერქვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია