საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას საცობში არ იტანჯოთ - შსს-ს განცხადება "თბილისობასთან" დაკავშირებით
რა უნდა იცოდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას საცობში არ იტანჯოთ - შსს-ს განცხადება "თბილისობასთან" დაკავშირებით

"თბი­ლი­სო­ბის" დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, 25 ოქ­ტომ­ბერს 08:00 სა­ა­თი­დან 26 ოქ­ტომ­ბრის 24:00 სა­ა­თამ­დე დე­და­ქა­ლა­ქის გარ­კვე­ულ უბ­ნებ­ში შე­ი­ზღუ­დე­ბა ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და პარ­კი­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბა იკ­რძა­ლე­ბა ევ­რო­პის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ღვი­ნის აღ­მარ­თი­დან და მე­ტე­ხის ქუ­ჩი­დან, ასე­ვე "ევ­რო­პის მო­ედ­ნი­დან" მე­ტე­ხის ხი­დის და გორ­გას­ლის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ გორ­გას­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­და ზოლ­ში და მოძ­რა­ო­ბა იქ­ნე­ბა ორ­მხრი­ვი.

იკ­რძა­ლე­ბა პარ­კი­რე­ბა გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უნდა გა­და­ად­გილ­დნენ გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩით სა­ნა­პი­როს გავ­ლით კრწა­ნი­სის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პარ­კი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გომ­ზე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით გაძ­ლი­ერ­დე­ბა პატ­რუ­ლი­რე­ბა ქა­ლა­ქის პარ­კებ­ში, სკვე­რებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სა­დაც გა­ი­მარ­თე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო კონ­ცერ­ტე­ბი და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: ვა­კის პარ­კი, ბუ­კი­ას ბაღი, რი­ყის პარ­კი, კიკ­ვი­ძის ბაღი, გლ­და­ნის პარ­კი.

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა ასე­ვე იკ­რძა­ლე­ბა იმ ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებ­ზე სა­დაც გა­ი­მარ­თე­ბა სა­შე­მოდ­გო­მო ნო­ბა­თის ბაზ­რო­ბე­ბი: მა­რი­ჯა­ნის ქუ­ჩა­ზე (ვაჟა-ფშა­ვე­ლას ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია), ნუ­ცუ­ბი­ძის მე-4 პლა­ტოს მე-17-18 კორ­პუ­სის მო­ე­დან­ზე, გორ­გას­ლის ქუ­ჩის სა­მან­ქა­ნო გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე - ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი­დან ის­ფა­ჰან­ლის ქუ­ჩის ჩა­სახ­ვე­ვამ­დე, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, მიც­კე­ვი­ჩი-კუ­ტუ­ზო­ვის ქუ­ჩე­ბის კვე­თი­დან მიც­კე­ვი­ჩი-პე­კი­ნის ქუ­ჩე­ბის კვე­თამ­დე, დიდ დი­ღომ­ში იბე­რის ქუ­ჩა­ზე (პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ), ვა­ზი­სუ­ბან­ში 1-ლი მკ/რნ-ის მე-12 კორ­პუ­სის მიმ­დი­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, კიკ­ვი­ძის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, დიღ­მის მა­სი­ვის ე.წ. ალე­ას გევ­რდი­თი გზა. კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ქუჩა "მე­დი­კე­ბის" სახ­ლთან, გლ­და­ნის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მუ­ხი­ან­ში - დუმ­ბა­ძის გამ­ზირ­ზე, ავ­ჭა­ლა­ში - სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რა უნდა იცოდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას საცობში არ იტანჯოთ - შსს-ს განცხადება "თბილისობასთან" დაკავშირებით

რა უნდა იცოდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას საცობში არ იტანჯოთ - შსს-ს განცხადება "თბილისობასთან" დაკავშირებით

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 25 ოქტომბერს 08:00 საათიდან 26 ოქტომბრის 24:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება ევროპის მოედნის მიმართულებით ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან, ასევე "ევროპის მოედნიდან" მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. სანაპიროზე მოძრავი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით ქვედა ზოლში და მოძრაობა იქნება ორმხრივი.

იკრძალება პარკირება გორგასლის ქუჩაზე, სანაპიროზე მოძრავი ავტომობილები უნდა გადაადგილდნენ გამსახურდიას ქუჩით სანაპიროს გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით. პარკირება შესაძლებელია ევროპის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომზე.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სადღესასწაულო კონცერტები და სხვა კულტურული ღონისძიებები: ვაკის პარკი, ბუკიას ბაღი, რიყის პარკი, კიკვიძის ბაღი, გლდანის პარკი.

ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ასევე იკრძალება იმ ქუჩებსა და მოედნებზე სადაც გაიმართება საშემოდგომო ნობათის ბაზრობები: მარიჯანის ქუჩაზე (ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია), ნუცუბიძის მე-4 პლატოს მე-17-18 კორპუსის მოედანზე, გორგასლის ქუჩის სამანქანო გზის მონაკვეთზე - ბალნეოლოგიური ცენტრიდან ისფაჰანლის ქუჩის ჩასახვევამდე, რესპუბლიკის მოედანზე, მიცკევიჩი-კუტუზოვის ქუჩების კვეთიდან მიცკევიჩი-პეკინის ქუჩების კვეთამდე, დიდ დიღომში იბერის ქუჩაზე (პოლიციის შენობის მიმდებარედ), ვაზისუბანში 1-ლი მკ/რნ-ის მე-12 კორპუსის მიმდიბარე ტერიტორია, კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორია, დიღმის მასივის ე.წ. ალეას გევრდითი გზა. კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა "მედიკების" სახლთან, გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხიანში - დუმბაძის გამზირზე, ავჭალაში - სარაჯიშვილის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია