სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარდენი", ვერცხლის ქუჩა და ბამბის რიგი - ისტორიული სინამდვილე თბილისის ქუჩების შესახებ
"შარდენი", ვერცხლის ქუჩა და ბამბის რიგი - ისტორიული სინამდვილე თბილისის ქუჩების შესახებ

უკვე ტრა­დი­ცი­ად დამ­კვიდ­რდა, რომ Ambebi.ge-ზე თბი­ლი­სის უბ­ნე­ბის შე­სა­ხებ გაწ­ვდი­დით ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ახლა კონ­კრე­ტუ­ლად ქუ­ჩებ­ზე გვინ­და გი­ამ­ბოთ, ამის­თვის სამი კო­ლო­რი­ტუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ქუჩა შე­ვარ­ჩი­ეთ.

შარ­დე­ნის ქუჩა, ყო­ფი­ლი ბნე­ლი რიგი, ძველ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა სა­ფეხ­მავ­ლო ქუჩა და დე­და­ქა­ლა­ქის კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ცენ­ტრია.

წარ­სულ­ში ის ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ქუჩა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც თათ­რის (ახ­ლან­დე­ლი გორ­გას­ლის) მო­ე­დან­ზე გა­დი­ო­და და მას სი­ო­ნის ქუ­ჩას აკავ­ში­რებ­და. ერთ დროს ეს ვიწ­რო ქუჩა გა­და­ხუ­რუ­ლი იყო და ამი­ტო­მაც ერ­ქვა "ბნე­ლი ქუჩა". გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აქ მექ­ვა­ბე­ბის რიგი იყო, ხოლო XIX სა­უ­კუ­ნე­ში ახა­ლი ბა­ზა­ზხა­ნა (მა­უ­დით, ჩი­თით, ფარ­ჩით, ბამ­ბი­თა და მა­ტყლით მო­ვაჭ­რე­თა დუქ­ნე­ბის რიგი) გან­ვი­თარ­და. ბა­ზა­ზხა­ნა-ბნე­ლი რიგი XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შიც არ­სე­ბობ­და. შემ­დეგ მისი რე­კონ­სტრუქ­ცია მოხ­და (არ­ქი­ტექ­ტო­რი გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი, 1981 წელი) და XVII სა­უ­კუ­ნის ფრან­გი მოგ­ზა­უ­რის, ჟან შარ­დე­ნის სა­ხე­ლი ეწო­და. 2002 წელს კი ქუ­ჩის გა­ნახ­ლე­ბა და კე­თილ­მო­წყო­ბა და­ი­წყო. ამ­ჟა­მად შარ­დე­ნის ქუ­ჩა­სა და მის მიმ­დე­ბა­რე რკი­ნი­სა და ბამ­ბის რი­გებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, ღია კაფე-ბა­რე­ბი, ღა­მის კლუ­ბე­ბი, გა­ლე­რე­ე­ბი; ეწყო­ბა გა­მო­ფე­ნე­ბი, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი.

ისე, ფე­ო­და­ლურ თბი­ლის­ში ბა­ზა­ზხა­ნა ორ სხვა­დას­ხვა უბანს ეწო­დე­ბო­და, სა­დაც ასე­თი დუქ­ნე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. დიდი, ანუ ზემო ბა­ზა­ზხა­ნა ახ­ლან­დელ ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და, სი­ო­ნის ტაძ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლადო ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თის ად­გი­ლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით სი­ო­ნი­სა და ერეკ­ლეს ქუ­ჩე­ბის შე­ერ­თე­ბამ­დე. მცი­რე, ანუ ქვე­მო ბა­ზა­ზხა­ნა გორ­გას­ლის მო­ედ­ნის ახ­ლოს იყო, "ბამ­ბის რი­გის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. XIX სა­უ­კუ­ნე­ში კი თბი­ლის­ში კი­დევ ერთი "ახა­ლი ბა­ზა­ზხა­ნა" გაჩ­ნდა "ბნელ რი­გებ­ში" - ახ­ლან­დე­ლი შარ­დე­ნის ქუჩა.

ბამ­ბის რიგი - ძველ თბი­ლის­ში ბამ­ბით, მა­ტყლი­თა და ჩი­თით მო­ვაჭ­რე­თა ქუჩა იყო, რო­მე­ლიც გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გაჩ­ნდა. მე­ლი­ქის ქარ­ვას­ლის ად­გი­ლას, რო­მე­ლიც სი­ო­ნის ქუ­ჩის და­სა­წყის­ში მდე­ბა­რე დიდი გა­და­ხუ­რუ­ლი ბა­ზა­რი იყო, 1904 წელს თბი­ლი­სელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ღა­ზარ სარ­ქი­სი­ან­მა მან­თა­შე­ვის რიგი აა­შე­ნა.

სა­ვაჭ­რო რიგი მო­დერ­ნის სტი­ლის ორი ნა­გე­ბო­ბის­გან შედ­გე­ბა. ერთი ყო­ფილ არ­წრუ­ნის ქარ­ვას­ლას ემიჯ­ნე­ბა, მე­ო­რე კი ბამ­ბის რი­გი­სა და შარ­დე­ნის ქუ­ჩის ყო­ფი­ლი ბნე­ლი რი­გის გამ­ყოფ ზღუ­დედ აღიქ­მე­ბა. ორი­ვე ნა­გე­ბო­ბა ქუ­ჩის მრუდ მო­ხა­ზუ­ლო­ბას მიჰ­ყვე­ბა. ფა­სა­დებს ყო­ფი­ლი დუქ­ნე­ბი ანა­წევ­რებს... ბამ­ბის რი­გი­სა და შარ­დე­ნის ქუ­ჩის რე­კონ­ტრუქ­ცია 1981 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და (არ­ქი­ტექ­ტო­რი - გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი).

ვერ­ცხლის ქუჩა ძველ თბი­ლის­ში მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, კონ­სტან­ტი­ნე აფხა­ზის (ყო­ფი­ლი ლე­სე­ლი­ძის) ქუ­ჩი­დან პუშ­კი­ნის ქუ­ჩამ­დე მდე­ბა­რე­ობს.

ქუჩა თბი­ლი­სის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს უბან­შია. სა­ხელ­წო­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ მი­და­მო­ებ­ში არ­სე­ბულ ოქ­რომ­ჭე­დელ­თა რი­გებ­თან ("ზარ­გარ­ხა­ნა"). ამას­თან, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის ქსელ­ში; იგი უშუ­ა­ლოდ აკავ­ში­რებ­და დიღ­მის კარს შუ­ა­ბა­ზარ­თან. 1841 წელს ქუ­ჩას გე­ნე­რალ პავ­ლე ცი­ცი­ა­ნო­ვის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა, 1843 წელს კი "ვერ­ცხლის რიგი" ეწო­და. ქუ­ჩამ სახე და ტრა­დი­ცი­ე­ბი თით­ქმის საბ­ჭო­თა წყო­ბის დამ­ყა­რე­ბამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი.

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"შარდენი", ვერცხლის ქუჩა და ბამბის რიგი - ისტორიული სინამდვილე თბილისის ქუჩების შესახებ

"შარდენი", ვერცხლის ქუჩა და ბამბის რიგი - ისტორიული სინამდვილე თბილისის ქუჩების შესახებ

უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ Ambebi.ge-ზე თბილისის უბნების შესახებ გაწვდიდით ინფორმაციებს. ახლა კონკრეტულად ქუჩებზე გვინდა გიამბოთ, ამისთვის სამი კოლორიტული და ისტორიული ქუჩა შევარჩიეთ.

შარდენის ქუჩა, ყოფილი ბნელი რიგი, ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა და დედაქალაქის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია.

წარსულში ის ძველი თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა გახლდათ, რომელიც თათრის (ახლანდელი გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩას აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურული იყო და ამიტომაც ერქვა "ბნელი ქუჩა". გვიან შუა საუკუნეებში აქ მექვაბების რიგი იყო, ხოლო XIX საუკუნეში ახალი ბაზაზხანა (მაუდით, ჩითით, ფარჩით, ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნების რიგი) განვითარდა. ბაზაზხანა-ბნელი რიგი XX საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა. შემდეგ მისი რეკონსტრუქცია მოხდა (არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, 1981 წელი) და XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის სახელი ეწოდა. 2002 წელს კი ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა დაიწყო. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები.

ისე, ფეოდალურ თბილისში ბაზაზხანა ორ სხვადასხვა უბანს ეწოდებოდა, სადაც ასეთი დუქნები იყო განთავსებული. დიდი, ანუ ზემო ბაზაზხანა ახლანდელ ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა, სიონის ტაძრის პარალელურად, ლადო ასათიანის ქუჩის გადაკვეთის ადგილიდან, დაახლოებით სიონისა და ერეკლეს ქუჩების შეერთებამდე. მცირე, ანუ ქვემო ბაზაზხანა გორგასლის მოედნის ახლოს იყო, "ბამბის რიგის" ტერიტორიაზე. XIX საუკუნეში კი თბილისში კიდევ ერთი "ახალი ბაზაზხანა" გაჩნდა "ბნელ რიგებში" - ახლანდელი შარდენის ქუჩა.

ბამბის რიგი - ძველ თბილისში ბამბით, მატყლითა და ჩითით მოვაჭრეთა ქუჩა იყო, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში გაჩნდა. მელიქის ქარვასლის ადგილას, რომელიც სიონის ქუჩის დასაწყისში მდებარე დიდი გადახურული ბაზარი იყო, 1904 წელს თბილისელმა არქიტექტორმა ღაზარ სარქისიანმა მანთაშევის რიგი ააშენა.

სავაჭრო რიგი მოდერნის სტილის ორი ნაგებობისგან შედგება. ერთი ყოფილ არწრუნის ქარვასლას ემიჯნება, მეორე კი ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის ყოფილი ბნელი რიგის გამყოფ ზღუდედ აღიქმება. ორივე ნაგებობა ქუჩის მრუდ მოხაზულობას მიჰყვება. ფასადებს ყოფილი დუქნები ანაწევრებს... ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის რეკონტრუქცია 1981 წელს განხორციელდა (არქიტექტორი - გიგა ბათიაშვილი).

ვერცხლის ქუჩა ძველ თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კონსტანტინე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მდებარეობს.

ქუჩა თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანშია. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მიდამოებში არსებულ ოქრომჭედელთა რიგებთან ("ზარგარხანა"). ამასთან, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის ქუჩების ქსელში; იგი უშუალოდ აკავშირებდა დიღმის კარს შუაბაზართან. 1841 წელს ქუჩას გენერალ პავლე ციციანოვის სახელი მიენიჭა, 1843 წელს კი "ვერცხლის რიგი" ეწოდა. ქუჩამ სახე და ტრადიციები თითქმის საბჭოთა წყობის დამყარებამდე შეინარჩუნა. აღსანიშნავია ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეების მიჯნის საცხოვრებელი სახლები.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია