სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე
როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­როს შე­ე­ხო, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა იყო. მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თველ მწერ­ლებს და პო­ე­ტებს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მისი ბე­ლა­დის სა­დი­დე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მნას აი­ძუ­ლებ­და, ვინც ამას არ და­თან­ხმდე­ბო­და, მათი სა­ბო­ლოო ხვედ­რი დახ­ვრე­ტა, ან შო­რე­უ­ლი ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბა იყო.

იმ რე­ჟი­მის, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლო და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, მსხვერ­პლია ქარ­თვე­ლი სიმ­ბო­ლის­ტი პო­ე­ტი, "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, რო­მე­ლიც ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს.

დღე­ვან­დელ ჩვენს სტა­ტი­ა­ში სწო­რედ ამ ლე­გენ­დად ქცე­ულ პო­ეტ­ზე და მის ტრა­გი­კულ ბედ­ზე გვინ­და რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი შე­ვახ­სე­ნოთ ჩვენს მკი­თხველს.

რო­გორ ებ­რძო­და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თველ მწერ­ლებს და პო­ე­ტებს

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტ­თან შექ­მნი­ლი იყო აგი­ტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის გან­ყო­ფი­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო, რომ­ლებ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გში ჩა­რე­ვი­სა და ცენ­ზუ­რის შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ.

ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში ამ საქ­მის დი­დოს­ტა­ტი იყო რაპი (რუ­სე­თის პრო­ლე­ტარ მწე­რალ­თა ასო­ცი­ა­ცია), რომ­ლის ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურჩ მწერ­ლებს და პო­ე­ტებს, რომ­ლე­ბიც პარ­ტის და ბე­ლა­დის ხოტ­ბა­ზე უარს ამ­ბობ­დნენ, პრო­ლე­ტარ მწერ­ლებს უპი­რის­პი­რებ­და და მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან რი­ცხავ­და.

1937 წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცე­კას პირ­ველ­მა მდი­ვან­მა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ პირ­და­პირ გა­ი­ლაშ­ქრა ურჩი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი­სა და პო­ე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვიც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

1937 წლის 1 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა მწერ­ლე­ბის პარ­ტორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხდო­მა­ზე ერთ-ერ­თმა პრო­ლე­ტარ­მა მწე­რალ­მა თქვა, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და დი­ვერ­სან­ტი აღ­ნი­აშ­ვი­ლი, რომ "ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი" (იაშ­ვი­ლი, ტა­ბი­ძე, ლე­ო­ნი­ძე და სხვე­ბი) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ მოს­კოვ­ში ბუ­ხა­რინ­თან, კა­მე­ნევ­თან და ათა­სო­ბით რუბლს იღებ­დნენ რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

მწე­რალ­თა კავ­შირ­მა მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, მო­ეწ­ვი­ათ პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მა და სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად და­ეს­ვათ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის კავ­ში­რი­დან გა­რი­ცხვის სა­კი­თხი. ტა­ბი­ძე მარ­თლაც გა­რი­ცხეს, პრო­ლე­ტა­რი მწერ­ლე­ბი კი ამა­ყად აცხა­დებ­დნენ, რომ "მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მოქ­მე­დებ­და კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჩვენ მას ხერ­ხე­მა­ლი გა­და­ვუმტვრი­ეთ, თუ სად­მე დარ­ჩა მათი კუ­დე­ბი, უნდა მოვ­ძებ­ნოთ და გა­ვაგ­დო­თო".

მარ­თლაც მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან გაგ­დე­ბის შემ­დეგ ტი­ცი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს, წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ის ერ­თსა და იმა­ვე დროს სხვა­დას­ხვა პი­როვ­ნე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე კონ­ტრე­ვო­ლუ­ცი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში იყო გა­და­ბი­რე­ბუ­ლი. ტი­ცი­ა­ნის მე­უღ­ლე ნინო მა­ყაშ­ვი­ლი წერ­და, რომ ტი­ცი­ა­ნი 1937 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას პი­რა­დი გან­კარ­გუ­ლე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს.

ბე­რი­ამ თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, და­აბ­რა­ლა რუს მწერ­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა და მოს­თხო­ვა ცილი და­ე­წა­მა პოეტ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც ორი თვით ადრე ტი­ცი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე სწო­რედ ბე­რი­ამ მი­იყ­ვა­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. როცა ტი­ცი­ან­მა უარი გა­ნა­ცხა­და მე­გობ­რის ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე, ბე­რი­ამ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა.

შე­იძ­ლე­ბა ეს ამ­ბა­ვი მარ­თა­ლი არ იყოს, მაგ­რამ მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, რომ როცა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს, აწა­მებ­დნენ და მოს­თხო­ვეს, შეთ­ქმულ­თა რაზ­მის უფ­რო­სის სა­ხე­ლი გვი­თხა­რიო, მან გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე ჩა­ა­წე­რი­ნა და მერე კარ­გა ხანს ეძებ­დნენ ქარ­თველ სარ­დალს რეპ­რე­სი­ე­ბი­დან გა­დარ­ჩე­ნილ მწე­რალ­თა რი­გებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა რუს მწერ­ლებ­თან ტი­ცი­ა­ნის მე­გობ­რო­ბას, იგი მარ­თლაც მე­გობ­რობ­და მა­ი­ა­კოვ­სკის­თან, ესე­ნინ­თან, პას­ტერ­ნაკ­თან და სხვებ­თან, ამ მე­გობ­რო­ბას უფრო ძმო­ბა ეთ­ქმო­და, ბო­რის პას­ტერ­ნაკს სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­ზე ბა­ლი­შის ქვეშ ორი წე­რი­ლი ედო, რილ­კე­სი და ტი­ცი­ა­ნის. ტი­ცი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მწე­რალს მა­გი­და­ზე ცა­რი­ე­ლი ფურ­ცლე­ბი დარ­ჩა, მის­მა მე­უღ­ლემ, ნინო მა­ყაშ­ვილ­მა პას­ტერ­ნაკს აჩუ­ქა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი უკ­ვდა­ვი რო­მა­ნის "ექი­მი ჟი­ვა­გოს" წერა სწო­რედ ამ ფურ­ცლებ­ზე და­ი­წყო.

1937 წლის ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს კი უსაყ­ვარ­ლეს მე­უღ­ლეს და ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს ნი­ტას ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა: "იცო­დეთ ერთი რამ, ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სა და ხალ­ხის­თვის თვალ­ში ჩა­ხედ­ვის არას­დროს შეგრცხვე­ბათ".

რო­გორ დახ­ვრი­ტეს ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძემ სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბი შინ­სა­ხკო­მის ჯურღმუ­ლებ­ში გა­ა­ტა­რა, ამ პე­რი­ოდს გვამ­ცნობს სა­ქარ­თვე­ლოს სსრ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხა­ლო კო­მი­სა­რი­ა­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის საქ­მე N10. 817. სწო­რედ ამ საქ­მის დე­ტა­ლებ­სა და შე­დე­გებ­ზე ესა­უბ­რა "რე­ზო­ნანსს" ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სოსო სი­გუა.

სოსო სი­გუა: "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის საქ­მე N10.817 შედ­გე­ბა 22 ფურ­ცლის­გან, შედ­გე­ნი­ლია რუ­სულ ენა­ზე და მო­ი­ცავს ტი­ცი­ა­ნის ე.წ. მავ­ნებ­ლურ მოქ­მე­დე­ბა­თა ძი­ე­ბის პრო­ცესს. სა­კავ­ში­რო კომ­პარ­ტი­ის (ბ) ცე­კას 1937 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტის პლე­ნუმ­ზე სტა­ლინ­მა სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რი გა­მო­ა­ცხა­და.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ისე­დაც ერთი უზარ­მა­ზა­რი სა­პყრო­ბი­ლე იყო, მაგ­რამ იმ­ჯე­რად და­ი­წყო ტო­ტა­ლუ­რი წმენ­და, გა­ნუ­კი­თხა­ვი ნა­დი­რო­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე... პარ­ტი­ის მი­თი­თე­ბით კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დნენ სა­გა­მო­ძი­ეო და დამ­სჯე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი. სა­ეჭ­ვოდ მიჩ­ნე­ულ მო­ქა­ლა­ქე­თა და­მუ­შა­ვე­ბას ჰქონ­და ორი ფორ­მა - ფა­რუ­ლი (ცეკა-სა და შინ­სა­ხკომ­ში) და ღია (კრე­ბებ­სა და პრე­სა­ში). ორი­ვე მათ­გა­ნი პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ მათ­ზე ან მათ კავ­შირ­ზე ეჭ­ვმი­ტა­ნილს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და. მხო­ლოდ ბოლო მო­მენ­ტში სა­ბე­დის­წე­როდ გა­დაჰ­კვეთ­და ეს ორი ხაზი ერ­თმა­ნეთს.

1937 წლის 15 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტთა მე-10 ყრი­ლო­ბა­ზე მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და ლავ­რენ­ტი ბე­რია. ერთი მხრივ, იგი ლა­პა­რა­კობ­და საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ნა­ხულ მიღ­წევ­ბე­ზე, მე­ო­რე მხრივ - მთელ რის­ხვას თავს ატეხ­და ტროც­კის­ტებს, მავ­ნებ­ლებს, სხვა­დას­ხვა ჯუ­რის ბან­დი­ტებს - ძი­რი­თა­დად ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას, მწე­რალ­თა­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მსჯე­ლობ­და პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის შე­სა­ხებ. მა­ნამ­დე ხომ უკვე მო­ას­წრეს არა­ერ­თი მწერ­ლის რეპ­რე­სი­რე­ბა, ახლა სხვე­ბის ჯერი დად­გა.

შინ­სა­ხკომ­ში ნა­წა­მე­ბი პა­ტიმ­რე­ბი ცრუ და დამ­ღუპ­ველ ჩვე­ნე­ბებს იძ­ლე­ოდ­ნენ. 27 მარტს ლიდა გას­ვი­ა­ნი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - სა­ხელ­გა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის მო­ად­გი­ლე) ასა­ხე­ლებს ტროც­კის­ტუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს (გამ­სა­ხურ­დია, ჭი­ჭი­ნა­ძე, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, აბა­შე­ლი) ხოლო 3 აპ­რილს აცხა­დებს, რომ აღ­ნი­აშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­მო­ი­ცა ტი­ცი­ა­ნის ლექ­სე­ბის წიგ­ნიც, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ლექ­სე­ბი გრ. რო­ბა­ქი­ძე­ზე, ლო­მი­ნა­ძე­სა და დუმ­ბა­ძე­ზე. ეს იყო პირ­ვე­ლი სიგ­ნა­ლი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე - ტი­ცი­ა­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩა და ფა­შის­ტად მი­იჩ­ნე­ო­და. ხოლო ლო­მი­ნა­ძე და დუმ­ბა­ძე ტროც­კის­ტე­ბი ე.ი. ხალ­ხის მტრე­ბი იყ­ვნენ.

მათი სი­ახ­ლო­ვე და მათი მფარ­ვე­ლო­ბა პო­ეტს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად ეთ­ვლე­ბო­და. 21 მა­ისს ბუდუ მდი­ვა­ნი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხკო­მსაბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე) მი­უ­თი­თებს, რომ გას­ვი­ან­მა მისი და­ვა­ლე­ბით ტე­რო­რი­სა და დი­ვერ­სი­ის­თვის სხვა მწერ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ით­რია ტი­ცი­ა­ნი. რო­გორც ვხე­დავთ, ტი­ცი­ა­ნი ტე­რო­რის­ტიც ყო­ფი­ლა! 12 ივ­ნისს და­ვით წე­რე­თე­ლი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - ლი­ტფონ­დის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე) უჩ­ვე­ნებს, რომ ტი­ცი­ა­ნიც ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, მსჯე­ლობს აუ­ტა­ნელ პარ­ტი­ულ რე­ჟიმ­ზე, აკ­რი­ტი­კებს ბე­რი­ას, ამ­ბობს, რომ არ არის შე­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი, რომ უნდა შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გა­აგ­დონ ბე­რია.

9 ოქ­ტომ­ბერს პავ­ლე საყ­ვა­რე­ლი­ძემ (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე "ფე­დე­რა­ცი­ის" გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე) ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე ფა­შის­ტურ-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფის აქ­ტი­ურ წევ­რად და­ა­სა­ხე­ლა.

იმა­ვე დღეს, შინ­სა­ხკო­მის დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მე­ლიც და­ამ­ტკი­ცა სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­მა გოგ­ლი­ძემ, გა­ი­ცა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის (მცხოვ­რე­ბი გრი­ბო­ე­დო­ვის ქ. N18) და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი N1.344. პო­ე­ტი დამ­ნა­შა­ვედ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 58/10 და 11 მუხ­ლით. გა­ნე­სა­ზღვრა ცალ­კე სა­კან­ში ყოფ­ნა. ორ­დე­რი მი­ი­ღო ლე­ი­ტე­ნან­ტმა კრი­მი­ან­მა, მე-2 ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წემ. მან­ვე ჩა­ა­ტა­რა პო­ე­ტის ბი­ნის ჩხრე­კა. დად­გე­ნი­ლე­ბას ხელს აწერს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ქო­ბუ­ლო­ვი, ერ­თვის "სპრავ­კა" გრი­ფით "სო­ვერ­შე­ნო სეკ­რეტ­ნო" - ამ­ბობს სოსო სი­გუა.

პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ტა­ბი­ძე იგო­ნებს, რომ ღა­მის ორ სა­ათ­ზე მან­ქა­ნის ხმა მო­ეს­მა. დე­დას და მა­მას არა­ფე­რი გა­უ­გი­ათ. მკვდა­რი­ვით ეძი­ნათ. კარი გა­ვა­ღე, ოთხნი იყ­ვნენ, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე აქ ცხოვ­რობ­სო? მკი­თხეს და ქა­ღალ­დი მაჩ­ვე­ნეს - და­კი­თხვა­ზე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო­თო. მამა გა­ვაღ­ვი­ძე, მახ­სოვს, სა­ვარ­ძელ­ში იჯდა, ხე­ლე­ბი უთრთო­და, სი­გა­რეტს ვე­რაფ­რით მო­უ­კი­და. ისი­ნი სახ­ლს ჩხრეკ­დნენ. წა­ი­ღეს ფი­როს­მა­ნის მიერ და­ხა­ტუ­ლი რუს­თა­ვე­ლი, მა­მას პორ­ტრე­ტი და ან­დრეი ბე­ლის ნა­ჩუ­ქა­რი "დრე­ვა ჟიზ­ნი". 3 სა­ათ­ზე სახ­ლის ჩხრე­კას მორ­ჩნენ.

პრო­ე­ტი ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში მო­ა­თავ­სეს. მე­ო­რე დღეს, 10 ოქ­ტომ­ბერს ტი­ცი­ან­მა წი­თე­ლი მელ­ნით შე­ავ­სო პა­ტიმ­რის ან­კე­ტა და ხელი მო­ა­წე­რა. ამის შემ­დეგ 10 დე­კემ­ბრამ­დე საქ­მე N10.817 დუმს, არა­ფე­რი ვი­ცით, რო­გორ მი­დი­ო­და ძი­ე­ბა, ან თუ გრძელ­დე­ბო­და სა­ერ­თოდ. პო­ე­ტი ცალ­კე სა­კან­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც 1954 წლის ივ­ნის­ში და­კი­თხვის დროს აღი­ა­რა ჩე­კის­ტმა ვახ­ტანგ არ­ზა­ნოვ­მა, კრი­მი­ა­ნი სას­ტი­კად აწა­მებ­და ტი­ცი­ანს, რათა იგი გა­მო­ტე­ხი­ლი­ყო, რო­გორც რო­მე­ლი­ღა­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი.

ორ­თვი­ა­ნი წა­მე­ბის შემ­დეგ, 10 დე­კემ­ბერს გა­ფორმ­და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის და­კი­თხვის ერ­თა­დერ­თი ოქმი, რო­მელ­საც ხელს აწერ­დნენ შინ­სა­ხკო­მის მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის მე-6 ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ქა­და­გიშ­ვი­ლი და ოპე­რრ­წმუ­ნე­ბუ­ლი პან­კო­ვი. ყვე­ლა ფურ­ცელს ხელს აწერს ტი­ცი­ა­ნი".

და­კი­თხვის ოქმი

სოსო სი­გუა: "და­კი­თხვის ოქ­მში პო­ე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ იგი იყო "ცის­ფე­რი ყან­წე­ბის" წევ­რი, რო­მელ­საც ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ-ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი, ფა­შის­ტუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ტი­ცი­ა­ნი, პა­ო­ლო და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე, ხოლო მათ იდე­ას იზი­ა­რებ­დნენ ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ მი­წიშ­ვი­ლი, ალი არ­სე­ნიშ­ვი­ლი, რაჟ­დენ გვე­ტა­ძე, სერ­გო კლდი­აშ­ვი­ლი, კო­ლაუ ნა­დი­რა­ძე, შალ­ვა აფხა­ი­ძე, ივა­ნე ფი­ფია, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე.

ჯგუ­ფი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოქ­მე­დებ­და 1928 წლამ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად კი არ­სე­ბობ­და ბრალ­დე­ბუ­ლის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე. ზო­გი­ერ­თი წევ­რი, მა­გა­ლი­თად გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ეწე­ო­და ფა­შის­ტურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. ტი­ცი­ა­ნი "აღი­ა­რებს" რომ თურ­მე მა­საც უც­დია, შე­ექ­მნა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში "კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ მწე­რალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა", ამ მიზ­ნით და­კავ­ში­რე­ბია პას­ტერ­ნაკს, ტი­ხო­ნოვს, პავ­ლენ­კოს, ტი­ნი­ა­ნოვს, ბა­ჟანს, ტი­ნი­ა­ნის, კორ­ნე­ი­ჩუკს და სხვებს.

ესე­ნი თარ­გმნიდ­ნენ და ბეჭ­დავ­დნენ ქარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ ნა­წე­რებს. თით­ქოს ტი­ცი­ა­ნი, პა­ო­ლო, მი­წიშ­ვი­ლი, ლე­ო­ნი­ძე იყ­ვნენ სა­გა­მოც­მემ­ლო საქ­მის მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი და ასე ნიღ­ბავ­დნენ კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ურ მუ­შა­ო­ბას, იკ­რებ­დნენ ახალ­გაზ­რდებს. მი­ზა­ნი იყო - ბრძო­ლა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი წყო­ბი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­ა­მი­სოდ მი­მარ­თავ­დნენ შპი­ო­ნაჟს, დი­ვერ­სი­ას, ტე­რორს".

საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა

სოსო სი­გუა: "არ­სე­ბობს ტი­ცი­ა­ნის მხო­ლოდ ერთი და­კი­თხვის ოქმი, ისიც შედ­გა და­პა­ტიმ­რე­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ, დახ­ვრე­ტის წინა დღე­ებ­ში. გა­მო­ძი­ე­ბის "დამ­თავ­რე­ბის" შემ­დეგ, საქ­მე გა­და­ე­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას.

საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა თა­რიღ­დე­ბა 14 დე­კემ­ბრით. დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მხი­ლე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქნა ტე­რო­რის­ტულ-დი­ვერ­სი­უ­ლი, მავ­ნებ­ლუ­რი, ჯა­შუ­შუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თაც აერ­თი­ა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი.

ცენ­ტრის მი­ზა­ნი იყო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­წყვე­ტა სსრკ-დან. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა ერთ-ერთი კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს პრო­ტექ­ტო­რო­ბით.

"დამ­ტკიც­და", რომ ტი­ცი­ა­ნი 1933 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფა­შის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ეწე­ო­და მავ­ნებ­ლურ მუ­შა­ო­ბას ლი­ტე­რა­ტუ­რის ფრონტზე. რომ ჰქონ­და რე­გუ­ლა­რუ­ლი კავ­ში­რი ტროც­კის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ ჯა­შუ­შობ­და საფ­რან­გე­თის სა­სარ­გებ­ლოდ.

ბრალ­მდე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ტი­ცი­ან­მა, თავი დამ­ნა­შა­ვედ ცნო ნა­წი­ლობ­რივ. მამ­ხი­ლე­ბელ ჩვე­ნე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე, საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა "სა­მე­ულს". 15 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა "სა­მე­უ­ლის" სხდო­მის ოქმი N67. მომხსე­ნე­ბე­ლი იყო ქა­და­გიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე მხი­ლე­ბუ­ლია გას­ვი­ა­ნის, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის, საყ­ვა­რე­ლი­ძის, და­რახვე­ლი­ძის, მი­წიშ­ვი­ლის, წე­რეთ­ლის, მი­ქა­ძის, ლო­მი­ნა­ძის და კვი­ტაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე. "სა­მე­უ­ლის" თავ­მჯდო­მა­რე და წევ­რე­ბი ოქმს ხელს არ აწე­რენ, მაგ­რამ ოქ­მზე დას­მუ­ლია შინ­სა­ხკო­მის ბე­ჭე­დი და წი­თე­ლი მელ­ნით მი­წე­რი­ლია "რას­ტრე­ლი­ატ. იმუ­შესტვა პრი­ნადლ. ლიჩ­ნა ემუ კონ­ფის­კა­ვაც". ხელ­მო­წე­რა გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე იმვე დღეს, 1937 წლის 15 დე­კემ­ბერს დახ­ვრი­ტეს ისე, რომ "სა­მე­ულს" მისი საქ­მე ფორ­მა­ლუ­რა­დაც არ გა­ნუ­ხი­ლავს, ხოლო ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ტი­ცი­ა­ნი უნდა გა­და­ა­სახ­ლონ და თბი­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნე­თო!

ნინო მა­ყაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე, მთე­ლი 28 წელი ელო­და მე­უღ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას. დე­დას კი შვი­ლის ტან­საც­მე­ლი გა­მოჰ­ქონ­და აი­ვან­ზე და ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ტი­რო­და - ტიტ­კო, შვი­ლო სად ხარ ახლა..."

ია აგუ­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე

როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო, გამონაკლისი არც ქართული მწერლობა იყო. მაშინდელი ხელისუფლება ქართველ მწერლებს და პოეტებს საბჭოთა ხელისუფლების და მისი ბელადის სადიდებელი ნაწარმოებების შექმნას აიძულებდა, ვინც ამას არ დათანხმდებოდა, მათი საბოლოო ხვედრი დახვრეტა, ან შორეული ციმბირში გადასახლება იყო.

იმ რეჟიმის, რომელმაც უამრავი უდანაშაულო და ნიჭიერი ადამიანი შეიწირა, მსხვერპლია ქართველი სიმბოლისტი პოეტი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიციან ტაბიძე, რომელიც ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

დღევანდელ ჩვენს სტატიაში სწორედ ამ ლეგენდად ქცეულ პოეტზე და მის ტრაგიკულ ბედზე გვინდა რამდენიმე ეპიზოდი შევახსენოთ ჩვენს მკითხველს.

როგორ ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება ქართველ მწერლებს და პოეტებს

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან შექმნილი იყო აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილება და პოლიტიკური განათლების მთავარი სამმართველო, რომლებსაც მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში ჩარევისა და ცენზურის შეუზღუდავი უფლება ჰქონდათ.

ლიტერატურის დარგში ამ საქმის დიდოსტატი იყო რაპი (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია), რომლის ფილიალი საქართველოშიც ფუნქციონირებდა.

საბჭოთა ხელისუფლება ურჩ მწერლებს და პოეტებს, რომლებიც პარტის და ბელადის ხოტბაზე უარს ამბობდნენ, პროლეტარ მწერლებს უპირისპირებდა და მწერალთა კავშირიდან რიცხავდა.

1937 წელს კი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ პირდაპირ გაილაშქრა ურჩი ქართველი მწერლებისა და პოეტების წინააღმდეგ. ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ამბავიც მის სახელს უკავშირდება.

1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების პარტორგანიზაციის სხდომაზე ერთ-ერთმა პროლეტარმა მწერალმა თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი, რომ "ცისფერყანწელები" (იაშვილი, ტაბიძე, ლეონიძე და სხვები) დაკავშირებული იყვნენ მოსკოვში ბუხარინთან, კამენევთან და ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებების სანაცვლოდ.

მწერალთა კავშირმა მიიღო დადგენილება, მოეწვიათ პრეზიდიუმის სხდომა და სხვა საკითხებთან ერთად დაესვათ ტიციან ტაბიძის კავშირიდან გარიცხვის საკითხი. ტაბიძე მართლაც გარიცხეს, პროლეტარი მწერლები კი ამაყად აცხადებდნენ, რომ "მწერალთა კავშირში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, ჩვენ მას ხერხემალი გადავუმტვრიეთ, თუ სადმე დარჩა მათი კუდები, უნდა მოვძებნოთ და გავაგდოთო".

მართლაც მწერალთა კავშირიდან გაგდების შემდეგ ტიციანი დააპატიმრეს, წაუყენეს ბრალდება, თითქოს ის ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა პიროვნების მიერ რამდენიმე კონტრევოლუციურ ორგანიზაციაში იყო გადაბირებული. ტიციანის მეუღლე ნინო მაყაშვილი წერდა, რომ ტიციანი 1937 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერიას პირადი განკარგულებით დააპატიმრეს.

ბერიამ თავის კაბინეტში დაიბარა ტიციან ტაბიძე, დააბრალა რუს მწერლებთან მეგობრობა და მოსთხოვა ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე ტიციანის დაპატიმრებამდე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როცა ტიციანმა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა.

შეიძლება ეს ამბავი მართალი არ იყოს, მაგრამ მისი თანამედროვეები შემდეგ ამბობდნენ, რომ როცა ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს რეპრესიებიდან გადარჩენილ მწერალთა რიგებში.

რაც შეეხება რუს მწერლებთან ტიციანის მეგობრობას, იგი მართლაც მეგობრობდა მაიაკოვსკისთან, ესენინთან, პასტერნაკთან და სხვებთან, ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, ბორის პასტერნაკს სასიკვდილო სარეცელზე ბალიშის ქვეშ ორი წერილი ედო, რილკესი და ტიციანის. ტიციანის დაპატიმრების შემდეგ მწერალს მაგიდაზე ცარიელი ფურცლები დარჩა, მისმა მეუღლემ, ნინო მაყაშვილმა პასტერნაკს აჩუქა, რომელმაც თავისი უკვდავი რომანის "ექიმი ჟივაგოს" წერა სწორედ ამ ფურცლებზე დაიწყო.

1937 წლის ოქტომბრის ღამეს კი უსაყვარლეს მეუღლეს და ერთადერთ ქალიშვილს ნიტას ამ სიტყვებით გამოემშვიდობა: "იცოდეთ ერთი რამ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალში ჩახედვის არასდროს შეგრცხვებათ".

როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე

ტიციან ტაბიძემ სიცოცხლის უკანასკნელი თვეები შინსახკომის ჯურღმულებში გაატარა, ამ პერიოდს გვამცნობს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილის საქმე N10. 817. სწორედ ამ საქმის დეტალებსა და შედეგებზე ესაუბრა "რეზონანსს" ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა.

სოსო სიგუა: "შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილის საქმე N10.817 შედგება 22 ფურცლისგან, შედგენილია რუსულ ენაზე და მოიცავს ტიციანის ე.წ. მავნებლურ მოქმედებათა ძიების პროცესს. საკავშირო კომპარტიის (ბ) ცეკას 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმზე სტალინმა სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა.

საბჭოთა კავშირი ისედაც ერთი უზარმაზარი საპყრობილე იყო, მაგრამ იმჯერად დაიწყო ტოტალური წმენდა, განუკითხავი ნადირობა ადამიანებზე... პარტიის მითითებით კიდევ უფრო გააქტიურდნენ საგამოძიეო და დამსჯელი ორგანოები. საეჭვოდ მიჩნეულ მოქალაქეთა დამუშავებას ჰქონდა ორი ფორმა - ფარული (ცეკა-სა და შინსახკომში) და ღია (კრებებსა და პრესაში). ორივე მათგანი პარალელურად მიმდინარეობდა, მაგრამ მათზე ან მათ კავშირზე ეჭვმიტანილს წარმოდგენა არ ჰქონდა. მხოლოდ ბოლო მომენტში საბედისწეროდ გადაჰკვეთდა ეს ორი ხაზი ერთმანეთს.

1937 წლის 15 მაისს საქართველოს კომუნისტთა მე-10 ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა ლავრენტი ბერია. ერთი მხრივ, იგი ლაპარაკობდა საბჭოთა საქართველოს არნახულ მიღწევბეზე, მეორე მხრივ - მთელ რისხვას თავს ატეხდა ტროცკისტებს, მავნებლებს, სხვადასხვა ჯურის ბანდიტებს - ძირითადად ინტელიგენციას, მწერალთაგან განსაკუთრებული სისასტიკით მსჯელობდა პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის შესახებ. მანამდე ხომ უკვე მოასწრეს არაერთი მწერლის რეპრესირება, ახლა სხვების ჯერი დადგა.

შინსახკომში ნაწამები პატიმრები ცრუ და დამღუპველ ჩვენებებს იძლეოდნენ. 27 მარტს ლიდა გასვიანი (დაპატიმრებამდე - სახელგამის განყოფილების გამგის მოადგილე) ასახელებს ტროცკისტული და ფაშისტური ორგანიზაციის წევრებს (გამსახურდია, ჭიჭინაძე, ჯავახიშვილი, აბაშელი) ხოლო 3 აპრილს აცხადებს, რომ აღნიაშვილის განკარგულებით გამოიცა ტიციანის ლექსების წიგნიც, რომელშიც ჩართულია ლექსები გრ. რობაქიძეზე, ლომინაძესა და დუმბაძეზე. ეს იყო პირველი სიგნალი გრიგოლ რობაქიძე - ტიციანის მასწავლებელი და მეგობარი გერმანიაში დარჩა და ფაშისტად მიიჩნეოდა. ხოლო ლომინაძე და დუმბაძე ტროცკისტები ე.ი. ხალხის მტრები იყვნენ.

მათი სიახლოვე და მათი მფარველობა პოეტს მძიმე დანაშაულად ეთვლებოდა. 21 მაისს ბუდუ მდივანი (დაპატიმრებამდე საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) მიუთითებს, რომ გასვიანმა მისი დავალებით ტერორისა და დივერსიისთვის სხვა მწერლებთან ერთად ჩაითრია ტიციანი. როგორც ვხედავთ, ტიციანი ტერორისტიც ყოფილა! 12 ივნისს დავით წერეთელი (დაპატიმრებამდე - ლიტფონდის დირექტორის მოადგილე) უჩვენებს, რომ ტიციანიც ანტისაბჭოურად არის განწყობილი, მსჯელობს აუტანელ პარტიულ რეჟიმზე, აკრიტიკებს ბერიას, ამბობს, რომ არ არის შემოქმედებისათვის საჭირო პირობები, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და გააგდონ ბერია.

9 ოქტომბერს პავლე საყვარელიძემ (დაპატიმრებამდე "ფედერაციის" განყოფილების გამგე) ტიციან ტაბიძე ფაშისტურ-ნაციონალისტური ჯგუფის აქტიურ წევრად დაასახელა.

იმავე დღეს, შინსახკომის დადგენილებით, რომელიც დაამტკიცა სახალხო კომისარმა გოგლიძემ, გაიცა ტიციან ტაბიძის (მცხოვრები გრიბოედოვის ქ. N18) დაპატიმრების ორდერი N1.344. პოეტი დამნაშავედ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58/10 და 11 მუხლით. განესაზღვრა ცალკე საკანში ყოფნა. ორდერი მიიღო ლეიტენანტმა კრიმიანმა, მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის თანაშემწემ. მანვე ჩაატარა პოეტის ბინის ჩხრეკა. დადგენილებას ხელს აწერს მე-4 განყოფილების უფროსი ქობულოვი, ერთვის "სპრავკა" გრიფით "სოვერშენო სეკრეტნო" - ამბობს სოსო სიგუა.

პოეტის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე იგონებს, რომ ღამის ორ საათზე მანქანის ხმა მოესმა. დედას და მამას არაფერი გაუგიათ. მკვდარივით ეძინათ. კარი გავაღე, ოთხნი იყვნენ, ტიციან ტაბიძე აქ ცხოვრობსო? მკითხეს და ქაღალდი მაჩვენეს - დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთო. მამა გავაღვიძე, მახსოვს, სავარძელში იჯდა, ხელები უთრთოდა, სიგარეტს ვერაფრით მოუკიდა. ისინი სახლს ჩხრეკდნენ. წაიღეს ფიროსმანის მიერ დახატული რუსთაველი, მამას პორტრეტი და ანდრეი ბელის ნაჩუქარი "დრევა ჟიზნი". 3 საათზე სახლის ჩხრეკას მორჩნენ.

პროეტი ორთაჭალის ციხეში მოათავსეს. მეორე დღეს, 10 ოქტომბერს ტიციანმა წითელი მელნით შეავსო პატიმრის ანკეტა და ხელი მოაწერა. ამის შემდეგ 10 დეკემბრამდე საქმე N10.817 დუმს, არაფერი ვიცით, როგორ მიდიოდა ძიება, ან თუ გრძელდებოდა საერთოდ. პოეტი ცალკე საკანში იყო მოთავსებული. როგორც 1954 წლის ივნისში დაკითხვის დროს აღიარა ჩეკისტმა ვახტანგ არზანოვმა, კრიმიანი სასტიკად აწამებდა ტიციანს, რათა იგი გამოტეხილიყო, როგორც რომელიღაცა ორგანიზაციის წევრი.

ორთვიანი წამების შემდეგ, 10 დეკემბერს გაფორმდა ტიციან ტაბიძის დაკითხვის ერთადერთი ოქმი, რომელსაც ხელს აწერდნენ შინსახკომის მე-4 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების უფროსი ქადაგიშვილი და ოპერრწმუნებული პანკოვი. ყველა ფურცელს ხელს აწერს ტიციანი".

დაკითხვის ოქმი

სოსო სიგუა: "დაკითხვის ოქმში პოეტი აღნიშნავს, რომ იგი იყო "ცისფერი ყანწების" წევრი, რომელსაც ნაციონალისტურ-ბურჟუაზიული, ფაშისტური ხასიათი ჰქონდა. მას ხელმძღვანელობდნენ ტიციანი, პაოლო და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო მათ იდეას იზიარებდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ მიწიშვილი, ალი არსენიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, სერგო კლდიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ივანე ფიფია, გიორგი ლეონიძე.

ჯგუფი ოფიციალურად მოქმედებდა 1928 წლამდე, ფაქტობრივად კი არსებობდა ბრალდებულის დაპატიმრებამდე. ზოგიერთი წევრი, მაგალითად გრიგოლ რობაქიძე ეწეოდა ფაშისტურ მოღვაწეობას. ტიციანი "აღიარებს" რომ თურმე მასაც უცდია, შეექმნა საბჭოთა კავშირში "კონტრრევოლუციონერ მწერალთა გაერთიანება", ამ მიზნით დაკავშირებია პასტერნაკს, ტიხონოვს, პავლენკოს, ტინიანოვს, ბაჟანს, ტინიანის, კორნეიჩუკს და სხვებს.

ესენი თარგმნიდნენ და ბეჭდავდნენ ქართულ ნაციონალისტურ ნაწერებს. თითქოს ტიციანი, პაოლო, მიწიშვილი, ლეონიძე იყვნენ საგამოცმემლო საქმის მონოპოლისტები და ასე ნიღბავდნენ კონტრრევოლუციურ მუშაობას, იკრებდნენ ახალგაზრდებს. მიზანი იყო - ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლებასთან, ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური წყობილების რეაბილიტაცია, საამისოდ მიმართავდნენ შპიონაჟს, დივერსიას, ტერორს".

საბრალდებო დასკვნა

სოსო სიგუა: "არსებობს ტიციანის მხოლოდ ერთი დაკითხვის ოქმი, ისიც შედგა დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ, დახვრეტის წინა დღეებში. გამოძიების "დამთავრების" შემდეგ, საქმე გადაეცა პროკურატურას.

საბრალდებო დასკვნა თარიღდება 14 დეკემბრით. დასკვნაში ნათქვამია, რომ მხილებული და განადგურებული იქნა ტერორისტულ-დივერსიული, მავნებლური, ჯაშუშური ორგანიზაციები, რომელთაც აერთიანებდა საქართველოს ნაციონალური ცენტრი.

ცენტრის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს მოწყვეტა სსრკ-დან. დამოუკიდებელი საქართველოს ბურჟუაზიული სახელმწიფოს შექმნა ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორობით.

"დამტკიცდა", რომ ტიციანი 1933 წლიდან მონაწილეობდა ფაშისტურ ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ მუშაობას ლიტერატურის ფრონტზე. რომ ჰქონდა რეგულარული კავშირი ტროცკისტულ ორგანიზაციებთან, რომ ჯაშუშობდა საფრანგეთის სასარგებლოდ.

ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ ტიციანმა, თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ. მამხილებელ ჩვენებათა საფუძველზე, საქმე განსახილველად გადაეცა "სამეულს". 15 ოქტომბერს შედგა "სამეულის" სხდომის ოქმი N67. მომხსენებელი იყო ქადაგიშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ტიციან ტაბიძე მხილებულია გასვიანის, მგალობლიშვილის, საყვარელიძის, დარახველიძის, მიწიშვილის, წერეთლის, მიქაძის, ლომინაძის და კვიტაშვილის ჩვენებათა საფუძველზე. "სამეულის" თავმჯდომარე და წევრები ოქმს ხელს არ აწერენ, მაგრამ ოქმზე დასმულია შინსახკომის ბეჭედი და წითელი მელნით მიწერილია "რასტრელიატ. იმუშესტვა პრინადლ. ლიჩნა ემუ კონფისკავაც". ხელმოწერა გაურკვეველია.

ტიციან ტაბიძე იმვე დღეს, 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს ისე, რომ "სამეულს" მისი საქმე ფორმალურადაც არ განუხილავს, ხოლო ოჯახს შეატყობინეს, ტიციანი უნდა გადაასახლონ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო!

ნინო მაყაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მთელი 28 წელი ელოდა მეუღლის დაბრუნებას. დედას კი შვილის ტანსაცმელი გამოჰქონდა აივანზე და ცხარე ცრემლებით ტიროდა - ტიტკო, შვილო სად ხარ ახლა..."

ია აგულაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა