პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილები, რომლებიც ავიაკატასტროფაში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ
ცნობილები, რომლებიც ავიაკატასტროფაში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ

რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მსგავ­სად, ფორს-მა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ხვდე­ბი­ან. მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხში­რად სა­ა­ვი­ა­ციო შემ­თხვე­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ნიც გამ­ხდა­რან.

2008 წელს ჩი­კა­გოს აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბი­სას "გილფსტრი­მის" ტი­პის პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვი სხვა საფ­რენ აპა­რატს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვა ალ­ბათ არც გახ­მა­ურ­დე­ბო­და, "გოლფსტრი­მის" ერთ-ერთი მგზავ­რი, აშშ-ის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მა­შინ კი ილი­ნო­ი­სის შტა­ტის სე­ნა­ტო­რი ბა­რაკ ობა­მა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო. მისი თვითმფრი­ნა­ვი ფრთით მი­წა­ზე მდგარ მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვის ფრთას წა­მო­ე­დო. საფ­რენ­მა აპა­რა­ტებ­მა უმ­ნიშ­ნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ამე­რი­კის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი კი უვ­ნე­ბე­ლი დარ­ჩა.

2000 წლის 20 დე­კემ­ბერს ავი­ლა­ი­ნე­რი რომ­ლის ბორტზეც მსა­ხი­ო­ბი სან­დრა ბა­ლო­კი იმ­ყო­ფე­ბო­და ტე­ჰა­სი­დან ვა­ი­ო­მინ­გში მიფ­რი­ნავ­და. უა­მინ­დო­ბის გამო პი­ლო­ტებ­მა ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი ვერ და­ი­ნა­ხეს და თვითმფრი­ნა­ვი მოშ­რე­ბით დას­ვეს. კორ­პუ­სის და­ზი­ა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბორტზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

2010 წელს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რიო კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ი­სით ნიუ-იორ­კი­დან მოს­კოვ­ში მგზავ­რობ­და. მსა­ხი­ობს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ამუ­რის ვე­ფხვე­ბის გა­გა­სარ­ჩენ სა­მი­ტში უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აფ­რე­ნი­დან 30 წამ­ში თვითმფრი­ნა­ვის მარ­ცხე­ნა ძრა­ვა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და. პი­ლო­ტებ­მა გა­უ­მარ­თა­ვი ლა­ი­ნე­რი ერთი ძრა­ვით დას­ვეს. თუმ­ცა მა­ნამ­დე ნიუ-იორ­კის თავ­ზე საწ­ვა­ვის მა­რა­გის ამო­წურ­ვის­თვის 2 სთ დაფ­რი­ნავ­დნენ. დაჯ­დო­მის შემ­დეგ ლე­ო­ნარ­დომ პი­ლო­ტებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მათ სა­კუ­თა­რი აფ­ტოგ­რა­ფე­ბიც და­უ­რი­გა.

ჰა­რი­სონ ფორ­დი არა მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პი­ლო­ტი­ცაა. 1999 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ფორ­დი ინ­სტრუქ­ტორ­თან ერ­თად შვე­ულმფრე­ნით დაფ­რი­ნავ­და. გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი დამ­შრა­ლი მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. შვე­ულმფრე­ნი და­იმ­ტვრა, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი და ინ­სტრუქ­ტო­რი უვ­ნე­ბელ­ნი დარ­ჩნენ.

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას შემ­თხვე­ვით ახალ­გაზ­რდა საბ­ჭო­თა პო­ე­ტი ან­დრეი ვოზ­ნე­სენ­სკიც გა­და­ურ­ჩა. მას რე­ის­ზე და­აგ­ვი­ან­და და ნო­ვო­სი­ბირსკი­დან მოს­კოვ­ში მხო­ლოდ მისი ბარ­გი გაფ­რინ­და. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე პო­ე­ტი მომ­დევ­ნო რე­ი­სით გა­ემ­გზავ­რა. 5 წუ­თი­ან­მა დაგ­ვი­ა­ნე­ბამ ვოზ­ნე­სენ­სკის სი­ცო­ცხლე გა­და­ურ­ჩი­ნა. მოს­კოვ­ში ჩა­სულ­მა შე­ი­ტყო, რომ თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და და ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

ცნობილები, რომლებიც ავიაკატასტროფაში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ

ცნობილები, რომლებიც ავიაკატასტროფაში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ

რიგითი მოქალაქეების მსგავსად, ფორს-მაჟორულ სიტუაციებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ხვდებიან. მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები ხშირად საავიაციო შემთხვევების მონაწილენიც გამხდარან.

2008 წელს ჩიკაგოს აეროპორტში დაშვებისას "გილფსტრიმის" ტიპის პატარა თვითმფრინავი სხვა საფრენ აპარატს დაეჯახა. შემთხვევა ალბათ არც გახმაურდებოდა, "გოლფსტრიმის" ერთ-ერთი მგზავრი, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მაშინ კი ილინოისის შტატის სენატორი ბარაკ ობამა რომ არ ყოფილიყო. მისი თვითმფრინავი ფრთით მიწაზე მდგარ მეორე თვითმფრინავის ფრთას წამოედო. საფრენმა აპარატებმა უმნიშნელო დაზიანებები მიიღეს. ამერიკის მომავალი პრეზიდენტი კი უვნებელი დარჩა.

2000 წლის 20 დეკემბერს ავილაინერი რომლის ბორტზეც მსახიობი სანდრა ბალოკი იმყოფებოდა ტეჰასიდან ვაიომინგში მიფრინავდა. უამინდობის გამო პილოტებმა ასაფრენი ბილიკი ვერ დაინახეს და თვითმფრინავი მოშრებით დასვეს. კორპუსის დაზიანების მიუხედავად, ბორტზე მყოფი ადამიანებიდან არავინ დაშავებულა.

2010 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო კომერციული რეისით ნიუ-იორკიდან მოსკოვში მგზავრობდა. მსახიობს სანკტ-პეტერბურგში ამურის ვეფხვების გაგასარჩენ სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა. აფრენიდან 30 წამში თვითმფრინავის მარცხენა ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. პილოტებმა გაუმართავი ლაინერი ერთი ძრავით დასვეს. თუმცა მანამდე ნიუ-იორკის თავზე საწვავის მარაგის ამოწურვისთვის 2 სთ დაფრინავდნენ. დაჯდომის შემდეგ ლეონარდომ პილოტებს მადლობა გადაუხადა და მათ საკუთარი აფტოგრაფებიც დაურიგა.

ჰარისონ ფორდი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ პროფესიონალი პილოტიცაა. 1999 წელს კალიფორნიაში, ფორდი ინსტრუქტორთან ერთად შვეულმფრენით დაფრინავდა. გაუმართაობის გამო საფრენი აპარატი დამშრალი მდინარის ხეობაში ჩავარდა. შვეულმფრენი დაიმტვრა, თუმცა მსახიობი და ინსტრუქტორი უვნებელნი დარჩნენ.

ავიაკატასტროფას შემთხვევით ახალგაზრდა საბჭოთა პოეტი ანდრეი ვოზნესენსკიც გადაურჩა. მას რეისზე დააგვიანდა და ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მხოლოდ მისი ბარგი გაფრინდა. დანიშნულების ადგილზე პოეტი მომდევნო რეისით გაემგზავრა. 5 წუთიანმა დაგვიანებამ ვოზნესენსკის სიცოცხლე გადაურჩინა. მოსკოვში ჩასულმა შეიტყო, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა