Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჯერა, რომ საქართველოში გიგანტური ადამიანი ცხოვრობდა" - შედეგი, რომელიც "დისქავერის" ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მოჰყვა
"მჯერა, რომ საქართველოში გიგანტური ადამიანი ცხოვრობდა" - შედეგი, რომელიც "დისქავერის" ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მოჰყვა

გა­სულ ზა­ფხულს, რო­გორც იცით, სა­ქარ­თვე­ლო­ში "დის­ქა­ვე­რის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც ბორ­ჯო­მი-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარკში ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის ნაკ­ვა­ლევს გა­უყ­ვა, რა­ზეც ფილ­მიც გა­და­ი­ღეს. მათი ნა­მუ­შე­ვა­რი "დი­ქა­ვე­რის" ეთერ­ში უკვე გა­ვი­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ბო­ლო­ოდ ამ ყვე­ლა­ფერ­მა რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ამი­ტომ ვე­სა­უბ­რეთ ამ ექ­სპე­დი­ცი­ის ერ­თა­დერთ მო­ნა­წი­ლე ქალ­ბა­ტონს, ჟურ­ნა­ლისტ ლელა ნი­ნუ­ას:

- "დის­ქა­ვე­რის" სტუმ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და რაც მთა­ვა­რია, მეც­ნი­ე­რე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. დე­ლე­გა­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­და, სა­ნამ აქ ჩა­მო­ვი­დო­და, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე იყო, - წა­სუ­ლი­ყო აფ­რი­კა­ში თუ ჩა­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათი არ­ჩე­ვა­ნი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე შე­ჩერ­და.

- რა­ტომ?

- ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორც იცით, სა­ფუძ­ვე­ლი წლე­ბის წინ, კერ­ძოდ, 2008 წელს ჩა­ე­ყა­რა. სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბი­ლი ექ­სპე­დი­ცი­ით, რო­მელ­საც ის­ტო­რი­კო­სი ერეკ­ლი ჯუ­ლა­ყი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ჯგუ­ფი რამ­დე­ნი­მე წევ­რის­გან და­კომ­პლექტდა და ის, რაც მა­შინ ჩემ­მა ობი­ექ­ტივ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, მათ­თვის საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ წელს აქ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თველ არ­ქე­ო­ლო­გებ­თან, ის­ტო­რი­კო­სებ­თან და მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, იგი­ვე გზა გა­ევ­ლოთ. ისი­ნი არა მხო­ლოდ შე­დეგ­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი, არა­მედ თვით იმ რთულ, გა­უკ­ვა­ლავ და ცვა­ლე­ბადკ­ლი­მა­ტი­ა­ნი გზით აღ­ფრთო­ვან­დნენ, რა­საც ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად ვაქ­ცევ­დით. მე­გე­ლი­თუ­რი ფი­ლე­ბი გზა­დაგ­ზა აო­ცებ­და ფილ­მის წამ­ყვანს, ეზო­თე­რიკ­სა და მწე­რალს ბრი­უს ფე­ნე­ტონს. მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ თა­ვად გა­რე­მო, დე­ტა­ლე­ბი, ნა­ქა­ლა­ქა­რი, სა­მარ­ხი მათ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და და იმას პა­სუ­ხობ­და, რა­საც ისი­ნი ეძებ­დნენ. ბო­ლომ­დე არა­ფერს ამ­ბობ­დნენ და ეს ფილმშიც ჩანს, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში მხო­ლოდ ცალ­კე მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფის­თვის წა­რად­გი­ნეს.

- ის კად­რე­ბი, რაც მათ ამ ზა­ფხულს გა­და­ი­ღეს, სრუ­ლად აჩ­ვე­ნეს ფილმში?

- 12-სა­ა­თი­ა­ნი მა­სა­ლის ჯერ მხო­ლოდ 1% გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მე­ლიც ასე ახ­სნეს, რომ ფილ­მი მარ­თა­ლია "დის­ქა­ვერ­ზე" გა­ვი­და, მაგ­რამ ის სპე­ცი­ა­ლურ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე იყო გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც არა მხო­ლოდ აინ­ტე­რე­სებს ეს თემა, არა­მედ წლე­ბია, ამა­ზე მუ­შა­ობს. ამო­უხ­სნე­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მათ შე­დე­გე­ბის და­დე­ბა სხვა დრო­ის­თვის გა­და­დეს, ფილმში კი­თხვე­ბი დას­ვეს და ეს ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბიც არის. ნა­მუ­შევ­რის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ აშშ მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე შემ­დეგ ზა­ფხულს კვლავ და­გეგ­მა ფილ­მის გა­და­ღე­ბა და ამ ად­გი­ლის სა­ე­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შას­წავ­ლის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. დღეს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი და ზო­გა­დად თემა, უკვე სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის ეპი­ცენ­ტრად იქცა. "დის­ქა­ვე­რის" სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნდთან ერ­თად, წმინ­და მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, აინ­ტე­რე­სებს ჩა­ა­ტა­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპე­დი­ცია.

- ეს ინ­ფორ­მა­ცია უშუ­ა­ლოდ ვის­გან გაქვს?

- ეს მე ბრი­უსს­მა და­მი­დას­ტუ­რა და იკი­თხა ასე­ვე ვერ­ტმფრე­ნის შე­სა­ხე­ბაც, რად­გან ჯგუ­ფი უნდა ჩა­მო­ვი­დეს ე.წ. რა­და­რე­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რით. იმ გზის გავ­ლას ფე­ხით აღარ აპი­რე­ბენ. გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ამი­ტო­მაც შე­მო­ი­ნა­ხეს და იქ უკვე ვერ­ტმფრე­ნით აპი­რე­ბენ ჩაფ­რე­ნას. ბრი­უს­მა ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე ითხო­ვა მხარ­და­ჭე­რა და ჩარ­თუ­ლო­ბაც ამ საქ­მე­ში, რად­გან ყვე­ლა­ფერ ამას ნე­ბარ­თვა და ქვეყ­ნის და­ინ­ტე­რე­სე­ბაც სჭირ­დე­ბა. ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე კი ფილ­მს ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ელო­დე­ბი­ან. რაც შე­ხე­ბა ამ საქ­მე­ში ჩემ ჩარ­თუ­ლო­ბას და ინ­ტე­რესს, ვი­საც ჩემი მუ­შა­ო­ბას პრინ­ცი­პი და თე­მე­ბის ის­ტო­რია ოდ­ნავ მა­ინც ახ­სოვს, მიყ­ვარს თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც რთუ­ლია მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა დროს და ყვე­ლა ას­პექ­ტში. მი­ხა­რია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა "დის­ქა­ვე­რის" წამ­ყვა­ნი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ ჩემი სა­ხე­ლი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში შევა.

ჩვენ ასე­ვე ხელთ გაქვს ამ ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რის, "დი­ქა­ვე­რის" წამ­ყვა­ნის, მწერ­ლის, ეზო­თე­რი­კის, ბრი­უს ფე­ნე­ტო­ნის ინ­ტერ­ვი­უც:

- სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­დი, ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ეკ­ვა­დორ­ში ისეთ კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ძველ, და­კარ­გულ ქა­ლა­ქებს ეძებს, ასე­ვე იქ მცხოვ­რებ გი­გან­ტურ ადა­მი­ა­ნებს. მერე ამ თე­მით არხი "დი­ქა­ვე­რიც" და­ინ­ტე­რეს­და და და­მი­კავ­შირ­დნენ. გა­მი­ხარ­და, რად­გან მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ახალ სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მოც­დი­ლე­ბის კუ­თხით, ბევ­რის­მომ­ცე­მი იქ­ნე­ბო­და. ხოლო თუ აქ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ეს იმა­შიც და­მეხ­მა­რე­ბო­და, რომ ეკ­ვა­დორ­ში და სხვა ად­გი­ლებ­შიც და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა ეს.

- რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ?

- რო­დე­საც მი­თხრეს, ბორ­ჯო­მი-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარკში ხომ არ წა­მოხ­ვა­ლო, მე­გო­ნა, რომ მან­ძი­ლი პა­ტა­რა იქ­ნე­ბო­და, რა­შიც მოვ­ტყუვ­დი. საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის გავ­ლა მოგ­ვიხ­და, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იქა­უ­რი ბუ­ნე­ბი­თა და რე­ლი­ე­ფით, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის­თვის სა­ო­ცა­რი მა­სა­ლე­ბით.

- გჯე­რათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის ად­გი­ლია, სა­დაც გო­ლი­ა­თე­ბი წარ­მო­იშ­ვნენ და ცხოვ­რობ­დნენ?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლეს დრო­ში გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც ცხოვ­რობ­დნენ. გი­გან­ტურ­ში ვგუ­ლის­ხმობ სი­მაღ­ლე­ში - 2 - 2,5 მეტრს. ამის თქმის სა­ფუძ­ველს ის ძვლე­ბი იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­პო­ვეთ. ვიგ­რძე­ნი და ვნა­ხე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცია რამ­დე­ნი­მე ათა­სი წლის წინ იყო. ეროვ­ნულ პარკში, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ბევ­რი აუხ­სნე­ლი ად­გი­ლია. მთა­ში უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბი ვნა­ხე, ძვე­ლი და­კარ­გუ­ლი კულ­ტუ­რა, რო­მელ­საც მა­ღა­ლი დო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო შეს­წავ­ლა და გა­გე­ბა სჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, იქ სე­რი­ო­ზუ­ლი ექ­სპე­დი­ცია უნდა ჩა­ვი­დეს, მაგ­რამ ამის­თვის ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ჭი­რო, რომ იქ მა­ღა­ლი დო­ნის გა­თხრე­ბი ვა­წარ­მო­ოთ.

- მოკ­ლედ, ფიქ­რობთ, რომ იქ მარ­თლაც ცხოვ­რობ­და გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი?

- დიახ, ასე ვფიქ­რობ და იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამის­თვის არა­ერთ სარ­წმუ­ნო ფაქტს ვი­პო­ვით და მსოფ­ლიო გა­ი­გებს იმის შე­სა­ხებ, რომ უზარ­მა­ზა­რი აღ­ნა­გო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად ცხოვ­რობ­დნენ და რომ იქ არის და­კარ­გუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გახ­სნი­ლად და ღიად ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, რად­გა­ნაც ამ მა­სა­ლე­ბის ამოხ­სნა, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მსოფ­ლი­ოს­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ამას­თან, თქვე­ნი ქვე­ყა­ნა ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მე­ტად მიმ­ზი­დევ­ლი გახ­დე­ბა. აქ უამ­რავ ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა ჩა­მოს­ვლა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ნახ­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს. მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ქარ­თველ მკვლე­ვა­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იქ უფრო სე­რი­ო­ზულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვი­პო­ვით და­კარ­გუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რაც შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე ძვე­ლიც კი აღ­მოჩ­ნდეს დე­და­მი­წა­ზე.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"მჯერა, რომ საქართველოში გიგანტური ადამიანი ცხოვრობდა" - შედეგი, რომელიც "დისქავერის" ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მოჰყვა

"მჯერა, რომ საქართველოში გიგანტური ადამიანი ცხოვრობდა" - შედეგი, რომელიც "დისქავერის" ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მოჰყვა

გასულ ზაფხულს, როგორც იცით, საქართველოში "დისქავერის" გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული, რომელიც ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ქართველ მეცნიერებთან ერთად, გიგანტური ადამიანის ნაკვალევს გაუყვა, რაზეც ფილმიც გადაიღეს. მათი ნამუშევარი "დიქავერის" ეთერში უკვე გავიდა.

საინტერესოა, საბოლოოდ ამ ყველაფერმა რა შედეგი გამოიღო. ამიტომ ვესაუბრეთ ამ ექსპედიციის ერთადერთ მონაწილე ქალბატონს, ჟურნალისტ ლელა ნინუას:

- "დისქავერის" სტუმრობამ საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების და რაც მთავარია, მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია. დელეგაცია, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, სანამ აქ ჩამოვიდოდა, არჩევანის წინაშე იყო, - წასულიყო აფრიკაში თუ ჩამოსულიყო საქართველოში. მათი არჩევანი ჩვენს ქვეყანაზე შეჩერდა.

- რატომ?

- ამ ყველაფერს როგორც იცით, საფუძველი წლების წინ, კერძოდ, 2008 წელს ჩაეყარა. სახელდახელოდ მოწყობილი ექსპედიციით, რომელსაც ისტორიკოსი ერეკლი ჯულაყიძე ხელმძღვანელობდა. ჯგუფი რამდენიმე წევრისგან დაკომპლექტდა და ის, რაც მაშინ ჩემმა ობიექტივმა დააფიქსირა, მათთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ წელს აქ ჩამოსულიყვნენ და 10 დღის განმავლობაში ქართველ არქეოლოგებთან, ისტორიკოსებთან და მეცნიერებთან ერთად, იგივე გზა გაევლოთ. ისინი არა მხოლოდ შედეგზე იყვნენ ორიენტირებულნი, არამედ თვით იმ რთულ, გაუკვალავ და ცვალებადკლიმატიანი გზით აღფრთოვანდნენ, რასაც ჩვენ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდით. მეგელითური ფილები გზადაგზა აოცებდა ფილმის წამყვანს, ეზოთერიკსა და მწერალს ბრიუს ფენეტონს. მაშინვე ითქვა, რომ თავად გარემო, დეტალები, ნაქალაქარი, სამარხი მათ ინტერესს იწვევდა და იმას პასუხობდა, რასაც ისინი ეძებდნენ. ბოლომდე არაფერს ამბობდნენ და ეს ფილმშიც ჩანს, რომელიც ამერიკაში მხოლოდ ცალკე მეცნიერთა ჯგუფისთვის წარადგინეს.

- ის კადრები, რაც მათ ამ ზაფხულს გადაიღეს, სრულად აჩვენეს ფილმში?

- 12-საათიანი მასალის ჯერ მხოლოდ 1% გამოიყენეს, რომელიც ასე ახსნეს, რომ ფილმი მართალია "დისქავერზე" გავიდა, მაგრამ ის სპეციალურ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, რომელსაც არა მხოლოდ აინტერესებს ეს თემა, არამედ წლებია, ამაზე მუშაობს. ამოუხსნელი ფაქტების შესახებ მათ შედეგების დადება სხვა დროისთვის გადადეს, ფილმში კითხვები დასვეს და ეს ადვილად გასაგებიც არის. ნამუშევრის ჩვენების შემდეგ აშშ მეცნიერთა ჯგუფმა საქართველოზე შემდეგ ზაფხულს კვლავ დაგეგმა ფილმის გადაღება და ამ ადგილის საეთაშორისო დონეზე შასწავლის სურვილი გამოთქვა. დღეს კი აღნიშნული ადგილი და ზოგადად თემა, უკვე სრულმასშტაბიანი ექსპედიციის ეპიცენტრად იქცა. "დისქავერის" საერთაშორისო გუნდთან ერთად, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, აინტერესებს ჩაატაროს საერთაშორისო ექსპედიცია.

- ეს ინფორმაცია უშუალოდ ვისგან გაქვს?

- ეს მე ბრიუსსმა დამიდასტურა და იკითხა ასევე ვერტმფრენის შესახებაც, რადგან ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს ე.წ. რადარებითა და სპეციალური აპარატურით. იმ გზის გავლას ფეხით აღარ აპირებენ. გადაღებული კადრები ამიტომაც შემოინახეს და იქ უკვე ვერტმფრენით აპირებენ ჩაფრენას. ბრიუსმა ასევე სახელმწიფო დონეზე ითხოვა მხარდაჭერა და ჩართულობაც ამ საქმეში, რადგან ყველაფერ ამას ნებართვა და ქვეყნის დაინტერესებაც სჭირდება. ევროპის ბაზარზე კი ფილმს ოქტომბრის ბოლოს ელოდებიან. რაც შეხება ამ საქმეში ჩემ ჩართულობას და ინტერესს, ვისაც ჩემი მუშაობას პრინციპი და თემების ისტორია ოდნავ მაინც ახსოვს, მიყვარს თემები, რომლებზედაც რთულია მუშაობა ყველა დროს და ყველა ასპექტში. მიხარია და ბედნიერი ვარ, როცა "დისქავერის" წამყვანი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი სახელი მსოფლიო ისტორიაში შევა.

ჩვენ ასევე ხელთ გაქვს ამ ექსპედიციის წევრის, "დიქავერის" წამყვანის, მწერლის, ეზოთერიკის, ბრიუს ფენეტონის ინტერვიუც:

- სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ჩართული ვიყავი ეკვადორში ისეთ კვლევაში, რომელიც ძველ, დაკარგულ ქალაქებს ეძებს, ასევე იქ მცხოვრებ გიგანტურ ადამიანებს. მერე ამ თემით არხი "დიქავერიც" დაინტერესდა და დამიკავშირდნენ. გამიხარდა, რადგან მომეცა საშუალება, ახალ საინტერესო კვლევაში ჩავრთულიყავი. საქართველოს მთებში მოგზაურობა ჩემთვის საინტერესო და გამოცდილების კუთხით, ბევრისმომცემი იქნებოდა. ხოლო თუ აქ საშუალება მომეცემოდა, დამემტკიცებინა გიგანტური ადამიანის არსებობის შესახებ, ეს იმაშიც დამეხმარებოდა, რომ ეკვადორში და სხვა ადგილებშიც დამემტკიცებინა ეს.

- რა მოლოდინი გქონდათ?

- როდესაც მითხრეს, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხომ არ წამოხვალო, მეგონა, რომ მანძილი პატარა იქნებოდა, რაშიც მოვტყუვდი. საკმაოდ რთული მონაკვეთების გავლა მოგვიხდა, რაც ძალიან საინტერესო იყო. გაკვირვებული ვიყავი იქაური ბუნებითა და რელიეფით, არქეოლოგიური კვლევისთვის საოცარი მასალებით.

- გჯერათ, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც გოლიათები წარმოიშვნენ და ცხოვრობდნენ?

- დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უძველეს დროში გიგანტური ადამიანები მართლაც ცხოვრობდნენ. გიგანტურში ვგულისხმობ სიმაღლეში - 2 - 2,5 მეტრს. ამის თქმის საფუძველს ის ძვლები იძლევა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიპოვეთ. ვიგრძენი და ვნახე, რომ საქართველოში უძველესი ცივილიზაცია რამდენიმე ათასი წლის წინ იყო. ეროვნულ პარკში, აღნიშნულ მონაკვეთზე ბევრი აუხსნელი ადგილია. მთაში უცნაური რაღაცები ვნახე, ძველი დაკარგული კულტურა, რომელსაც მაღალი დონის სამეცნიერო შესწავლა და გაგება სჭირდება. მოკლედ, იქ სერიოზული ექსპედიცია უნდა ჩავიდეს, მაგრამ ამისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთანაა თანამშრომლობა საჭირო, რომ იქ მაღალი დონის გათხრები ვაწარმოოთ.

- მოკლედ, ფიქრობთ, რომ იქ მართლაც ცხოვრობდა გიგანტური ადამიანი?

- დიახ, ასე ვფიქრობ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის არაერთ სარწმუნო ფაქტს ვიპოვით და მსოფლიო გაიგებს იმის შესახებ, რომ უზარმაზარი აღნაგობის ადამიანები საქართველოში ნამდვილად ცხოვრობდნენ და რომ იქ არის დაკარგული ცივილიზაცია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით გახსნილად და ღიად ვითანამშრომლებთ, რადგანაც ამ მასალების ამოხსნა, არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის არის აუცილებელი.

ამასთან, თქვენი ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით მეტად მიმზიდევლი გახდება. აქ უამრავ ადამიანს მოუნდება ჩამოსვლა, არაჩვეულებრივი ადგილებისა და კულტურის ნახვა, რომელიც საქართველოში არსებობს. მე დაინტერესებული ვარ ქართველ მკვლევარებთან თანამშრომლობით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქ უფრო სერიოზულ მტკიცებულებას ვიპოვით დაკარგული ცივილიზაციის შესახებ, რაც შესაძლოა, ყველაზე ძველიც კი აღმოჩნდეს დედამიწაზე.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია