გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალიტ ზაზა დავითაიას ტვინის შერყევა აქვს და რკინიგზის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაზეთის ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ზაზა დავითაიაზე თავდასხმა გუშინ მოხდა და აღნიშნულზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
"ეს უკვე მეორე შემთხვევაა ზაზა დავითაიაზე თავდასხმის. ყველაფერი დაიწყო სააკაშვილისა და მისი ხროვის ყბადაღებული სარფის შეხვედრის შემდეგ, როდესაც ამ გარყვნილმა და თახსირმა პრეზიდენტყოფილმა მოიწვია თავისი სექტის წევრები და სარფში მიიღეს გადაწყვეტილება. ამ კაცმა პირადად ბოკერიას "ნაციონალური მოძაობის" თვალმოჭუტულ პითონს დაავალა, რომ ალაგმოს "ასავალ-დასავალი" და მისი თანამშრომლები. ეს არის ამის შედეგი. ხაზგასმით ვამბობ და ესენი პასუხს მიიღებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეძვრა გველი და სულ მალე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ქარველი ხალხი აბრიალებული ჩირაღდნებით შეიჭრება და გადაწვავას იქაურობას. ამას გააკეთებს ჩვენი ათეულ ათასობით მკითხველი", - აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ.