მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავების საიდუმლო ცხოვრება -არასტანდარტული წყვილები
ვარსკვლავების საიდუმლო ცხოვრება -არასტანდარტული წყვილები

ერთი შე­ხედ­ვით არა­ვი­სი საქ­მე არ არის, ვინ ვის­ზე გა­თხოვ­დე­ბა ან ცო­ლად ვის მო­იყ­ვანს, მაგ­რამ რო­დე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნია. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ სი­ტყვებს, "რა შე­უ­ფე­რე­ბე­ლი წყვი­ლია", "რო­გორ იქ­ცე­ვი­ან", "რა აქვთ ამათ სა­ერ­თო", "ეს გო­გო­ნა რო­გორ მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად" ან "რა­ტომ გა­თხოვ­და მას­ზე", მაგ­რამ ასე­თი ფრა­ზე­ბი ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლებს ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებთ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ინც და ბოლო წლე­ბია - სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

წარ­მო­გიდ­გენთ წყვი­ლებს, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა დროს, ქორ­წი­ნე­ბი­თა თუ და­შო­რე­ბის უც­ნა­უ­რი ფორ­მით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ო­ცეს.

მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი­სა და ვენ­სან კა­სე­ლის 17-წლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო მა­რა­თო­ნი და­შო­რე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა ამ­დე­ნი ხნის ერ­თად გა­ტა­რე­ბის და ორი სა­ერ­თო შვი­ლის შემ­დეგ პრე­სა აღარ ელო­და, რომ ურჩხუ­ლი და მზე­თუ­ნა­ხა­ვი თა­ვი­ანთ ქორ­წი­ნე­ბას წერ­ტილს და­უს­ვამ­დნენ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის უც­ნა­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მო­ნი­კას მი­აჩ­ნდა, რომ ოჯა­ხის მი­უ­ხე­და­ვად, მათი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ უნდა შე­ზღუ­დუ­ლი­ყო და ხში­რად ატა­რებ­დნენ დროს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად. იყო პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხვდე­ბოდ­ნენ. მარ­თა­ლია, ეს გა­და­ღე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რო­გორ ძლებ­და კა­სე­ლი ულა­მა­ზე­სი მო­ნი­კას გა­რე­შე. მას­ზე გა­მუდ­მე­ბით ეჭ­ვი­ა­ნობ­და, სა­მა­გი­ე­როს უც­ნა­უ­რად უხ­დი­და და მუდ­მი­ვად ფლირ­ტა­ობ­და სხვა­დას­ხვა ქალ­ბა­ტონ­თან. წყვი­ლი ერ­თი­ა­ნო­ბას თით­ქოს ბო­ლომ­დე ინარ­ჩუ­ნებ­და, მაგ­რამ, ბულ­ვა­რუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ კი­დევ და­შო­რე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ და მხო­ლოდ პა­პა­რა­ცე­ბის­თვის პე­რი­ო­დუ­ლად ღია კა­ფე­ებ­ში სა­დი­ლობ­დნენ.

ამე­რი­კე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და კო­მე­დი­უ­რი მსა­ხი­ო­ბი ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში პორ­ტია დე როს­ზე და­ო­ჯახ­და. ისი­ნი დიდი ხა­ნია, ყვე­ლა­ზე მო­დურ ლეს­ბო-წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვი­ან და რაც მთა­ვა­რია, მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვიც მრა­ვალ წელს მო­ი­ცავს. ერ­თმა­ნე­თი 2004 წელს გა­იც­ნეს, მა­შინ პორ­ტია სე­რი­ალ "ელი მაკბი­ლის" ვარ­სკვლა­ვი გახ­ლდათ. ქორ­წილს, უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გარ­და, ნეფე-პა­ტარ­ძლის დე­დე­ბიც და­ეს­წრნენ. ორი­ვე ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა და სახ­ლში ძაღ­ლე­ბი და კა­ტე­ბი ჰყავთ, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში შვი­ლე­ბის ყო­ლა­საც აპი­რე­ბენ.

მერი კეიტ ოლ­სე­ნი­სა და მას­ზე 17 წლით უფ­რო­სი, არც ისე სიმ­პა­თი­უ­რი ოლი­ვიე სარ­კო­ზის ერ­თად გა­მო­ჩე­ნას წლე­ბის წინ პა­პა­რა­ცე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდნენ. ოლი­ვი­ეს ძმა ნი­კო­ლა სარ­კო­ზი მა­შინ საფ­რან­გე­თის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ. ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნის­თვის ხელი სუ­ლაც არ შე­უშ­ლია სარ­კო­ზის წინა ქორ­წი­ნე­ბას, სა­ი­და­ნაც ორი შვი­ლი, 13 წლის ჯუ­ლი­ა­ნი და 11 წლის მარ­გო ჰყავს. ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბა­სა და პრე­სის ყუ­რა­დღე­ბას მათი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის არა­ფე­რი და­უკ­ლია და ორ­წლი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2014 წლის მარ­ტში და­ი­ნიშ­ნა. ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სარ­კოზ-ოლ­სე­ნის წყვილ­მა სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვარსკვლავების საიდუმლო ცხოვრება -არასტანდარტული წყვილები

ვარსკვლავების საიდუმლო ცხოვრება -არასტანდარტული წყვილები

ერთი შეხედვით არავისი საქმე არ არის, ვინ ვისზე გათხოვდება ან ცოლად ვის მოიყვანს, მაგრამ როდესაც პოპულარული ხარ, შენი პირადი ცხოვრება მუდმივად საზოგადოების განსჯის საგანია. ხშირად გაიგონებთ სიტყვებს, ''რა შეუფერებელი წყვილია'', ''როგორ იქცევიან'', ''რა აქვთ ამათ საერთო'', ''ეს გოგონა როგორ მოიყვანა ცოლად'' ან ''რატომ გათხოვდა მასზე'', მაგრამ ასეთი ფრაზები ახალშეუღლებულებს ნაკლებად აღელვებთ, ყოველ შემთხვევაში - საზღვარგარეთ მაინც და ბოლო წლებია - საქართველოშიც.

წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, ქორწინებითა თუ დაშორების უცნაური ფორმით, საზოგადოება გააოცეს.

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 17-წლიანი სასიყვარულო მარათონი დაშორებით დასრულდა, თუმცა ამდენი ხნის ერთად გატარების და ორი საერთო შვილის შემდეგ პრესა აღარ ელოდა, რომ ურჩხული და მზეთუნახავი თავიანთ ქორწინებას წერტილს დაუსვამდნენ. მათი ურთიერთობა ყოველთვის უცნაურობით გამოირჩეოდა. მონიკას მიაჩნდა, რომ ოჯახის მიუხედავად, მათი თავისუფლება არ უნდა შეზღუდულიყო და ხშირად ატარებდნენ დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. იყო პერიოდები, როდესაც წელიწადში რამდენჯერმე ხვდებოდნენ. მართალია, ეს გადაღებიდან გამომდინარე ხდებოდა, მაგრამ მაინც დაუჯერებელი იყო, როგორ ძლებდა კასელი ულამაზესი მონიკას გარეშე. მასზე გამუდმებით ეჭვიანობდა, სამაგიეროს უცნაურად უხდიდა და მუდმივად ფლირტაობდა სხვადასხვა ქალბატონთან. წყვილი ერთიანობას თითქოს ბოლომდე ინარჩუნებდა, მაგრამ, ბულვარული პრესის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაშორებამდე დიდი ხნით ადრე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და მხოლოდ პაპარაცებისთვის პერიოდულად ღია კაფეებში სადილობდნენ.

ამერიკელების საყვარელი ტელეწამყვანი და კომედიური მსახიობი ელენ დეჯენერესი რამდენიმე წლის წინ ლოს-ანჯელესში პორტია დე როსზე დაოჯახდა. ისინი დიდი ხანია, ყველაზე მოდურ ლესბო-წყვილად მიიჩნევიან და რაც მთავარია, მათი სიყვარულის ამბავიც მრავალ წელს მოიცავს. ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს, მაშინ პორტია სერიალ ''ელი მაკბილის'' ვარსკვლავი გახლდათ. ქორწილს, უახლოესი მეგობრების გარდა, ნეფე-პატარძლის დედებიც დაესწრნენ. ორივე ცხოველების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და სახლში ძაღლები და კატები ჰყავთ, თუმცა მომავალში შვილების ყოლასაც აპირებენ.

მერი კეიტ ოლსენისა და მასზე 17 წლით უფროსი, არც ისე სიმპათიური ოლივიე სარკოზის ერთად გამოჩენას წლების წინ პაპარაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ოლივიეს ძმა ნიკოლა სარკოზი მაშინ საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი გახლდათ. ვნებიანი რომანისთვის ხელი სულაც არ შეუშლია სარკოზის წინა ქორწინებას, საიდანაც ორი შვილი, 13 წლის ჯულიანი და 11 წლის მარგო ჰყავს. ასაკობრივ სხვაობასა და პრესის ყურადღებას მათი ურთიერთობისთვის არაფერი დაუკლია და ორწლიანი რომანის შემდეგ წყვილი ოფიციალურად 2014 წლის მარტში დაინიშნა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარკოზ-ოლსენის წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება