ამერიკელმა მსახიობმა ჟან კლოდ ვან დამმა, თურქეთში "Qızıl portağal" ფესტვალის, რიგით 51-ე ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ჩამოსვლისთანავე მსახიობი სკანდალში გაეხვა. როგორც თურქული პრესა იტყობინება, ვან დამმა სტამბულის ერთ-ერთი ღამის კლუბი მოინახულა, სადაც ალკოჰოლის ზედმეტი დოზის გამო, ნამდვილი დებოში მოაწყო. მსახიობმა სასმელით სავსე ბოკალი იატაკზე დაახეთქა და მუხლებზე დამხობილმა არანორმატიული ლექსიკის გამოყენება დაიწყო. როგორც გარშემომყოფები აღნიშნავენ, თავდაპირველად იგი კონკრეტულად არავის არ შეურაცხყოფდა, თუმცა, შემდეგ, კლუბში მყოფი თურქი ქალების შეურაცხყოფა დაიწყო. მსახიობის დაცვა მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. კლუბიდან გამოსვლის შემდეგ, ვან დამი ფოტოგრაფებს დაესხა თავს, რომლებიც გარეთ ელოდებოდნენ.