სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა გაბიანი ემიგრანტებთან დაკავშირებით სკანდალად ქცეულ განცხადებას 2 წლის შემდეგ პასუხობს
ქეთა გაბიანი ემიგრანტებთან დაკავშირებით სკანდალად ქცეულ განცხადებას 2 წლის შემდეგ პასუხობს

2012 წლის 22 მა­ისს, ტელე/რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "პრო­ვო­კა­ტორ­ში" სტუმ­რად მიწ­ვე­ულ­მა ქეთა გა­ბი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს შე­ა­და­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე სა­ბერ­ძნეთ­ში.

"თქვენ იცით, ევ­რო­პა­ში რა ხდე­ბა? - ღმერ­თმა და­ი­ფა­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც სა­ბერ­ძნეთ­შია. არ ვიცი, რით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში. უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტია ალ­ბა­თო­ბის და ნუ მა­ლა­პა­რა­კებ, ძა­ლი­ან გთხოვ, მე არ მიყ­ვარს მკი­თხა­ო­ბა." - აღ­ნიშ­ნა ქეთა გა­ბი­ან­მა.

მისი ეს გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის­თვის, რა­საც ქეთა გა­ბი­ა­ნის მი­მართ არა­ერ­თი ნე­გა­ტი­უ­რი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა მოჰ­ყვა.

ბოლო დღე­ებ­ში, გა­ბი­ა­ნის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნეს მისი ეს ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა, რის გა­მოც ქეთა გა­ბი­ა­ნი Facebook-ზე საკ­მა­ოდ ვრცელ გან­მარ­ტე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს:

წყა­რო| Facebook/ ქეთა გა­ბი­ა­ნი:

"ეხლა, მოკ­ლე პა­სუ­ხი იმათ, ვინც რამ­დე­ნი­მე დღეა, ასე­თი მონ­დო­მე­ბით მლან­ძღავს ინ­ბოქსში.

ვნა­ხე ის ვი­დეო, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც, ჩემს მიერ ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბის შე­უ­რა­ცყო­ფად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მივ­ხვდი, რა შე­უ­რა­ცყო­ფა­ზეა სა­უ­ბა­რი.

მე მარ­თლა არ ვიცი, რითი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და არც შე­იძ­ლე­ბა ვი­ცო­დე, ვიცი მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი.

ჩემი და, მა­გა­ლი­თად, ამ­სტერ­დამ­ში როცა სწავ­ლობ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, სახ­ლებს და გესთ ჰა­უ­ზებს ალა­გებ­და ხოლ­მე... ნუ, თუ რამე სხვა სა­მუ­შაო გა­მო­უჩ­ნდე­ბო­დათ, მას და მის ქარ­თველ მე­გობ­რებს, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და უარს, ცხა­დია, სა­მუ­შა­ო­ზე არას­დროს ამ­ბობ­დნენ. მუ­შა­ო­ბას რომ ას­რუ­ლებ­დნენ, მერე, ვე­ლო­სი­პე­დე­ბით, ქა­ლა­ქი­დან მო­შო­რე­ბით გან­ლა­გე­ბულ აკა­დე­მი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ და გვი­ან ღა­მე­მე­დე, უკვე იქ სწავ­ლობ­დნენ.

მე როცა ჩავ­დი­ო­დი, თვი­თონ ბევ­რჯერ მივ­ხმა­რე­ბი­ვარ და­ლა­გე­ბა­ში და მი­ნა­ხია, რამ­ხე­ლა ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად ახერ­ხებ­დნენ სწავ­ლას.

მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე, ისი­ნი ბი­ნის ქი­რა­საც ვერ გა­და­იხ­დიდ­ნენ. ისეც ყო­ფი­ლა, რომ ბი­ნის ფული არ ჰქო­ნი­ათ და სად­გუ­რებ­ზე უთე­ვი­ათ ღა­მე­ე­ბი.

ჩემი შვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე არ ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ეძებს ნე­ბის­მი­ერ სამ­სა­ხურს და ხან კა­ტე­ბის მომ­ვლე­ლედ მუ­შა­ობს, ხან მდივ­ნის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.

ჩემი ორი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის ყვე­ლა, ასე­ვე ემიგ­რა­ცი­ა­შია... მუ­შა­ობ­დნენ, ნუ ყვე­ლა­გან, მიმ­ტა­ნე­ბად, დამ­ლა­გებ­ლე­ბად, მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად, ფე­თე­ბის მომ­ვე­ლე­ბად... მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე, ტვირ­თე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბად...

ასე რომ კონ­კრე­ტუ­ლად, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი, სად და რას აკე­თე­ბენ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. სა­მა­გი­ე­როდ ვიცი, რა ძნე­ლია სხვა ქვე­ყე­ნა­ში, უყ­ვე­ლაფ­როდ ჩას­ვლა, იქ სწავ­ლაც და მუ­შა­ო­ბაც, როცა გვერ­დით დამ­ხმა­რე არა­ვი­ნაა და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმედ­ზე ხარ.

ცხა­დია, ეს ძნე­ლია, მაგ­რამ, რაც არ გვკლავს, გვაძ­ლი­ე­რებს და ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, ქვეყ­ნად სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­მო­დის.

ეს ის­ტე­რია, რო­მე­ლიც ამ რა­მო­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დელ ვი­დე­ო­ზე ატყდა, (ან სად გა­მო­ჩხრი­კეს) მა­ინც, დღე­ვენ­დე­ლი მთავ­რო­ბის მო­რი­გი, სრუ­ლი­ად უნი­ჭო მცდე­ლო­ბა მგო­ნია, მი­მარ­თუ­ლი იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­და­ფა­როს.

ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი, ქურ­დო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა, ბავ­შვე­ბის და­უ­თო­ე­ბა, უმუ­შევ­რო­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე გაძ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, სა­გა­რეო და სა­ში­ნაო ვა­ლე­ბი...მოკ­ლედ ის კრი­ზი­სი, რომ­ლამ­დეც მათ, სულ რა­ღაც 2 წე­ლი­წად­ში, ქვე­ყა­ნა მი­იყ­ვა­ნეს.

P.S. ქალ­ბა­ტო­ნი, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ვინც ამ ის­ტე­რი­ა­ში ჩა­ერ­თო, თურ­მე წერ­და, რომ გა­ბი­ა­ნე­ბის რძა­ლია .... შე­მიძ­ლია მო­გი­ლო­ცოთ ქალ­ბა­ტო­ნო! კარ­გი ოჯა­ხის რძა­ლი ბრძან­დე­ბით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლე­ბი გე­ყო­ლე­ბათ (ჩემი შვი­ლე­ბი, ძა­ლი­ან გვა­ნან ეხ­ლა­ხანს გარ­დაც­ვლილ მა­მა­ჩემს და ეს მათი ერთ-ერთ და­დე­ბი­თი მხა­რეა, რი­თიც ვა­მა­ყობ!)", - წერს ქეთა გა­ბი­ა­ნი.

იხი­ლეთ ვი­დეო

gio
0

მართლაც როგორა ჰგავს მუამარ კადაფს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ქეთა გაბიანი ემიგრანტებთან დაკავშირებით სკანდალად ქცეულ განცხადებას 2 წლის შემდეგ პასუხობს

ქეთა გაბიანი ემიგრანტებთან დაკავშირებით სკანდალად ქცეულ განცხადებას 2 წლის შემდეგ პასუხობს

2012 წლის 22 მაისს, ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" სტუმრად მიწვეულმა ქეთა გაბიანმა საქართველოში იმ დროისათვის არსებული ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებს შეადარა და განაცხადა, რომ საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საბერძნეთში.

"თქვენ იცით, ევროპაში რა ხდება? - ღმერთმა დაიფაროს საქართველოში იყოს ის მდგომარეობა, რაც საბერძნეთშია. არ ვიცი, რით არიან დაკავებულნი ქართველი ქალები საბერძნეთში. უამრავი ვარიანტია ალბათობის და ნუ მალაპარაკებ, ძალიან გთხოვ, მე არ მიყვარს მკითხაობა." - აღნიშნა ქეთა გაბიანმა.

მისი ეს განცხადება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ათასობით ქართველი ემიგრანტისთვის, რასაც ქეთა გაბიანის მიმართ არაერთი ნეგატიური მოსაზრების დაფიქსირება მოჰყვა.

ბოლო დღეებში, გაბიანის მიმართ ნეგატიურად განწყობილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ეს ცნობილი გამოთქმა, რის გამოც ქეთა გაბიანი Facebook-ზე საკმაოდ ვრცელ განმარტებას ავრცელებს და წერს:

წყარო| Facebook/ ქეთა გაბიანი:

"ეხლა, მოკლე პასუხი იმათ, ვინც რამდენიმე დღეა, ასეთი მონდომებით მლანძღავს ინბოქსში.

ვნახე ის ვიდეო, რომელიც რატომღაც, ჩემს მიერ ემიგრანტი ქალების შეურაცყოფად იქნა მიჩნეული, ვერანაირად ვერ მივხვდი, რა შეურაცყოფაზეა საუბარი.

მე მართლა არ ვიცი, რითი არიან დაკავებული ემიგრანტები და არც შეიძლება ვიცოდე, ვიცი მხოლოდ კონკრეტული მაგალითები.

ჩემი და, მაგალითად, ამსტერდამში როცა სწავლობდა, პარალელურად, სახლებს და გესთ ჰაუზებს ალაგებდა ხოლმე... ნუ, თუ რამე სხვა სამუშაო გამოუჩნდებოდათ, მას და მის ქართველ მეგობრებს, ბედნიერები იყვნენ და უარს, ცხადია, სამუშაოზე არასდროს ამბობდნენ. მუშაობას რომ ასრულებდნენ, მერე, ველოსიპედებით, ქალაქიდან მოშორებით განლაგებულ აკადემიაში მიდიოდნენ და გვიან ღამემედე, უკვე იქ სწავლობდნენ.

მე როცა ჩავდიოდი, თვითონ ბევრჯერ მივხმარებივარ დალაგებაში და მინახია, რამხელა ძალისხმევის ფასად ახერხებდნენ სწავლას.

მუშაობის გარეშე, ისინი ბინის ქირასაც ვერ გადაიხდიდნენ. ისეც ყოფილა, რომ ბინის ფული არ ჰქონიათ და სადგურებზე უთევიათ ღამეები.

ჩემი შვილი, რომელიც ასევე არ ცხოვრობს საქართველოში, მთელი მონდომებით ეძებს ნებისმიერ სამსახურს და ხან კატების მომვლელედ მუშაობს, ხან მდივნის ფუნქციას ასრულებს.

ჩემი ორი დეიდაშვილი, ჩემი მეგობრები, რომლებიც თითქმის ყველა, ასევე ემიგრაციაშია... მუშაობდნენ, ნუ ყველაგან, მიმტანებად, დამლაგებლებად, მოხუცების მომვლელებად, ფეთების მომველებად... მშენებლობებზე, ტვირთების გადამტანებად...

ასე რომ კონკრეტულად, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, სად და რას აკეთებენ, ნამდვილად არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, რა ძნელია სხვა ქვეყენაში, უყველაფროდ ჩასვლა, იქ სწავლაც და მუშაობაც, როცა გვერდით დამხმარე არავინაა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ხარ.

ცხადია, ეს ძნელია, მაგრამ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და ძალისხმევის გარეშე, ქვეყნად საერთოდ არაფერი გამოდის.

ეს ისტერია, რომელიც ამ რამოდენიმე წლის წინანდელ ვიდეოზე ატყდა, (ან სად გამოჩხრიკეს) მაინც, დღევენდელი მთავრობის მორიგი, სრულიად უნიჭო მცდელობა მგონია, მიმართული იმაზე, რომ ქვეყანაში დღეს არსებული, რეალური პრობლემები გადაფაროს.

ქალების მკვლელობები, ქურდობა, ყაჩაღობა, ბავშვების დაუთოება, უმუშევრობა, რამდენჯერმე გაძვირებული პროდუქტები, საგარეო და საშინაო ვალები...მოკლედ ის კრიზისი, რომლამდეც მათ, სულ რაღაც 2 წელიწადში, ქვეყანა მიიყვანეს.

P.S. ქალბატონი, ერთ-ერთი მათგანი ვინც ამ ისტერიაში ჩაერთო, თურმე წერდა, რომ გაბიანების რძალია .... შემიძლია მოგილოცოთ ქალბატონო! კარგი ოჯახის რძალი ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი შვილები გეყოლებათ (ჩემი შვილები, ძალიან გვანან ეხლახანს გარდაცვლილ მამაჩემს და ეს მათი ერთ-ერთ დადებითი მხარეა, რითიც ვამაყობ!)", - წერს ქეთა გაბიანი.

იხილეთ ვიდეო