მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზამთრის სიცივესთან ბრძოლის 5 ყველაზე საინტერესო მეთოდი
ზამთრის სიცივესთან ბრძოლის 5 ყველაზე საინტერესო მეთოდი

ზამ­თა­რი მო­დის, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უნდა შე­ვამ­ცი­როთ ქუ­ჩის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ოთხ კე­დელ­ში ჩა­ვი­კე­ტოთ. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე წარ­მო­გიდ­გენთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სახ­ლის სიმ­ყუდ­რო­ვის ღია ცის ქვეშ გად­მო­ტა­ნა. წარ­მო­გიდ­გენთ სი­ცი­ვეს­თან ბრძო­ლის ხუთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ანტს.

ტრო­ტუ­ა­რი ბუ­ნებ­რი­ვი გათ­ბო­ბით

ის­ლან­დია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცივი ქვე­ყა­ნაა. იგი ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო­ეთ­ში მდე­ბა­რე­ობს. ზა­ფხუ­ლო­ბი­თაც კი აქ ტემ­პე­რა­ტუ­რა იშ­ვი­ა­თად თუ ცილ­დე­ბა 20 გრა­დუ­სი­ან ნიშ­ნულს. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ი­კი­ა­ვი­კის ქუ­ჩე­ბი ზამ­თარ­შიც კი სავ­სეა ხალ­ხით. ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­სა და სტუმ­რებს სუ­ლაც არ ეში­ნი­ათ ქუ­ჩა­ში გა­ყინ­ვის. ამის მი­ზე­ზი კი, ბუ­ნებ­რი­ვი გათ­ბო­ბის სის­ტე­მის მქო­ნე ტრო­ტუ­ა­რე­ბია, სა­დაც ცხე­ლი წყა­ლი თერ­მუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან მი­ე­დი­ნე­ბა, რომ­ლე­ბი­თაც ის­ლან­დია საკ­მა­ოდ გან­თქმუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თერ­მუ­ლი წყლე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის წარ­მო­ად­გე­ნენ ენერ­გი­ის წყა­როს, მათი მეშ­ვე­ო­ბით ელექტრო­სად­გუ­რებ­ში ელექტრო­ე­ნერ­გია წარ­მო­იქ­მნე­ბა.

ტრო­ტუ­ა­რი ელექტრო­ნუ­ლი გათ­ბო­ბით

სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლი­ოს არც ისე ბევრ ქვე­ყა­ნას გა­უ­მარ­თლა თერ­მუ­ლი წყლე­ბით. ამი­ტომ სხვა ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც თბი­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტეს, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ ამის­თვის ენერ­გი­ის ტრა­დი­ცი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ასე მა­გა­ლი­თად, ელექტრუ­ლი გათ­ბო­ბის მქო­ნე ტრო­ტუ­ა­რე­ბი ჰელ­სინკში 1998 წლი­დან არ­სე­ბობს. ფი­ნე­თის გარ­და, მსგავს მე­თოდს ია­პო­ნი­ა­შიც იყე­ნე­ბენ. ქვე­ყა­ნა­ში თბი­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბი ყვე­ლა იმ ქა­ლაქ­შია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, სა­დაც ზამ­თარ­ში თოვ­ლი მო­დის. ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ია­პო­ნი­ა­ში არ არ­სე­ბობს ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მა და ბი­ნის პატ­რო­ნი თვი­თონ ზრუ­ნავს სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გათ­ბო­ბა­ზე.

გუმ­ბა­თი, რო­მე­ლიც ქუ­ჩებს ფა­რავს

ფან­ტას­ტი­კურ ფილ­მებ­ში ხში­რად შეგ­ვიძ­ლია ვი­ხი­ლოთ გი­გან­ტუ­რი გუმ­ბა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ ქა­ლა­ქებს ფა­რავს, რათა ისი­ნი რა­დი­ა­ცი­ის­გან ან გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან და­იც­ვას. მაგ­რამ, რად­გან სამ­ყა­რო ჯერ არ არის რა­ი­მე კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­რე, უფრო მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის, გათ­ბო­ბის მიზ­ნით აშე­ნე­ბა. მარ­თა­ლია მთე­ლი ქა­ლა­ქის ბუმ­ბა­თის ქვეშ მოქ­ცე­ვა არა­რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი ქუ­ჩე­ბის და­ფარ­ვა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია.

თბი­ლი სკა­მე­ბი

ქუ­ჩა­ში არ­სე­ბუ­ლი სკა­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, სი­ცი­ვის დად­გო­მას­თან ერ­თად, ცა­რი­ელ­დე­ბა. ამი­ტომ გა­მო­დის, რომ ისი­ნი წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამის გა­მოს­წო­რე­ბა მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, გათ­ბო­ბის მქო­ნე სკა­მე­ბით გა­და­წყვი­ტეს. ასე­თი ზამ­თრის სკა­მე­ბი უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სკან­დი­ნა­ვი­ა­სა და კა­ნა­და­ში.

თბი­ლი გა­ჩე­რე­ბა

ყვე­ლა ჩვენ­გან­მა იცის, რომ ზამ­თარ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ჩე­რე­ბებ­ზე, სა­სურ­ვე­ლი ტრან­სპორ­ტის მო­ლო­დინ­ში იყი­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქებ­ში "თბი­ლი" გა­ჩე­რე­ბე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა და­ი­წყეს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ტრან­სპორ­ტის მო­ლო­დინ­ში გათ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. თუმ­ცა, ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბი მხო­ლოდ ზო­მი­ე­რად ცივ ქვეყ­ნებ­ში მონ­ტაჟ­დე­ბა. ჩრდი­ლო­ეთ­ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა -20 გრა­დუს ცელ­სი­უ­სამ­დე ეცე­მა, სპე­ცი­ა­ლურ და­ხუ­რულ გა­ჩე­რე­ბებს ამონ­ტა­ჟე­ბენ, რო­მე­ლიც მგზავ­რებს ჩრდი­ლო­ე­თის ქა­რე­ბის­გან იცავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ზამთრის სიცივესთან ბრძოლის 5 ყველაზე საინტერესო მეთოდი

ზამთრის სიცივესთან ბრძოლის 5 ყველაზე საინტერესო მეთოდი

ზამთარი მოდის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევამციროთ ქუჩის აქტივობები და ოთხ კედელში ჩავიკეტოთ. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე წარმოგიდგენთ, როგორ შეიძლება სახლის სიმყუდროვის ღია ცის ქვეშ გადმოტანა. წარმოგიდგენთ სიცივესთან ბრძოლის ხუთ ყველაზე საინტერესო ვარიანტს.

ტროტუარი ბუნებრივი გათბობით

ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა. იგი ატლანტიკის ოკეანის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ზაფხულობითაც კი აქ ტემპერატურა იშვიათად თუ ცილდება 20 გრადუსიან ნიშნულს. თუმცა, ამის მიუხედავად, რეიკიავიკის ქუჩები ზამთარშიც კი სავსეა ხალხით. ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სულაც არ ეშინიათ ქუჩაში გაყინვის. ამის მიზეზი კი, ბუნებრივი გათბობის სისტემის მქონე ტროტუარებია, სადაც ცხელი წყალი თერმული წყაროებიდან მიედინება, რომლებითაც ისლანდია საკმაოდ განთქმულია. აღსანიშნავია, რომ თერმული წყლები მთელი ქვეყნისთვის წარმოადგენენ ენერგიის წყაროს, მათი მეშვეობით ელექტროსადგურებში ელექტროენერგია წარმოიქმნება.

ტროტუარი ელექტრონული გათბობით

სამწუხაროდ, მსოფლიოს არც ისე ბევრ ქვეყანას გაუმართლა თერმული წყლებით. ამიტომ სხვა ქვეყნები, რომლებმაც თბილი ტროტუარების გაკეთება გადაწყვიტეს, იძულებულები გახდნენ ამისთვის ენერგიის ტრადიციული წყაროები გამოეყენებინათ. ასე მაგალითად, ელექტრული გათბობის მქონე ტროტუარები ჰელსინკში 1998 წლიდან არსებობს. ფინეთის გარდა, მსგავს მეთოდს იაპონიაშიც იყენებენ. ქვეყანაში თბილი ტროტუარები ყველა იმ ქალაქშია დამონტაჟებული, სადაც ზამთარში თოვლი მოდის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში არ არსებობს ცენტრალური გათბობის სისტემა და ბინის პატრონი თვითონ ზრუნავს საკუთარი საცხოვრებელი სახლის გათბობაზე.

გუმბათი, რომელიც ქუჩებს ფარავს

ფანტასტიკურ ფილმებში ხშირად შეგვიძლია ვიხილოთ გიგანტური გუმბათები, რომლებიც მთელ ქალაქებს ფარავს, რათა ისინი რადიაციისგან ან გამოსხივებისგან დაიცვას. მაგრამ, რადგან სამყარო ჯერ არ არის რაიმე კატასტროფის წინარე, უფრო მეტად აქტუალურია მსგავსი კონსტრუქციების, გათბობის მიზნით აშენება. მართალია მთელი ქალაქის ბუმბათის ქვეშ მოქცევა არარეალურია, თუმცა ცალკეული ქუჩების დაფარვა სრულიად შესაძლებელია.

თბილი სკამები

ქუჩაში არსებული სკამების უმრავლესობა, სიცივის დადგომასთან ერთად, ცარიელდება. ამიტომ გამოდის, რომ ისინი წელიწადში საშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენება. ამის გამოსწორება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, გათბობის მქონე სკამებით გადაწყვიტეს. ასეთი ზამთრის სკამები უკვე გამოიყენება სკანდინავიასა და კანადაში.

თბილი გაჩერება

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ზამთარში უამრავი ადამიანი გაჩერებებზე, სასურველი ტრანსპორტის მოლოდინში იყინება. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქებში ”თბილი” გაჩერებების დამონტაჟება დაიწყეს, რომელიც ადამიანებს ტრანსპორტის მოლოდინში გათბობის საშუალებას აძლევს. თუმცა, ზემოთ აღწერილი გაჩერებები მხოლოდ ზომიერად ცივ ქვეყნებში მონტაჟდება. ჩრდილოეთში, სადაც ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, სპეციალურ დახურულ გაჩერებებს ამონტაჟებენ, რომელიც მგზავრებს ჩრდილოეთის ქარებისგან იცავს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს