პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანაში ოქროს მოპოვების დარგის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
ქვეყანაში ოქროს მოპოვების დარგის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­თა კლუ­ბის შეხ­ვედ­რა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოქ­როს მო­პო­ვე­ბი­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბის დარ­გში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე იმ­სჯე­ლეს. ექ­სპერ­ტებ­მა კომ­პა­ნია "არემ­ჯის" არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, წარ­მო­ე­ბის და ექ­სპორ­ტის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია და მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

რო­გორც შეხ­ვედ­რი­სას აღი­ნიშ­ნა, "არემ­ჯი" ქვეყ­ნის ერთ-ერთი მსხვი­ლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტია, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და 2011 წლი­დან, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხა ასე­ვე რე­ა­ლი­ზე­ბულ და ექ­სპორტზე გა­ტა­ნი­ლი ოქ­როს შე­ნად­ნო­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­ზე. შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე აღი­ნიშ­ნა, რომ წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა ერ­თის მხრივ გა­მოწ­ვე­უ­ლია მა­დან­ში ოქ­როს შემ­ცვე­ლო­ბის საგ­რძნო­ბი კლე­ბით და მე­ო­რეს მხრივ წარ­მო­ე­ბის მას­შტა­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ხელ­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბით.

ლე­ვან კა­ლან­და­ძე, "სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: "ეს არის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­წარ­მო. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა ალ­ბათ იმის თქმა, რომ გარ­კვე­უ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი სა­წარ­მოა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამ სა­წარ­მოს აქვს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ექ­სპორ­ტის ჯა­მურ მო­ცუ­ლო­ბა­ში ერთი სა­წარ­მოს ხვედ­რი­თი წილი ფაქ­ტობ­რი­ვად 10%-ია. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან ამ სა­წარ­მოს მას­შტა­ბი და პო­ტენ­ცი­ა­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. თუმ­ცა იმის­თვის, რომ ამა თუ იმ სა­წარ­მოს, სა­ინ­ვეს­ტი­ციო თუ ბიზ­ნე­ს­ქე­ი­სის დარ­გობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დეს, შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნეს­გა­რე­მო უნდა არ­სე­ბობ­დეს. რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალ­ზე მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა.

კომ­პა­ნია წარ­მო­ად­გენს ბი­უ­ჯეტ­ში ერთ-ერთ მსხვილ გა­დამ­ხდელს. 2009-2013 წლებ­ში მის მიერ გა­დახ­დი­ლი ჯა­მუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 361 მლნ. ლარი შე­ად­გი­ნა. თუმ­ცა, 2011 წლი­დან ოქ­როს შე­ნად­ნო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხა 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­ზე და მხო­ლოდ 21 მლნ. ლარი შე­ად­გი­ნა.

კომ­პა­ნია არის ერთ-ერთი მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი - მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს პირ­და­პირ და ირი­ბად და­ახ­ლო­ე­ბით 3000 სა­მუ­შაო ად­გი­ლის არ­სე­ბო­ბას. ამას­თან, და­საქ­მე­ბულ­თა 80% რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბაა და მო­ი­ცავს კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებ­საც.

შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი შრო­მის ყო­ველ­წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - მხო­ლოდ 2009-2013 წლებ­ში კომ­პა­ნი­ის მიერ სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მულ­მა ჯა­მურ­მა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბამ 141 მლნ. ლარი შე­ად­გი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ 2011-2013 წლებ­ში წარ­მო­ე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა ჯა­მუ­რად 470 მლნ. ლარი შე­ად­გი­ნა, კომ­პა­ნი­ის დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დღეს არ­სე­ბუ­ლი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, არ იძ­ლე­ვა გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რომ ბი­უ­ჯე­ტი კარ­გავს ძა­ლი­ან დიდი ოდე­ნო­ბის გა­და­სა­ხა­დებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მეტი საფრ­თხის და რის­კის შემ­ცვე­ლია ტენ­დენ­ცია. ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ოქ­როს მომ­პო­ვე­ბელ დარგთან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­იშცა. ეს მე მაძ­ლევს შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს, რომ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­წარ­მოს და დარ­გს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია რიგი ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით. ამ პრობ­ლე­მე­ბის არ ან ვე­რაღ­მო­ფხვრა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლებს, რო­გორც სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლებს, ისე და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს.

სა­წარ­მოს სჭირ­დე­ბა ახა­ლი მად­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბა იმის­თვის რომ სა­წარ­მოო პრო­ცე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ეფექ­ტუ­რი იყოს. ამა­ვე დროს არის მე­ო­რე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას­თან. მზა­ო­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბობს მაგ­რამ, არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლი­ცენ­ზი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი არე­ა­ლის ათ­ვი­სე­ბას­თან და ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პე­ტენ­ცი­აა. თუ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ას და ზო­გა­დად დარ­გს ამ პრობ­ლე­მებს ვერ მო­უგ­ვა­რებს, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მი­ვი­ღებთ სუ­რათს, როცა ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა ერთ კომ­პა­ნი­ას, მაგ­რამ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს პრობ­ლე­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­თან".

ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში: "ჩემ­თვის, რო­გორც ეკო­ნო­მის­ტის­თვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ციფ­რე­ბი და ის ეფექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას პირ­ველ რიგ­ში რე­გი­ო­ნის­თვის მო­აქვს. 3000 ადა­მი­ა­ნი და 360 მი­ლი­ო­ნი ლარი ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში - ეს ის მო­ნა­ცე­მე­ბია, რა­ზეც ალ­ბათ ყვე­ლა რე­გი­ო­ნი ოც­ნე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვი­ლი წარ­მო­ას­დგე­ნია რა იქ­ნე­ბა ეს რე­გი­ო­ნი ამ წარ­მო­ე­ბის გა­რე­შე. რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ის­ტე­რი­უ­ლი ფონი ჩნდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა ხდე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად. მა­გა­ლი­თის­თვის ხუ­დო­ნიც კმა­რა. ხდე­ბა სპე­კუ­ლა­ცია თე­მე­ბით და ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა ამა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ხელ­წე­რა. სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი ფუნ­ქცია აქ არის ის, რომ შე­ი­ტა­ნოს სი­ცხა­დე ამ სა­კი­თხში. სა­ხელ­მწი­ფოს როლი ასე­თი მას­შტა­ბუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მოქმდე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მას შე­უძ­ლია შე­უქ­მნას კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის ან პი­რი­ქით. ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ახლა და­ი­წყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, ვფიქ­რობ შე­დეგს მო­ი­ტანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი უნდა თქვან ამ სა­კი­თხთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­საზ­რე­ბაც. ვფიქ­რობ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ სა­კი­თხში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და იმე­დი მაქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­უდ­გე­ბა ამ სა­კითხს, და­ი­ნა­ხავს სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მას, და­ი­ნა­ხავს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მას და სწო­რად შე­ა­ფა­სებს რო­გორც ეკო­ლო­გი­ურ ისე კულ­ტუ­რულ რის­კებს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა სა­ჭი­როა არა ის­ტე­რი­უ­ლი, არა­მედ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა".

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქვეყანაში ოქროს მოპოვების დარგის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ქვეყანაში ოქროს მოპოვების დარგის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ეკონომიკის ექსპერთა კლუბის შეხვედრაზე სპეციალისტებმა საქართველოში ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ექსპერტებმა კომპანია "არემჯის" არსებული მდგომარეობა, წარმოების და ექსპორტის მოცულობის შემცირების ტენდენცია და მისი გამომწვევი მიზეზები განიხილეს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, "არემჯი" ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სამრეწველო ობიექტია, რომლის წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2011 წლიდან, რაც ნეგატიურად აისახა ასევე რეალიზებულ და ექსპორტზე გატანილი ოქროს შენადნობების მოცულობაზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ წარმოების მოცულობის შემცირება ერთის მხრივ გამოწვეულია მადანში ოქროს შემცველობის საგრძნობი კლებით და მეორეს მხრივ წარმოების მასშტაბის გაფართოების ხელოვნური ხელშემშლელი ფაქტორებით.

ლევან კალანდაძე, "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას" წარმომადგენელი: "ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო. გადაჭარბებული არ იქნება ალბათ იმის თქმა, რომ გარკვეული სტრატეგიული დანიშნულების და ფუნქციის მატარებელი საწარმოა თავისი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე და იმ ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რაც ამ საწარმოს აქვს. უპირველეს ყოვლისა, ექსპორტის ჯამურ მოცულობაში ერთი საწარმოს ხვედრითი წილი ფაქტობრივად 10%-ია. გამომდინარე აქედან ამ საწარმოს მასშტაბი და პოტენციალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა იმისთვის, რომ ამა თუ იმ საწარმოს, საინვესტიციო თუ ბიზნესქეისის დარგობრივი განვითარება მოხდეს, შესაბამისი ბიზნესგარემო უნდა არსებობდეს. რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

კომპანია წარმოადგენს ბიუჯეტში ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელს. 2009-2013 წლებში მის მიერ გადახდილი ჯამური გადასახადების მოცულობამ 361 მლნ. ლარი შეადგინა. თუმცა, 2011 წლიდან ოქროს შენადნობების წარმოების და რეალიზაციის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება ნეგატიურად აისახა 2013 წლის განმავლობაში გადახდილი გადასახადების მოცულობაზე და მხოლოდ 21 მლნ. ლარი შეადგინა.

კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი - მისი ფუნქციონირება უზრუნველყოფს პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 3000 სამუშაო ადგილის არსებობას. ამასთან, დასაქმებულთა 80% რეგიონის მოსახლეობაა და მოიცავს კონტრაქტორ კომპანიებში დასაქმებულ პირებსაც.

შესაბამისად, კომპანიის მიერ გაცემული შრომის ყოველწლიური ანაზღაურების მოცულობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება - მხოლოდ 2009-2013 წლებში კომპანიის მიერ საკუთარ თანამშრომლებზე გაცემულმა ჯამურმა შრომის ანაზღაურებამ 141 მლნ. ლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2011-2013 წლებში წარმოებაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამურად 470 მლნ. ლარი შეადგინა, კომპანიის დღეს არსებული მდგომარეობა და შემდგომი განვითარებისთვის დღეს არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები, არ იძლევა გრძელვადიან პერიოდში აქტიური საინვესტიციო საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას.

თვალნათლივ ჩანს, რომ ბიუჯეტი კარგავს ძალიან დიდი ოდენობის გადასახადებს, მაგრამ ყველაზე მეტი საფრთხის და რისკის შემცველია ტენდენცია. ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში ოქროს მომპოვებელ დარგთან დაკავშირებით წარმოიშცა. ეს მე მაძლევს შეშფოთების საფუძველს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საწარმოს და დარგს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რაც განპირობებულია რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით. ამ პრობლემების არ ან ვერაღმოფხვრა, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად დააზარალებს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლებს, ისე დასაქმების მაჩვენებელს.

საწარმოს სჭირდება ახალი მადნების ათვისება იმისთვის რომ საწარმოო პროცესი ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტური იყოს. ამავე დროს არის მეორე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობასთან. მზაობა ამ თვალსაზრისით არსებობს მაგრამ, არსებობს პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ლიცენზიით განსაზღვრული არეალის ათვისებასთან და ამ პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს კომპეტენციაა. თუ სახელმწიფო კომპანიას და ზოგადად დარგს ამ პრობლემებს ვერ მოუგვარებს, გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღებთ სურათს, როცა ლოკალურ დონეზე პრობლემები შეექმნება ერთ კომპანიას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემები დაკავშირებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებთან".

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ციფრები და ის ეფექტები, რომელიც კომპანიას პირველ რიგში რეგიონისთვის მოაქვს. 3000 ადამიანი და 360 მილიონი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში - ეს ის მონაცემებია, რაზეც ალბათ ყველა რეგიონი ოცნებობს. შესაბამისად, ადვილი წარმოასდგენია რა იქნება ეს რეგიონი ამ წარმოების გარეშე. რატომღაც საქართველოში ასეთი პროექტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და ისტერიული ფონი ჩნდება. რაც მთავარია, მათი საქმიანობის ინტერპრეტირება ხდება დამახინჯებულად, გაზვიადებულად. მაგალითისთვის ხუდონიც კმარა. ხდება სპეკულაცია თემებით და ყოველთვის იგრძნობა ამაში დაინტერესებული ჯგუფების ხელწერა. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია აქ არის ის, რომ შეიტანოს სიცხადე ამ საკითხში. სახელმწიფოს როლი ასეთი მასშტაბური კომპანიების მოქმდებაში მნიშვნელოვანია, მას შეუძლია შეუქმნას კომფორტული პირობები ბიზნესისთვის ან პირიქით. ის პროცესი, რომელიც ახლა დაიწყო და საზოგადოების მეტ ჩართულობას გულისხმობს, ვფიქრობ შედეგს მოიტანს. საზოგადოების წევრებმა თავისი სათქმელი უნდა თქვან ამ საკითხთთან დაკავშირებით, მათ შორის გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებაც. ვფიქრობ რაციონალური გადაწყვეტილება ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება რაციონალურად მიუდგება ამ საკითხს, დაინახავს სოციალურ პრობლემას, დაინახავს ეკონომიკურ პრობლემას და სწორად შეაფასებს როგორც ეკოლოგიურ ისე კულტურულ რისკებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა არა ისტერიული, არამედ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება".

ემა ტუხიაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი