სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს" - რატომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ფერადკანიანი ბიჭი თბილისში
"ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს" - რატომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ფერადკანიანი ბიჭი თბილისში

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| თბი­ლის­ში ავ­ტო­ბუს­ში ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ბი­ჭის ცე­მი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო

მწე­რა­ლი ლელა კო­და­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თბი­ლი­სის ერთ-ერთ ყვი­თელ ავ­ტო­ბუს­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს - ებო­ლას ვირუ­სით შე­ში­ნე­ბულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ბიჭი კინ­წის­კვრით ჩა­მო­აგ­დეს.

"ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხომ ისე­დაც ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ზი­ზღით უყუ­რებ­და შავ­კა­ნი­ა­ნებს და მათ­თან ტრან­სპორ­ტში უნე­ბუ­რად შე­ნა­ხებ ად­გი­ლებს სახ­ლში მოს­ვლი­სას სპირ­ტით იწ­მენ­დდა...

ახლა კი, ამ ებო­ლა­თი და­ბო­ლილ­მა ქარ­თვე­ლებ­მა სა­ბო­ლო­ოდ აი­წყვი­ტეს...

დღეს, პავ­ლოვ­ზე, ავ­ტო­ბუ­სი­დან გად­მო­აგ­დეს შავ­კა­ნი­ა­ნი ბიჭი. მძღოლ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ჩე­რა და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მგზავ­რებს, გად­მო­ეგ­დოთ და თვი­თო­ნაც მი­ა­ყო­ლა ერთი-ორი წიხ­ლი. ამა­ოდ ყვი­რო­და ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო... ცხვი­რით და­ა­თხლი­შეს ას­ფალტს, ჩვენ­მა ვაჟ­კა­ცებ­მა სა­ა­მა­ყო გურ­ჯულ-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გი­ნე­ბაც მო­ა­ყო­ლეს, და­ვარ­დნი­ლი ზურგჩან­თაც თავ­ში ეს­რო­ლეს... მან­დი­ლოს­ნის შეყ­ვი­რე­ბაც ჩა­მეს­მა: "ღმერ­თო, შენ დაგ­ვი­ფა­რე ებო­ლა­სა­გან და ამ მა­ზუ­თი­ა­ნე­ბი­სა­გან"... მე­ო­რე ქალი: "პი­ჯა­კი რომ ჩა­უც­ვია ამ გო­რი­ლას"...

ამის მერე კი ავ­ტო­ბუ­სი ამე­რი­კუ­ლი ბო­ე­ვი­კის პერ­სო­ნა­ჟი "კა­დი­ლა­კი­ვით" მო­წყდა ად­გილს და გა­უ­ჩი­ნარ­და. და­ვარ­დნი­ლი ბიჭი სა­ნამ წა­მოდ­გე­ბო­და, იქ მდგომ­ნი შე­მო­ე­ცალ­ნენ და, ვი­თარ­ცა ქარ­თველთ წე­სია, რო­გორც უცხო, ბინ­ძურ, აქო­თე­ბულ ცხო­ველს, ისე და­უ­წყეს შო­რი­დან ამ­რე­ზით ყუ­რე­ბა...", - წერს მწე­რა­ლი.

ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც ებო­ლას ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან დღემ­დე შე­მო­სუ­ლია 86 ადა­მი­ა­ნი. აქე­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა, ერ­თის გარ­და, იყ­ვნენ ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ერთი იყო ლი­ბე­რი­ა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც იქ მუ­შა­ობ­და.

ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ზღვარ­ზე ურიგ­დე­ბათ სა­მახ­სოვ­რო ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენა­ზე, სა­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლია ის სიმპტო­მე­ბი, რაც ებო­ლას ახა­სი­ა­თებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ ან დარ­ე­კონ მი­თი­თე­ბულ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე.

ამ და­ა­ვა­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი არის 21 დღე და ამ პე­რი­ოდ­ში მათ­ზე ხდე­ბა ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პე­რი­ო­დუ­ლად, ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მათ ურე­კავს და მო­ი­კი­თხავს, რა­ი­მე სიმპტო­მი ხომ არ გა­მოჩ­ნდა. 21 დღის შემ­დეგ ისი­ნი იხ­სნე­ბი­ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­დან.

უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე მო­იხ­სნა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­დან და ამ ეტაპ­ზე 13 ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს" - რატომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ფერადკანიანი ბიჭი თბილისში

"ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს" - რატომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ფერადკანიანი ბიჭი თბილისში

ბოლო განახლება| თბილისში ავტობუსში ფერადკანიანი ბიჭის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მწერალი ლელა კოდალაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ერთ-ერთ ყვითელ ავტობუსში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს - ებოლას ვირუსით შეშინებულმა ქართველებმა ფერადკანიანი ბიჭი კინწისკვრით ჩამოაგდეს.

"ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა...

ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს...

დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო... ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს... მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან"... მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას"...

ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული ბოევიკის პერსონაჟი ,,კადილაკივით" მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება...", - წერს მწერალი.

ქვეყნებიდან, სადაც ებოლას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დღემდე შემოსულია 86 ადამიანი. აქედან უმრავლესობა, ერთის გარდა, იყვნენ ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში. ერთი იყო ლიბერიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იქ მუშაობდა.

ამ ადამიანებს საზღვარზე ურიგდებათ სამახსოვრო ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ჩამოთვლილია ის სიმპტომები, რაც ებოლას ახასიათებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მიმართონ ან დარეკონ მითითებულ ტელეფონებზე.

ამ დაავადების მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი არის 21 დღე და ამ პერიოდში მათზე ხდება ეპიდზედამხედველობა, რაც გულისხმობს იმას, რომ პერიოდულად, ჩვენი ეპიდემიოლოგი მათ ურეკავს და მოიკითხავს, რაიმე სიმპტომი ხომ არ გამოჩნდა. 21 დღის შემდეგ ისინი იხსნებიან ზედამხედველობიდან.

უმრავლესობა უკვე მოიხსნა ზედამხედველობიდან და ამ ეტაპზე 13 ადამიანი რჩება ზედამხედველობის ქვეშ.

"მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! ძალიან მწარე ხარ, შვილო..." - რას წერს სკოლა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ლისის გზაზე ავარიისას პატრულმა იმსხვერპლა

"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყაროვ" - კახა კალაძის უმცროსი ვაჟი 2 წლის გახდა (ფოტოები წვეულებიდან)