პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შესაძლებელია
Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შესაძლებელია

ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს სმარ­ტფო­ნე­ბის ახა­ლი მო­დე­ლე­ბის Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შე­ძე­ნა უკვე შე­უძ­ლი­ათ. კომ­პა­ნია Samsung Electronics-მა ახა­ლი მო­დე­ლე­ბი გა­ყიდ­ვა­ში უკვე გა­მო­ი­ტა­ნა. კომ­პა­ნი­ამ გა­ყიდ­ვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბა სას­ტუმ­რო "რუმს თბი­ლის­ში" აღ­ნიშ­ნა. რო­გორც Samsung Electronics-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ახა­ლი სმარ­ტფო­ნე­ბის მფლო­ბე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ყვე­ლა­ფე­რი ასა­ხონ ციფ­რულ ფორ­მატ­ში, ნე­ბის­მი­ერ დროს, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში.

"ახა­ლი მო­დე­ლი Samsung Galaxy Note 4 აღ­ჭურ­ვი­ლია ბევ­რად უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პა­რა­მე­ტე­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფო­ტო­კა­მე­რა და ა.შ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მისი შე­ძე­ნით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა", - აცხა­დებს Samsung Electronics-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­კო­ლოზ დო­ბორჯგი­ნი­ძე.

მო­ბი­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რი შოთა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ახა­ლი სმარ­ტფო­ნი კი­დევ უფრო ელე­გან­ტუ­რი და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

"მე­ტა­ლის ჩარ­ჩო მის დი­ზა­ინს ძა­ლი­ან ელე­გან­ტურ შე­სა­ხე­და­ო­ბას აძ­ლევს. არის გაზ­რდი­ლი Qhd გა­ფარ­თო­ე­ბის ეკ­რა­ნი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ო­ბა უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. Note 4 ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის სენ­სო­რით, რო­მე­ლიც ინო­ვა­ცი­აა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში. ის გვეხ­მა­რე­ბა მზი­ა­ნი ამინ­დის დროს გა­ვი­გოთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ვარ­ჯი­ში, სე­ირ­ნო­ბა ან თუნ­დაც რუ­ჯის მი­ღე­ბა", - აცხა­დებს ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე Samsung Electronics-მა კალ­მის ევო­ლუ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნაც მო­ა­წყო. სწო­რედ გა­ლაქ­სი ნო­უ­თის სე­რი­ის შე­მუ­შა­ვე­ბით კომ­პა­ნია სამ­სუნ­გმა ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში კალ­მი­სა და უბის წიგ­ნა­კის მეშ­ვე­ო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის ჩა­წე­რის კულ­ტუ­რა შე­მო­ი­ტა­ნა.

"Note 4-ს ახ­ლავს თა­ვი­სი სტი­ლუ­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვა­კე­თეთ პა­ტა­რა გა­მო­ფე­ნა სა­დაც კარ­გად ჩანს კალ­მის ევო­ლუ­ცია ქვის ხა­ნი­დან დღემ­დე, ელექტრო­ნულ დამ­წე­რობ­ლამ­დე", - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სვეტ­ლა­ნა პან­მა.

Galaxy Note 4 ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია მო­წი­ნა­ვე კა­მე­რის სის­ტე­მით, რო­მე­ლიც უფრო მკვეთრ და ზუსტ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის აღ­ბეჭ­დავს. მო­წყო­ბი­ლო­ბას გა­აჩ­ნია 16 მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი ძი­რი­თა­დი კა­მე­რა Smart Optical Image Stabilizer-ის ფუნ­ქცი­ით. გარ­და ამი­სა 3,7 მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი ფრონ­ტა­ლუ­რი კა­მე­რა ფ/1.9 დი­აფ­რაგ­მით გვთა­ვა­ზობს სტან­დარ­ტულ გა­და­ღე­ბას 90 გრა­დუ­სი­ა­ნი ხედ­ვის კუ­თხით, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ღე­ბის კუ­თხე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­ზარ­დოს 120 გრა­დუ­სამ­დე, რათა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა გა­და­ი­ღონ ჯგუ­ფუ­რი ფოტო მე­გობ­რებ­თან ერ­თად. სწრა­ფი და­ტენ­ვის ფუნ­ქცი­ი­სა და ენერ­გო ეკო­ნო­მი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­ჟი­მის მეშ­ვე­ო­ბით Galaxy Note 4 იტე­ნე­ბა ბევ­რად უფრო სწრა­ფად და ავ­ტო­ნო­მი­უ­რად მუ­შა­ობს უფრო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­ში­ნაც კი რო­დე­საც აკუ­მუ­ლა­ტო­რი ჯდე­ბა. S PEN, რო­გორც ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი Galaxy Note 4-ის­თვის კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წა და უფრო ბუ­ნებ­რივ ეფექტს და ფურ­ცელ­ზე კალ­მით წე­რის იდენ­ტუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კომ­პაქ­ტუ­რი ზომა, მე­ტა­ლის ჩარ­ჩო და კორ­პუ­სის სა­სი­ა­მოვ­ნო ზე­და­პი­რი - ეს უკვე Samsung Galaxy Alpha-ა. ელე­გან­ტუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი Samsung Galaxy Alpha სტი­ლი­სა და მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ შერ­წყმას გთა­ვა­ზობთ. ამას­თა­ნა­ვე ტე­ლე­ფო­ნი ინარ­ჩუ­ნებს Galaxy-ს პრო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა ტექ­ნი­კურ უპი­რა­ტე­სო­ბას და ინო­ვა­ცი­ას, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს პრე­მი­უმ კლა­სის სმარ­ტფო­ნებს. თხე­ლი და მსუ­ბუ­ქი დი­ზა­ი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, Galaxy Alpha სთა­ვა­ზობს მომზმა­რებ­ლებს მაქ­სი­მა­ლურ ეფექ­ტი­ა­ნო­ბას და მო­წი­ნა­ვე ფუნ­ქცი­ე­ბის ფარ­თო სპექტრს, რომ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა შამ­სუნგ-ის ყვე­ლა ფლაგ­მა­ნის ტი­პის ხელ­სა­წყო. ხელ­სა­წყოს აქვს შთამ­ბეჭ­და­ვი 4,7 დი­უ­ი­მის HD SUPER AMOLED ეკ­რა­ნი, ასე­ვე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კა­მე­რა და რე­ა­ლურ დრო­ში HDR რე­ჟი­მი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფო­ტოს და ვი­დე­ოს მი­სა­ღე­ბად. Galaxy Alpha ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია ისე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი და მო­თხოვ­ნა­დი ფუნ­ქცი­ე­ბით, რო­გო­რი­ცაა ენერ­გი­ის ეკო­ნო­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლის რე­ჟი­მი, თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის სკა­ნე­რი, პრი­ვა­ტუ­ლი რე­ჟი­მი, ასე­ვე პრო­დუქ­ტი თავ­სე­ბა­დია შამ­სუნგ-ის ახალ პრო­დუქ­ტებ­თან: Gear Fit, Gear Live da Gear 2.

Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ი­დან და­ი­წყო. კომ­პა­ნია Samsung Electronics-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს ურ­ჩე­ვენ ახა­ლი სმარ­ტფო­ნე­ბი სამ­სუნ­გის დამ­ცა­ვი ჰო­ლოგ­რა­მით შე­ი­ძი­ნონ.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შესაძლებელია

Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შესაძლებელია

ქართველ მომხმარებლებს სმარტფონების ახალი მოდელების Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შეუძლიათ. კომპანია Samsung Electronics-მა ახალი მოდელები გაყიდვაში უკვე გამოიტანა. კომპანიამ გაყიდვების საქართველოში დაწყება სასტუმრო "რუმს თბილისში" აღნიშნა. როგორც Samsung Electronics-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ ყველაფერი ასახონ ციფრულ ფორმატში, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

"ახალი მოდელი Samsung Galaxy Note 4 აღჭურვილია ბევრად უფრო გაუმჯობესებული პარამეტერებით, როგორიცაა უმაღლესი ხარისხის ფოტოკამერა და ა.შ. დარწმუნებული ვარ მისი შეძენით მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება", - აცხადებს Samsung Electronics-ის წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

მობილური მოწყობილობების მიმართულების მენეჯერი შოთა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ახალი სმარტფონი კიდევ უფრო ელეგანტური და ფუნქციონალურად გაუმჯობესებულია.

"მეტალის ჩარჩო მის დიზაინს ძალიან ელეგანტურ შესახედაობას აძლევს. არის გაზრდილი Qhd გაფართოების ეკრანი, რომელზეც მუშაობა უფრო მოსახერხებელია. Note 4 ასევე აღჭურვილია ულტრაიისფერი გამოსხივების სენსორით, რომელიც ინოვაციაა მობილური ტელეფონების სამყაროში. ის გვეხმარება მზიანი ამინდის დროს გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა ვარჯიში, სეირნობა ან თუნდაც რუჯის მიღება", - აცხადებს ლურსმანაშვილი.

ღონისძიებაზე Samsung Electronics-მა კალმის ევოლუციის ამსახველი გამოფენაც მოაწყო. სწორედ გალაქსი ნოუთის სერიის შემუშავებით კომპანია სამსუნგმა ციფრულ სამყაროში კალმისა და უბის წიგნაკის მეშვეობით ინფორმაციის ჩაწერის კულტურა შემოიტანა.

"Note 4-ს ახლავს თავისი სტილუსი გაუმჯობესებული ფუნქციებით, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პატარა გამოფენა სადაც კარგად ჩანს კალმის ევოლუცია ქვის ხანიდან დღემდე, ელექტრონულ დამწერობლამდე", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა სვეტლანა პანმა.

Galaxy Note 4 ასევე აღჭურვილია მოწინავე კამერის სისტემით, რომელიც უფრო მკვეთრ და ზუსტ გამოსახულების აღბეჭდავს. მოწყობილობას გააჩნია 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Smart Optical Image Stabilizer-ის ფუნქციით. გარდა ამისა 3,7 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ფ/1.9 დიაფრაგმით გვთავაზობს სტანდარტულ გადაღებას 90 გრადუსიანი ხედვის კუთხით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გადაღების კუთხე შესაძლებელია გაიზარდოს 120 გრადუსამდე, რათა მომხმარებლებმა გადაიღონ ჯგუფური ფოტო მეგობრებთან ერთად. სწრაფი დატენვის ფუნქციისა და ენერგო ეკონომიის მაქსიმალური რეჟიმის მეშვეობით Galaxy Note 4 იტენება ბევრად უფრო სწრაფად და ავტონომიურად მუშაობს უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მაშინაც კი როდესაც აკუმულატორი ჯდება. S PEN, როგორც ყოველდღიური გამოყენების ძირითადი ინსტრუმენტი Galaxy Note 4-ისთვის კიდევ უფრო დაიხვეწა და უფრო ბუნებრივ ეფექტს და ფურცელზე კალმით წერის იდენტურობას უზრუნველყოფს.

კომპაქტური ზომა, მეტალის ჩარჩო და კორპუსის სასიამოვნო ზედაპირი - ეს უკვე Samsung Galaxy Alpha-ა. ელეგანტური და პრაქტიკული Samsung Galaxy Alpha სტილისა და მოწინავე ტექნოლოგიების ოპტიმალურ შერწყმას გთავაზობთ. ამასთანავე ტელეფონი ინარჩუნებს Galaxy-ს პროდუქტების ყველა ტექნიკურ უპირატესობას და ინოვაციას, რომელიც ახასიათებს პრემიუმ კლასის სმარტფონებს. თხელი და მსუბუქი დიზაინის მიუხედავად, Galaxy Alpha სთავაზობს მომზმარებლებს მაქსიმალურ ეფექტიანობას და მოწინავე ფუნქციების ფართო სპექტრს, რომლებითაც გამოირჩევა შამსუნგ-ის ყველა ფლაგმანის ტიპის ხელსაწყო. ხელსაწყოს აქვს შთამბეჭდავი 4,7 დიუიმის HD SUPER AMOLED ეკრანი, ასევე მაღალი ხარისხის კამერა და რეალურ დროში HDR რეჟიმი უმაღლესი ხარისხის ფოტოს და ვიდეოს მისაღებად. Galaxy Alpha ასევე აღჭურვილია ისეთი ინოვაციური და მოთხოვნადი ფუნქციებით, როგორიცაა ენერგიის ეკონომიის გაძლიერებული რეჟიმი, ჯანმრთელობის კონტროლის რეჟიმი, თითის ანაბეჭდების სკანერი, პრივატული რეჟიმი, ასევე პროდუქტი თავსებადია შამსუნგ-ის ახალ პროდუქტებთან: Gear Fit, Gear Live da Gear 2.

Samsung Galaxy Note 4-ისა და Samsung Galaxy Alpha-ს გაყიდვა საქართველოში დღეიდან დაიწყო. კომპანია Samsung Electronics-ის წარმომადგენლები მომხმარებელს ურჩევენ ახალი სმარტფონები სამსუნგის დამცავი ჰოლოგრამით შეიძინონ.

ნათია ლეშკაშელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი