პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაღმის" დახურული პრემიერის პირველი ნეგატიური კრიტიკა
"ნაღმის" დახურული პრემიერის პირველი ნეგატიური კრიტიკა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­ნო­თე­ატრ ამი­რან­ში სტუ­დია "სარ­კეს" ახა­ლი ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის "ნაღ­მი" და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა შედ­გა.

კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, ლე­ვან ბა­ხი­ას მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი დრა­მის პრე­მი­ე­რა­ზე შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ბევ­რი სხვა ცნო­ბი­ლი სახე შე­იკ­რი­ბა.

თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა დარ­ბა­ზი ფილ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ტო­ვა, მათ შო­რის ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ და მსა­ხი­ობ­მა და წამ­ყვან­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ.

"ამ­ბე­ბი.გე" შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, სტუმ­რებს ფილ­მი არ მო­ე­წო­ნათ, თუ უბ­რა­ლოდ, ფილმში დრა­მა­ტუ­ლად გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ვე­ღარ გა­უძ­ლეს".

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­ბა­ტონ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ კო­მენ­ტარ­ზე უარი გვი­თხრა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ მის მიერ დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა შუა სე­ან­სის დროს, უკვე ნიშ­ნავს, რომ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურს.

რაც შე­ე­ხე­ბა ია ფა­რუ­ლა­ვას, ფილ­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მსა­ხი­ობ­მა იმა­ვე სა­ღა­მოს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ხა­ტა.

ია ფა­რუ­ლა­ვა: "რა იყო ეს ფილ­მი Landmine goes cklick თუ რა­ღაც ჯან­და­ბა - feeling shocked", - და­წე­რა ია ფა­რუ­ლა­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მაგ­რამ რამ ჩა­აგ­დო ია ფა­რუ­ლა­ვა შოკ­ში, ამის გან­მარ­ტე­ბა­ზე მსა­ხი­ობ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გვი­თხრა.

"ნაღ­მის" და­ხუ­რულ ჩვე­ნე­ბას ეს­წრე­ბო­და ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი, მწე­რა­ლი და მხატ­ვა­რი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე, რო­მე­ლიც მის­მა დის­შვილ­მა განო მე­ლი­თა­ურ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, "ნაღ­მის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა კოტე თო­ლორ­და­ვამ მი­იწ­ვი­ეს პრე­მი­ე­რა­ზე.

მა­ნა­ნა მე­ნაბ­დის თქმით, ნე­ბის­მი­ერ ფილ­მს, რაც არ უნდა ცუდი იყოს, ბო­ლომ­დე ეს­წრე­ბა, ვი­ნა­ი­დან იმ ცუდ­შიც აინ­ტე­რე­სებს, რით დამ­თავ­რდე­ბა ფილ­მი და რა არის სა­ინ­ტე­რე­სო.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა კო­ტეს თა­მა­ში. სა­ერ­თოდ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ თა­მა­შობ­და. სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა, რო­გო­რი სახე შექ­მნა კოტე თო­ლორ­და­ვამ და არა იმი­ტომ, რომ ის ჩემი დის­შვი­ლის მე­უღ­ლეა. ეს სრუ­ლი სი­მარ­თლეა. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ფილ­მს, ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და ამ ფილ­მის კონ­ცეფ­ცია გა­მო­მე­ტა­ნა და გა­მე­გო, რა სურ­და რე­ჟი­სორს. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იდე­უ­რი კონ­ცეფ­ცია, რისი თქმა უნდა რე­ჟი­სორს ამ ფილ­მით, ვერ გა­ვი­გე", - აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი.

მა­ნა­ნა მე­ნაბ­დის აზ­რით, მის­თვის უფრო მე­ტად მი­სა­ღე­ბი და გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და ტუ­რის­ტე­ბი თა­ვად ქარ­თვე­ლე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ და უსი­ა­მოვ­ნე­ბა, რაც ფილმშია მო­თხრო­ბი­ლი, ქარ­თვე­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი­ყო, რად­გან ეს ის­ტო­რია ასე უფრო გან­ზო­გად­დე­ბო­და.

"ფილმში კი ისე გა­მო­ვი­და, რომ ამე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ტე­რო­რისტ ქარ­თვე­ლებთნ ჩა­მო­ვიდ­ნენ. და­ვუშ­ვათ, ეს ხდე­ბა ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც მა­გა­ლი­თად, ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ჩა­ვიდ­ნენ, ორმა ია­პო­ნელ­მა კი ისე­თი­ვე ამ­ბა­ვი გა­უ­კე­თა, რო­გორც "ნაღმში" კო­ტეს გმირ­მა ამე­რი­კელ ტუ­რისტს. რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რჩე­ბო­დათ, რას იფიქ­რებ­დით - იმას, რომ მე არ მინ­და ამ ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა", - ამ­ბობს მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე.

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი მი­იჩ­ნევს, რომ ცუდი ხალ­ხი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­შია და ეს ყვე­ლამ იცის. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, "ნაღ­მის" ნახ­ვის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რივ­მა, სა­შუ­ა­ლო დო­ნის მა­ყუ­რე­ბელ­მა, ვინც არ იცის მხა­რე სა­ქარ­თვე­ლო, არას­წო­რი დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნოს.

"ჩემი აზ­რით, სცე­ნა­რი იყო გა­უ­მარ­თა­ვი. ვფიქ­რობ, ფილმში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი იყო, რო­მელ­მაც არ გა­ა­მარ­თლა გა­უ­მარ­თა­ვი სცე­ნა­რის გამო და ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი უზა­დოდ თა­მა­შობს, მათ შო­რის პა­ტა­რა გო­გო­ნა ელე­ნე ბე­ზე­რაშ­ვი­ლი. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მხატ­ვრის ხედ­ვა", - ამ­ბობს მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე.

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ბოლო სცე­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებს, ლე­ვან ბა­ხი­ას ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის "ნაღ­მი" ნახ­ვა მათ სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში დღე­ი­დან შე­ეძ­ლე­ბათ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ნაღმის" დახურული პრემიერის პირველი ნეგატიური კრიტიკა

"ნაღმის" დახურული პრემიერის პირველი ნეგატიური კრიტიკა

რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ ამირანში სტუდია "სარკეს" ახალი ქართულ-ამერიკული ფილმის "ნაღმი" დახურული ჩვენება შედგა.

კინოთეატრ "ამირანში" ქართველი რეჟისორის, ლევან ბახიას მძაფრსიუჟეტიანი დრამის პრემიერაზე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი სხვა ცნობილი სახე შეიკრიბა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მათგანმა დარბაზი ფილმის დასრულებამდე დატოვა, მათ შორის ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ და მსახიობმა და წამყვანმა ია ფარულავამ.

”ამბები.გე” შეეცადა გაერკვია, სტუმრებს ფილმი არ მოეწონათ, თუ უბრალოდ, ფილმში დრამატულად განვითარებულ მოვლენებს "ვეღარ გაუძლეს".

თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ კომენტარზე უარი გვითხრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მის მიერ დარბაზის დატოვება შუა სეანსის დროს, უკვე ნიშნავს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

რაც შეეხება ია ფარულავას, ფილმით გამოწვეული შთაბეჭდილებები მსახიობმა იმავე საღამოს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოხატა.

ია ფარულავა: "რა იყო ეს ფილმი Landmine goes cklick თუ რაღაც ჯანდაბა - feeling shocked", - დაწერა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში.

მაგრამ რამ ჩააგდო ია ფარულავა შოკში, ამის განმარტებაზე მსახიობმა კატეგორიული უარი გვითხრა.

"ნაღმის" დახურულ ჩვენებას ესწრებოდა ქართველი მუსიკოსი, მწერალი და მხატვარი მანანა მენაბდე, რომელიც მისმა დისშვილმა განო მელითაურმა და მისმა მეუღლემ, "ნაღმის" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა კოტე თოლორდავამ მიიწვიეს პრემიერაზე.

მანანა მენაბდის თქმით, ნებისმიერ ფილმს, რაც არ უნდა ცუდი იყოს, ბოლომდე ესწრება, ვინაიდან იმ ცუდშიც აინტერესებს, რით დამთავრდება ფილმი და რა არის საინტერესო.

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საოცრად მომეწონა კოტეს თამაში. საერთოდ მინდა აღვნიშნო, აბსოლუტურად ყველა მსახიობი ძალიან საინტერესოდ თამაშობდა. საოცრად მომეწონა, როგორი სახე შექმნა კოტე თოლორდავამ და არა იმიტომ, რომ ის ჩემი დისშვილის მეუღლეა. ეს სრული სიმართლეა. რაც შეეხება თავად ფილმს, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამ ფილმის კონცეფცია გამომეტანა და გამეგო, რა სურდა რეჟისორს. მაგრამ სამწუხაროდ, იდეური კონცეფცია, რისი თქმა უნდა რეჟისორს ამ ფილმით, ვერ გავიგე", - აღნიშნავს ქართველი მუსიკოსი.

მანანა მენაბდის აზრით, მისთვის უფრო მეტად მისაღები და გასაგები იქნებოდა ტურისტები თავად ქართველები რომ ყოფილიყვნენ და უსიამოვნება, რაც ფილმშია მოთხრობილი, ქართველებს შორის მომხდარიყო, რადგან ეს ისტორია ასე უფრო განზოგადდებოდა.

"ფილმში კი ისე გამოვიდა, რომ ამერიკელი ტურისტები ტერორისტ ქართველებთნ ჩამოვიდნენ. დავუშვათ, ეს ხდება იაპონიაში, სადაც მაგალითად, ქართველი ტურისტები ჩავიდნენ, ორმა იაპონელმა კი ისეთივე ამბავი გაუკეთა, როგორც "ნაღმში" კოტეს გმირმა ამერიკელ ტურისტს. რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რას იფიქრებდით - იმას, რომ მე არ მინდა ამ ქვეყანაში წასვლა", - ამბობს მანანა მენაბდე.

ქართველი მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ცუდი ხალხი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია და ეს ყველამ იცის. თუმცა, შესაძლოა, "ნაღმის" ნახვის შემდეგ ჩვეულებრივმა, საშუალო დონის მაყურებელმა, ვინც არ იცის მხარე საქართველო, არასწორი დასკვნები გამოიტანოს.

"ჩემი აზრით, სცენარი იყო გაუმართავი. ვფიქრობ, ფილმში ბევრი საინტერესო მომენტი იყო, რომელმაც არ გაამართლა გაუმართავი სცენარის გამო და ეს ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ყველა მსახიობი უზადოდ თამაშობს, მათ შორის პატარა გოგონა ელენე ბეზერაშვილი. გარდა ამისა, ძალიან მომეწონა მხატვრის ხედვა", - ამბობს მანანა მენაბდე.

ქართველი მუსიკოსი ასევე ხაზს უსვამს, რომ მისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბოლო სცენა, რომელიც ძალიან დამაჯერებელი იყო.

რაც შეეხება კინომოყვარულებს, ლევან ბახიას ქართულ-ამერიკული ფილმის "ნაღმი" ნახვა მათ საქართველოს კინოთეატრებში დღეიდან შეეძლებათ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი