მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს
აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის­თვის გაგ­ზავ­ნილ შე­ტყო­ბი­ნე­ბას ასა­ჯა­რო­ებს. "თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­პა­სუ­ხოდ გთა­ვა­ზობთ ჩემ გზავ­ნილს "მო­სა­მარ­თლე" ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ აშ­კა­რად უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ: ვი­საც გინა ანა­ხე ეს გზავ­ნი­ლი - მარ­ტი­ვად გე­ტყვი და სა­ჯა­რო­დაც ვე­ტყვი, ყვე­ლას მონა ხარ! ამ ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, რომ ამ გა­ნა­ჩე­ნით კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს თა­ნა­მო­ზი­ა­რე და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გახ­და. შე­ვახ­სე­ნებ ბა­ტონ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილს, რომ ძი­რი­თად­მა მოწ­მე­ებ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ პა­ტივს სცემ­დნენ ქურ­დულ სამ­ყა­როს!" , - აღ­ნიშ­ნუ­ლია აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დე­პუ­ტა­ტი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ურ­ჩევს, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ვურ­ჩევ­დი ოპე­რა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე და მუ­ქა­რა­ზე ბა­ტო­ნი ბე­სი­კის მი­მართ და ბო­ლოს შე­გახ­სე­ნებთ, "არა არს და­ფა­რუ­ლი, რა­ი­ცა არ გა­ცხად­დეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დღეს, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას და სხვა­თა მი­მართ გა­ნა­ჩე­ნის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, საქ­მის გან­მხილ­ველ­მა მო­სა­მარ­თლე - ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრ აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლის­გან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო. ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კა­ნონ­მდებ­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გას­ცდა ეთი­კის სა­ზღვრებს. სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­უ­წო­და ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ მო­სა­მარ­თლის ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლა­ხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს

აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ასაჯაროებს. "თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ: ვისაც გინა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ! ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!" , - აღნიშნულია აკაკი მინაშვილის განცხადებაში.

დეპუტატი თბილისის საქალაქო სასამართლოს ურჩევს, ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გააკეთოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გაეკეთებინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მუქარაზე ბატონი ბესიკის მიმართ და ბოლოს შეგახსენებთ, "არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს", - აღნიშნულია აკაკი მინაშვილის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დღეს, ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე სოციალურ ქსელში კანონმდებლის გამონათქვამები გასცდა ეთიკის საზღვრებს. სასამართლო ხელისუფლებამ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისგან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა