მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან
ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კახი კა­ლა­ძე­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძეს უჩი­ვი­ან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სარ­ჩე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უკვე შე­ი­ტა­ნა. "სა­ჩი­ვა­რი შე­ე­ხე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბას, რო­მე­ლიც გა­მოთ­ქმუ­ლი იყო ჩემი და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ. ჩვენ ისე­დაც ვა­პი­რებ­დით ჩი­ვილს, უბ­რა­ლოდ ვე­ლო­დე­ბო­დით ქარ­ტი­ის საბ­ჭო­ზე ამ თე­მის გან­ხილ­ვას და ამის თა­ო­ბა­ზე ვთქვით კი­დეც. ჩა­ა­ტა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას და და­ად­გენს, რის სა­ფუძ­ველ­ზე დაგ­ვწა­მა ცილი კახი კა­ლა­ძემ ან მე ან ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს და რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­კე­თა ელჩმა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თა", - აღ­ნიშ­ნა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

19 ივ­ნისს გავ­რცელ­და და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ა­კა­ვეს. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა სა­ზღვარ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის გად­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ზღვარ­ზე შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი თან­ხა იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე კი აცხა­დებ­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მოჰ­ქონ­დათ ერთ მი­ლი­ო­ნამ­დე შავი ფული და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა მას შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რაც თან­ხა და­აბ­რუ­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, სარჩელი პროკურატურაში უკვე შეიტანა. "საჩივარი შეეხება ცილისწამებას, რომელიც გამოთქმული იყო ჩემი და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ. ჩვენ ისედაც ვაპირებდით ჩივილს, უბრალოდ ველოდებოდით ქარტიის საბჭოზე ამ თემის განხილვას და ამის თაობაზე ვთქვით კიდეც. ჩაატარებს პროკურატურა გამოძიებას და დაადგენს, რის საფუძველზე დაგვწამა ცილი კახი კალაძემ ან მე ან ზურაბ ჯაფარიძეს და რის საფუძველზე გააკეთა ელჩმა ის განცხადებები, რომელიც გააკეთა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

19 ივნისს გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა, რომ დეპუტატების საზღვარზე შეფერხების მიზეზი დიდი რაოდენობით, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი არადეკლარირებული თანხა იყო. მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი აცხადებდა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აზერბაიჯანიდან მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული და აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა