პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელში მოხვდა
არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელში მოხვდა

აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის შეს­წავ­ლა, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ სი­რი­ე­ლი ქურ­თი მებ­რძო­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" "ბო­ე­ვი­კე­ბის" ხელ­შია. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­შა­ბათს, აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ამუ­ნი­ცია, სულ 27 კონ­ტე­ი­ნე­რი პა­რა­შუ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­უ­ყა­რეს ქურთ მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც სი­რი­ის ქა­ლაქ კო­ბანს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" იცა­ვენ.

პენ­ტა­გო­ნის პრესს­პი­კე­რის ჯონ კერ­ბის გან­ცხა­დე­ბით, მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ჭი­რო ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პენ­ტა­გონ­მა გა­ნა­ცხა­და, ერთი კონ­ტე­ი­ნე­რი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ვარ­და, რო­მელ­საც ჯი­ჰა­დის­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, თუმ­ცა მა­შინ­ვე გა­ნად­გურ­და, რათა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ხელ­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო. თუმ­ცა, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი ჯი­ჰა­დის­ტე­ბის ხელ­თაა.

სი­ა­რია-თურ­ქე­თის სა­ზღვრის­პი­რა ქა­ლაქ კო­ბა­ნის გარ­კვე­ულ ნა­წილს ამ დრომ­დე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" აკონ­ტრო­ლებს. "სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ქა­ლა­ქის­თვის ბრძო­ლის დროს 11 ქურ­თი მებ­რძო­ლი და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" 30 წევ­რი და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელში მოხვდა

არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელში მოხვდა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარეობს იმ ვიდეოჩანაწერის შესწავლა, რომელზეც ჩანს, რომ სირიელი ქურთი მებრძოლებისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელშია. "ბიბისის" ინფორმაციით, ორშაბათს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეიარაღება და ამუნიცია, სულ 27 კონტეინერი პარაშუტების საშუალებით ჩაუყარეს ქურთ მებრძოლებს, რომლებიც სირიის ქალაქ კობანს "ისლამური სახელმწიფოსგან" იცავენ.

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კერბის განცხადებით, მიწოდებული იარაღის უმრავლესობა საჭირო ხელში აღმოჩნდა. "ბიბისის" ცნობით, როგორც მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, ერთი კონტეინერი იმ ტერიტორიაზე ჩავარდა, რომელსაც ჯიჰადისტები აკონტროლებენ, თუმცა მაშინვე განადგურდა, რათა "ისლამური სახელმწიფოს" ხელში არ ჩავარდნილიყო. თუმცა, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია, რომ ამერიკული იარაღი ჯიჰადისტების ხელთაა.

სიარია-თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კობანის გარკვეულ ნაწილს ამ დრომდე "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, გუშინ ქალაქისთვის ბრძოლის დროს 11 ქურთი მებრძოლი და "ისლამური სახელმწიფოს" 30 წევრი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა