სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში შეხლა-შემოხლა მოხდა.
გადაცემის პირდაპირ ეთერში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. წამყვანი გიორგი გაბუნია იძულებული გახდა დახმარებისთვის დაცვისთვის მიემართა და ეთერში სარეკლამო ჭრა გაეშვა.
ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას ნარკომანები უპირისპირდებიან. მანვე დარბაზში მყოფი თარხან გასვიანი ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა და მისი ბებიის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე ისაუბრა. საჯაიას აღნიშნულმა განცხადებამ დარბაზში მღელვარება გამოიწვია, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.
დაგაინტერესებთ|
თქვენ ხართ ერთ უჯრედიანი ამება - ირმა ინაშვილი გოგა ონიანს
რატომ არ ახსენებთ ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად ატყავებდნენ - ბესელია გივი თარგამაძეს