სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს
22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს

22 წლის გო­გო­ნამ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა შს სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას და პრო­კუ­რა­ტუ­რას. განმცხა­დე­ბე­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პატ­რულ –ინ­სპექ­ტორს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გო­გო­ნა სა­ჩი­ვარ­ში აღ­წერს, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ პატ­რულ – ინ­სპექ­ტო­რი მას აშან­ტა­ჟებ­და, ემუქ­რე­ბო­და, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ტე­ლე­ფო­ნით ჰქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ფო­ტო­ებს მისი მე­უღ­ლე ნა­ხავ­და.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის გამო არ ამ­ჟღავ­ნებს გო­გო­ნას და საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა რეს­პო­დენ­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბას. ამ ეტაპ­ზე არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ პატ­რულ – ინ­სპექ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა­საც და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით.

"2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ვი­ცა­ნი. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო, ჩემი ნა­თე­სა­ვი­აო. იმ სა­ღა­მოს დავ­ლი­ეთ. ცუდი არა­ფე­რი მი­ფიქ­რია, ჩემი ახ­ლო­ბე­ლიც იქ იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­ტო დავ­რჩით. ძალა იხ­მა­რა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვუ­წევ­დი, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი, გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა. ვუ­თხა­რი, რომ ვუ­ჩივ­ლებ­დი, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე. მე­ში­ნო­და ჩემს მე­უღ­ლეს არ გა­ე­გო. შვი­ლე­ბი მყავს და ოჯა­ხის დან­გრე­ვა არ მინ­დო­და. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ისევ და­მი­კავ­შირ­და. უკვე ვი­ცო­დი, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ვუ­თხა­რი, რომ აღარ და­ე­რე­კა, თო­რემ ვუ­ჩივ­ლებ­დი. თუ მი­ჩივ­ლებ, შენი ქმა­რი ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებ­სო. ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად ისევ შევ­ხვდი. შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა მო­ინ­დო­მა. უარი ვუ­თხა­რი. და­მე­მუქ­რა, ფო­ტო­ე­ბი მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი და თუ არ გინ­და შენ­მა ქმარ­მა ნა­ხოს, ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლოო. რომ მი­ჩივ­ლო, არა­ვინ და­გი­ჯე­რებ­სო. რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა, მან­ქა­ნას ისე და­გა­ჯა­ხებ და მოგ­კლავ, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­ი­გებ­სო. შე­მა­ში­ნა. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ნამ­დე გაგ­რძელ­და, სა­ნამ ჩემ­მა მე­უღ­ლემ ტე­ლე­ფონ­ში მე­სი­ჯე­ბი არ ნახა. როცა მკი­თხა რა ხდე­ბაო, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი. იმ ღა­მით­ვე სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი. თა­ვის მოკ­ვლა მინ­დო­და, მაგ­რამ მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­მი­ჭი­რეს და მშობ­ლებ­თან წა­მიყ­ვა­ნეს. მე­ო­რე დღეს ბავ­შვე­ბი წა­მო­ვიყ­ვა­ნე და მას შემ­დეგ ჩემს მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობ. პატ­რულ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბის გამო ჩემი მა­მამ­თი­ლი რომ და­ა­კა­ვეს, გან­ცხა­დე­ბით შს სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას და პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თე, ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რე. სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნი­დან ერთი თვის შემ­დეგ და­მი­ბა­რეს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც გა­მომ­კი­თხეს და მას შემ­დეგ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა", – აღ­ნიშ­ნავს გო­გო­ნა.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ick.ge -ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს

22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს

22 წლის გოგონამ განცხადებით მიმართა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას. განმცხადებელი საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს პატრულ –ინსპექტორს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გოგონა საჩივარში აღწერს, რომ გაუპატიურების შემდეგ პატრულ – ინსპექტორი მას აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, რომ სექსუალური ურთიერთობა ტელეფონით ჰქონდა გადაღებული და მასთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ფოტოებს მისი მეუღლე ნახავდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვის გამო არ ამჟღავნებს გოგონას და საქმესთან დაკავშირებული სხვა რესპოდენტების ვინაობას. ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებთ პატრულ – ინსპექტორის ვინაობასაც და შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდებით.

„2013 წლის სექტემბერში გავიცანი. რამდენიმე ადამიანი ვიყავით. მეგობარმა გამაცნო, ჩემი ნათესავიაო. იმ საღამოს დავლიეთ. ცუდი არაფერი მიფიქრია, ჩემი ახლობელიც იქ იყო. მოგვიანებით მარტო დავრჩით. ძალა იხმარა, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერ შევძელი, გამაუპატიურა. ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, მაგრამ ვერ გავბედე. მეშინოდა ჩემს მეუღლეს არ გაეგო. შვილები მყავს და ოჯახის დანგრევა არ მინდოდა. მომდევნო დღეებში ისევ დამიკავშირდა. უკვე ვიცოდი, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო. ვუთხარი, რომ აღარ დაერეკა, თორემ ვუჩივლებდი. თუ მიჩივლებ, შენი ქმარი ყველაფერს გაიგებსო. ვითარების გასარკვევად ისევ შევხვდი. შეხვედრისთანავე სექსუალური კავშირის დამყარება მოინდომა. უარი ვუთხარი. დამემუქრა, ფოტოები მაქვს გადაღებული და თუ არ გინდა შენმა ქმარმა ნახოს, ჩემთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოო. რომ მიჩივლო, არავინ დაგიჯერებსო. რამდენჯერმე მითხრა, მანქანას ისე დაგაჯახებ და მოგკლავ, ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. შემაშინა. ჩვენი ურთიერთობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჩემმა მეუღლემ ტელეფონში მესიჯები არ ნახა. როცა მკითხა რა ხდებაო, ყველაფერი მოვუყევი. იმ ღამითვე სახლიდან წამოვედი. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მეუღლის ოჯახის წევრებმა დამიჭირეს და მშობლებთან წამიყვანეს. მეორე დღეს ბავშვები წამოვიყვანე და მას შემდეგ ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. პატრულზე შურისძიების მცდელობის გამო ჩემი მამამთილი რომ დააკავეს, განცხადებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას მივმართე, ყველაფერი დეტალურად აღვწერე. სამინისტროში განცხადების შეტანიდან ერთი თვის შემდეგ დამიბარეს, პროკურატურაშიც გამომკითხეს და მას შემდეგ არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, – აღნიშნავს გოგონა.

წაიკითხეთ  სრულად ick.ge -ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა