მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უშლიდა ზურა მანჯავიძეს ''ცეკვებში'' მონაწილეობას
	 ვინ უშლიდა ზურა მანჯავიძეს ''ცეკვებში'' მონაწილეობას

"რას ერ­ჩით ამ გო­გოს, კი­დევ მო­ხუ­ცი რომ და­უ­ყე­ნეთ გვერ­დი­თო", უთ­ქვამთ მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც ახლა ზურა მან­ჯა­ვი­ძის მე­წყვი­ლეა პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი". ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი­სა და ივა კუ­ზა­ნო­ვის შემ­დეგ, 43 წლის მომ­ღე­რა­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სცე­ნა­ზე დაფ­რი­ნავს.

- ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჯერ კი­დევ შარ­შან შე­მომ­თა­ვა­ზა. მა­შინ ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვი ვი­ყა­ვი, ცხვი­რის ძგი­დის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. სამი რე­პე­ტი­ცი­აც კი გა­ვი­ა­რე მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მირ­თულ­და და უარი ვთქვი. ჩემ მა­გივ­რად პრო­ექ­ტში თი­ე­ლი ჩას­ვეს და მო­ი­გო კი­დეც მან­ქა­ნა. სას­წა­უ­ლი ფეხი მაქვს (იცი­ნის), ორი­ვე თან. წელს დუ­ტამ და­მი­რე­კა და მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი. ხალ­ხს ჭკუ­ას კი და­ვე­კი­თხე, პირ­ველ რიგ­ში, ოჯა­ხის წევ­რებს.

- ოჯახ­მა რა გირ­ჩია?

- მე­უღ­ლე მომ­ხრე იყო, მა­ქე­ზებ­და კი­დეც სხვა სე­ზო­ნებ­ზე, ნე­ტავ, მო­ნა­წი­ლე­ობ­დეო. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა არ მი­ჭირს, ბავ­შვო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წელი დავ­დი­ო­დი. წვე­უ­ლე­ბებ­ზე ხში­რად გა­მიშ­ლია ხელი. "ფორ­ტეს" მა­ნა­ნა ცეკ­ვავს ძა­ლი­ან კარ­გად ქარ­თულს, "გორ­დას" სო­ლის­ტია და რამ­დე­ნი­მე კარ­გი ნო­მე­რი გვაქვს ერ­თად გა­კე­თე­ბუ­ლი. ლა­თი­ნურ ცეკ­ვებ­საც ვას­რუ­ლებ­დი ხოლ­მე ასეთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, თვი­თო­ნაც ვი­გო­ნებ­დი ზოგ­ჯერ ილე­თებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ შემ­ში­ნე­ბია ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და თურ­მე შევ­ცდი. ძა­ლი­ან რთუ­ლია და იმი­ტომ. ქარ­თუ­ლის მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უჭირთ ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი ცეკ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. სულ სხვა დგო­მაა, სულ სხვა "ასან­კა". სა­მე­ჯლი­სოს მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ქარ­თუ­ლის ცეკ­ვა უჭირთ. მე­გო­ნა, ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი ცეკ­ვე­ბი უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. ურ­თუ­ლე­სია, ურ­თუ­ლე­სი!

- სცე­ნა­ზე ნაკ­ლე­ბად გე­ტყო­ბა, რომ ეს ცეკ­ვე­ბი შენ­თვის რთუ­ლია. რო­გორ ახერ­ხებ?

- ბევ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. მა­გა­ლი­თად, კონ­კურ­სის მე­ო­რე დღეს ყვე­ლა ის­ვე­ნებს, მე მზი­ას ვთხო­ვე და დავ­ნიშ­ნე რე­პე­ტი­ცია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მო­ჭარ­ბე­ბით მაქვს, ყვე­ლა საქ­მე­ში ასე ვარ. არ მინ­და, და­სა­ცი­ნი გავ­ხდე. თან, პირ­ვე­ლი ცეკ­ვა ისე­თი კარ­გი გა­მო­ვი­და, არ მსურს, მა­ყუ­რე­ბელს იმე­დი გა­ვუც­რუო

-ასა­კით ყვე­ლა­ზე დიდი კონ­კურ­სან­ტი ხარ...

- ამ სე­ზონ­ზე კი, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს 43 წლის ვხდე­ბი. ზუზუ იყო კი­დევ დიდი და, სამ­წუ­ხა­როდ, კონ­კურსს გა­მო­ე­თი­შა.

- მზი­ას ხელ­ში ატა­ცე­ბა ხომ არ გი­ჭირს?

- არ მი­ჭირს მას­თან ცეკ­ვა. აწე­ვე­ბიც ვცა­დეთ, არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ეტყო­ბა, ძლი­ე­რი ვარ (იცი­ნის). ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობ. მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი. არ ვე­წე­ვი, ვვარ­ჯი­შობ. ბოლო დროს ცოტა მან­ქა­ნამ გა­მა­ზარ­მა­ცა.

- შენ და მზია, ძი­რი­თა­დად, რაზე კა­მა­თობთ?

- "სტო­ი­კის" და­ჭე­რა­ზე. ამა­ზე მზია იმ­დენს მე­ჩხუ­ბა, პირ­ვე­ლი­ვე ცეკ­ვა­ზე ეს მო­მი­წო­ნა სწო­რედ ჩერ­ტკო­ევ­მა. ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. ზო­გა­დად, ჩემ­ზე ტკბი­ლი სი­ტყვა უფრო კარ­გად მოქ­მე­დებს, ვიდ­რე ჩხუ­ბი. ეს მზი­ა­მაც კარ­გად იცის და სწო­რად მიდ­გე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ უშლიდა ზურა მანჯავიძეს ''ცეკვებში'' მონაწილეობას

	 ვინ უშლიდა ზურა მანჯავიძეს ''ცეკვებში'' მონაწილეობას

''რას ერჩით ამ გოგოს, კიდევ მოხუცი რომ დაუყენეთ გვერდითო'', უთქვამთ მზია ორველაშვილზე, რომელიც ახლა ზურა მანჯავიძის მეწყვილეა პროექტში ''ცეკვავენ ვარსკვლავები''. ოთარ ტატიშვილისა და ივა კუზანოვის შემდეგ, 43 წლის მომღერალი, შეიძლება ითქვას, სცენაზე დაფრინავს.

- ნოე სულაბერიძემ ამ პროექტში მონაწილეობა ჯერ კიდევ შარშან შემომთავაზა. მაშინ ახალი ნაოპერაციევი ვიყავი, ცხვირის ძგიდის ოპერაცია გავიკეთე. სამი რეპეტიციაც კი გავიარე მზია ორველაშვილთან ერთად, მაგრამ მდგომარეობა გამირთულდა და უარი ვთქვი. ჩემ მაგივრად პროექტში თიელი ჩასვეს და მოიგო კიდეც მანქანა. სასწაული ფეხი მაქვს (იცინის), ორივე თან. წელს დუტამ დამირეკა და მაშინვე დავთანხმდი. ხალხს ჭკუას კი დავეკითხე, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს.

- ოჯახმა რა გირჩია?

- მეუღლე მომხრე იყო, მაქეზებდა კიდეც სხვა სეზონებზე, ნეტავ, მონაწილეობდეო. ქართული ცეკვა არ მიჭირს, ბავშვობაში რამდენიმე წელი დავდიოდი. წვეულებებზე ხშირად გამიშლია ხელი. ''ფორტეს'' მანანა ცეკვავს ძალიან კარგად ქართულს, ''გორდას'' სოლისტია და რამდენიმე კარგი ნომერი გვაქვს ერთად გაკეთებული. ლათინურ ცეკვებსაც ვასრულებდი ხოლმე ასეთ წვეულებებზე, თვითონაც ვიგონებდი ზოგჯერ ილეთებს. აქედან გამომდინარე, არ შემშინებია ამ პროექტში მონაწილეობა და თურმე შევცდი. ძალიან რთულია და იმიტომ. ქართულის მოცეკვავეებს უჭირთ ლათინო-ამერიკული ცეკვების შესრულება. სულ სხვა დგომაა, სულ სხვა ''ასანკა''. სამეჯლისოს მოცეკვავეებს ქართულის ცეკვა უჭირთ. მეგონა, ლათინო-ამერიკული ცეკვები უფრო ადვილი იქნებოდა. ურთულესია, ურთულესი!

- სცენაზე ნაკლებად გეტყობა, რომ ეს ცეკვები შენთვის რთულია. როგორ ახერხებ?

- ბევრი მუშაობის შედეგია. მაგალითად, კონკურსის მეორე დღეს ყველა ისვენებს, მე მზიას ვთხოვე და დავნიშნე რეპეტიცია. პასუხისმგებლობის გრძნობა მოჭარბებით მაქვს, ყველა საქმეში ასე ვარ. არ მინდა, დასაცინი გავხდე. თან, პირველი ცეკვა ისეთი კარგი გამოვიდა, არ მსურს, მაყურებელს იმედი გავუცრუო

-ასაკით ყველაზე დიდი კონკურსანტი ხარ...

- ამ სეზონზე კი, ოქტომბრის ბოლოს 43 წლის ვხდები. ზუზუ იყო კიდევ დიდი და, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშა.

- მზიას ხელში ატაცება ხომ არ გიჭირს?

- არ მიჭირს მასთან ცეკვა. აწევებიც ვცადეთ, არ გამჭირვებია. ეტყობა, ძლიერი ვარ (იცინის). ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. მიყვარს ფეხბურთი, კალათბურთი, ფეხით სიარული. არ ვეწევი, ვვარჯიშობ. ბოლო დროს ცოტა მანქანამ გამაზარმაცა.

- შენ და მზია, ძირითადად, რაზე კამათობთ?

- ''სტოიკის'' დაჭერაზე. ამაზე მზია იმდენს მეჩხუბა, პირველივე ცეკვაზე ეს მომიწონა სწორედ ჩერტკოევმა. ძალიან მესიამოვნა. ზოგადად, ჩემზე ტკბილი სიტყვა უფრო კარგად მოქმედებს, ვიდრე ჩხუბი. ეს მზიამაც კარგად იცის და სწორად მიდგება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება