საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: "გუბერნატორთან შეხვედრა კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა"
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: "გუბერნატორთან შეხვედრა კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა"

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი აკა­კი მა­ჭუ­ტა­ძე 20 ოქ­ტომ­ბერს ადი­გენ­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც ადი­გე­ნის გამ­გე­ო­ბა­ში გა­ი­მარ­თა, გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ავ­თან­დილ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ზა­ქა­რია ენ­დე­ლა­ძეც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

შეხ­ვედ­რას ჭე­ლის მე­ჩე­თის წი­ნამ­ძღვა­რი ჯამ­ბულ აბუ­ლა­ძეც ეს­წრე­ბო­და და რო­გორც ის ამ­ბობს, გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მუს­ლი­მე­ბი და­ი­ბა­რა და და­ე­მუქ­რა.

"ეს არ იყო შეხ­ვედ­რა, ეს იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა. არ ვიცი, რო­გორ შე­ვა­ფა­სო, შოკ­ში ვარ. გუ­ბერ­ნა­ტო­რი დაგ­ვე­მუქ­რა, მაგ­რამ რითი და რო­გორ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და. ვერ ვხვდე­ბი, რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. მრცხვე­ნია, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ცვლი­ლე­ბებს მი­ვე­ცი ხმა", - ამ­ბობს ჯამ­ბულ აბუ­ლა­ძე.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე გუ­ბერ­ნა­ტო­რი მუს­ლი­მებს ჟარ­გო­ნე­ბით ესა­უბ­რე­ბო­და და მათ პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა არა­ვინ აცა­ლა. "ალ­ბათ წარ­სულ­ში "ქურ­დი" იყო. ისე­თი ჟარ­გო­ნე­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ვერ და­ვი­მახ­სოვ­რე. ეს ჩემ­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვე­ნი აზრი არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და, გვი­თხრა, რომ მუ­შა­ო­ბა­ში ხელი არ უნდა შე­ვუ­შა­ლოთ, რომ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნენ და მე­ჩე­თის შე­ნო­ბა­ში კულ­ტუ­რის სახ­ლს მა­ინც გა­ა­კე­თე­ბენ", - ამ­ბობს ჯამ­ბულ აბუ­ლა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: "გუბერნატორთან შეხვედრა კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა"

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: "გუბერნატორთან შეხვედრა კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა"

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე 20 ოქტომბერს ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ადიგენის გამგეობაში გაიმართა, გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძეც ესწრებოდნენ.

შეხვედრას ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძეც ესწრებოდა და როგორც ის ამბობს, გუბერნატორმა მუსლიმები დაიბარა და დაემუქრა.

"ეს არ იყო შეხვედრა, ეს იყო კრიმინალური გარჩევა. არ ვიცი, როგორ შევაფასო, შოკში ვარ. გუბერნატორი დაგვემუქრა, მაგრამ რითი და როგორ, ამაზე საუბარი არ მინდა. ვერ ვხვდები, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. მრცხვენია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ცვლილებებს მივეცი ხმა", - ამბობს ჯამბულ აბულაძე.

მისი თქმით, შეხვედრაზე გუბერნატორი მუსლიმებს ჟარგონებით ესაუბრებოდა და მათ პოზიციის დაფიქსირება არავინ აცალა. "ალბათ წარსულში "ქურდი" იყო. ისეთი ჟარგონებით ლაპარაკობდა, ვერ დავიმახსოვრე. ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ჩვენი აზრი არავის აინტერესებდა, გვითხრა, რომ მუშაობაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და მეჩეთის შენობაში კულტურის სახლს მაინც გააკეთებენ", - ამბობს ჯამბულ აბულაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა