პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრალდებულის მეუღლე: "სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა"
ბრალდებულის მეუღლე: "სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა"

ყა­რა­თუ­ბან­ში მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მომ­ხდარ სამ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, და­ვით კუბ­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე მა­რი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი ტრა­გე­დი­ის ღა­მეს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში მო­რი­გე იყო. გა­მო­ძა­ხე­ბი­სას შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სწო­რედ ის გა­ვი­და და დაჭ­რი­ლი ბექა სირ­ბი­ლა­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მან გა­და­იყ­ვა­ნა.

"ბექა მე­უბ­ნე­ბო­და, მგო­ნი მირ­ზა (ბრალ­დე­ბუ­ლის შვი­ლი) შე­მოგ­ვაკ­ვდა და მიშ­ვე­ლე მა­რი­ნა დე­ი­დაო. ეგო­ნა მე არ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. მთე­ლი ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვტი­რო­დი, მე­გო­ნა რომ ჩემი შვი­ლი უკვე მკვდა­რი იყო", - იხ­სე­ნებს მა­რი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მა­რი­ა­მო­ბას, ანუ იმ დღეს, როცა მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ყა­რა­თუბ­ნე­ლე­ბი ადი­გენ­ში შუ­ა­დღი­დან ჩხუ­ბობ­დნენ: "ორი სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს ათ სა­ა­თამ­დე ერთი ამ­ბა­ვი იყო და­ბა­ში. ამ დღეს პო­ლი­ცი­ელ კობა ვა­შა­კი­ძის მე­უღ­ლემ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყ­ვნენ ყვე­ლა, მაგ­რამ ამ ბი­ჭე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის მი­უქ­ცე­ვია. მკვლე­ლო­ბაც პო­ლი­ცი­ი­დან 200 მეტრში მოხ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს რომ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ, მკვლე­ლო­ბა არ მოხ­დე­ბო­და", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე.

კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი მე­უღ­ლე ყა­რა­თუბ­ნე­ლებ­მა წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და ეს ტრა­გე­დია ამი­ტომ დატ­რი­ალ­და: "ძა­ლი­ან მო­ჩხუ­ბა­რი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, ხან ვის­თან ჩხუ­ბობ­დნენ და ხან - ვის­თან. რა თქმა უნდა, არ ვა­მარ­თლებ ჩემს ქმარს, მან და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და პა­სუ­ხიც უნდა აგოს, მაგ­რამ აქ­ცი­ებს რომ მარ­თა­ვენ და გვლან­ძღა­ვენ, მე ვინ­მეს რამე და­ვუ­შა­ვე?!"

კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მათ უსაფრ­თხო­ე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და შეგ­ნე­ბუ­ლად არ იძი­ე­ბენ საქ­მეს ისე, რო­გორც ეს სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო: "თუ ზუს­ტად იმას იტყვი­ან, რა რო­გორ მოხ­და, მა­შინ მათი უმოქ­მე­დო­ბა გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა და ეს არა­ვის აწყობს".

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, გარ­და უმოქ­მე­დო­ბი­სა, ქურ­დო­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებს. მისი თქმით, იმ ღა­მეს, როცა სახ­ლი გა­ჩხრი­კეს და სა­ბუ­თე­ბი გა­მო­უ­ტა­ნეს, ფული და ოქრო და­კარ­გა: "სა­ფუ­ლე­ში ფული და ოქ­როს სა­მა­ჯუ­რი მედო, რო­მე­ლიც ხში­რად მე­კე­თა. მაგ­რამ აღარც ფული იყო შიგ და აღარც სა­მა­ჯუ­რი. თუ არა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სხვა ვინ აი­ღებ­და?"

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

ბრალდებულის მეუღლე: "სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა"

ბრალდებულის მეუღლე: "სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა"

ყარათუბანში მარიამობის დღესასწაულზე მომხდარ სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულის, დავით კუბლაშვილის მეუღლე მარინე კუბლაშვილი ტრაგედიის ღამეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მორიგე იყო. გამოძახებისას შემთხვევის ადგილზე სწორედ ის გავიდა და დაჭრილი ბექა სირბილაძე საავადმყოფოში მან გადაიყვანა.

"ბექა მეუბნებოდა, მგონი მირზა (ბრალდებულის შვილი) შემოგვაკვდა და მიშველე მარინა დეიდაო. ეგონა მე არ დავეხმარებოდი. მთელი ორი საათის განმავლობაში საავადმყოფოში ვტიროდი, მეგონა რომ ჩემი შვილი უკვე მკვდარი იყო", - იხსენებს მარინე კუბლაშვილი.

მისი თქმით, მარიამობას, ანუ იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, ყარათუბნელები ადიგენში შუადღიდან ჩხუბობდნენ: "ორი საათიდან საღამოს ათ საათამდე ერთი ამბავი იყო დაბაში. ამ დღეს პოლიციელ კობა ვაშაკიძის მეუღლემ ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოში იყვნენ ყველა, მაგრამ ამ ბიჭებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მკვლელობაც პოლიციიდან 200 მეტრში მოხდა. სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა", - ამბობს ბრალდებულის მეუღლე.

კუბლაშვილის განცხადებით, მისი მეუღლე ყარათუბნელებმა წყობილებიდან გამოიყვანეს და ეს ტრაგედია ამიტომ დატრიალდა: "ძალიან მოჩხუბარი ბიჭები იყვნენ, ხან ვისთან ჩხუბობდნენ და ხან - ვისთან. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ჩემს ქმარს, მან დანაშაული ჩაიდინა და პასუხიც უნდა აგოს, მაგრამ აქციებს რომ მართავენ და გვლანძღავენ, მე ვინმეს რამე დავუშავე?!"

კუბლაშვილის განცხადებით, სამართალდამცავები მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ და შეგნებულად არ იძიებენ საქმეს ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო: "თუ ზუსტად იმას იტყვიან, რა როგორ მოხდა, მაშინ მათი უმოქმედობა გამოაშკარავდება და ეს არავის აწყობს".

ბრალდებულის მეუღლე სამართალდამცავებს, გარდა უმოქმედობისა, ქურდობაშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, იმ ღამეს, როცა სახლი გაჩხრიკეს და საბუთები გამოუტანეს, ფული და ოქრო დაკარგა: "საფულეში ფული და ოქროს სამაჯური მედო, რომელიც ხშირად მეკეთა. მაგრამ აღარც ფული იყო შიგ და აღარც სამაჯური. თუ არა პოლიციელები, სხვა ვინ აიღებდა?"

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა