საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კაცი ქალს ცხვირ-პირს დაუნაყავს, ქალი ამას პატიობს" - რითი ხსნიან ცნობილები ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებს
"თუ კაცი ქალს ცხვირ-პირს დაუნაყავს, ქალი ამას პატიობს" - რითი ხსნიან ცნობილები ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებს

ძა­ლა­დო­ბა, აგ­რე­სია, სი­სას­ტი­კე, გა­უ­ტან­ლო­ბა ბო­ბოქ­რობს - ჩვენ გარ­შე­მო სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტე­ბი ხდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ტა­ნე­ლია ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა და სი­სას­ტი­კე, რა­საც მა­მა­კა­ცე­ბი მე­უღ­ლე­ე­ბის მი­მართ სჩა­დი­ან...

Ambebi.ge რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს და­უ­კავ­შირ­და და ამ გახ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებ­ზე გა­ე­სა­უბ­რა.

მუ­სი­კოს­მა ანრი ჯო­ხა­ძემ წელს კლი­პი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "განა ყვე­ლა ქალი ქა­ლია?" გა­და­ი­ღო. რო­გორც ამ­ბობს, ვი­დეო სწო­რედ ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი:

- სა­ერ­თოდ, ასეთ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩანს ხოლ­მე... თუმ­ცა ის, რაც დღეს ხდე­ბა და რაც ბოლო დროს თავს და­ა­ტყდა ქარ­თულ ოჯა­ხებს, ტრა­გე­დი­აა... არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­თა­ვით­ვე ქა­ლის მი­მართ სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. ერმა ქარ­თლის დე­დას ძეგლიც კი და­უდ­გა, მაგ­რამ მგო­ნია, რომ პრობ­ლე­მა ქა­ლებ­შიც არის, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებს არ ვგუ­ლის­ხმობ და იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს...

თუ კაცი ურტყამს ქალს და კარ­გად და­უ­ნა­ყავს ცხვირ-პირს, ზო­გი­ერთს შე­უძ­ლია ეს აი­ტა­ნოს და მას ეს ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტი­ოს. ამის მა­გა­ლი­თე­ბი ჩემს სა­მე­გობ­რო­შიც ყო­ფი­ლა, როცა ქმრებ­სა თუ ბო­იფ­რენ­დებს თუნ­დაც სა­ხალ­ხოდ ცხვირ-პირი და­უ­ნა­ყავთ გვერ­დით მყო­ფი ქა­ლე­ბის­თვის, შემ­დეგ კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს უპა­ტი­ე­ბი­ათ და ამ მა­მა­კა­ცებს შე­რი­გე­ბი­ან... ხვდე­ბით, ქა­ლის მიერ სა­კუ­თა­რი თა­ვის რო­გო­რი თვით­შე­ფა­სე­ბაა? ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმ მა­მა­კაცს, "ვაჟ­კაცს" იმა­ვე ქალ­თან რო­გორ უმ­ყა­რებს პო­ზი­ცი­ებს? მგო­ნია, რომ ასე უმე­ტე­სად სუს­ტი მა­მა­კა­ცე­ბი იქ­ცე­ვი­ან...

- რა უნდა გა­ა­კე­თოს ასეთ დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ?

- მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ზო­გა­დად და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი გაჩ­ნდა... რაც არ უნდა ვთქვათ, კრი­მი­ნა­ლის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და თუ არა, ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა ლა­პა­რა­კობს, რომ გარ­შე­მო სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბით. ესე იგი, რა­ღა­ცა­შია საქ­მე. ამი­ტომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა გამ­კაცრ­დნენ... დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­რო­საც თით­ქოს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი გა­უჩ­ნდა. ფიქ­რო­ბენ, რომ არ დამ­სჯი­ან, ან თუ რა­ი­მე ჩა­ი­დი­ნეს, სა­სა­მარ­თლო­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ 100 თუ 400 ლა­რის სა­ფა­სუ­რად. ეს გულ­სატ­კე­ნია. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი თავს და­ცუ­ლად ვერ გრძნობ.

- ე.ი. კა­ნო­ნი უნდა გამ­კაცრ­დეს?

- კა­ნო­ნი გა­და­სა­რე­ვია, უბ­რა­ლოდ, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აღ­სრუ­ლე­ბა­შია პრობ­ლე­მა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა ალ­ბათ, ასეთ ფაქ­ტებს მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით უნდა მო­ე­კი­დოს და - "ეს ჩემი საქ­მე არ არის," უკვე ასე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა...

- კი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბაც სწო­რედ ისე­თი­ვეა, რო­გორც არის იგი­ვე მსხვერ­პლი თუ დამ­ნა­შა­ვე... ურტყა­მენ, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნებთ, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არ ეგუ­ე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ას...

ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ამ თე­მა­ზე ბევ­რია სათ­ქმე­ლი... ასე­თი რამ ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბი ჩვენ­თან ასე გახ­შირ­და და არ ვიცი, სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვანს...

ძი­რი­თა­დად ისე ხდე­ბა, რომ ვი­ღაც კლავს და მერე თავს იკ­ლავს... ეს არის თავ­ში და­ურ­წმუ­ნებ­ლო­ბის, კომ­პლექ­სი­სა და კი­დევ უამ­რა­ვი რა­მის ბრა­ლი და შე­დე­გი...

ეს პრობ­ლე­მა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი­დან მო­დის - არა­ნორ­მა­ლუ­რი და არა­ჯან­სა­ღი, ეჭ­ვით გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხის ჩა­დე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი...

ვფიქ­რობ, რომ სამ­ყა­რომ "გა­რე­კა" და ასე­თი სა­ში­ნე­ლი გულ­გრი­ლო­ბით გა­მო­ხა­ტავს ამ ყვე­ლა­ფერს, ან გარ­კვე­უ­ლი ყალ­ბი რე­აქ­ცი­ე­ბით, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი იმ ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დე მიჰ­ყავს, რაც ჩვენ­ში ხდე­ბა...

ერთი წუ­თი­თაც არ ვა­მარ­თლებ არა­ვის, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ბევ­რი ცუდი ხდე­ბა არა მარ­ტო ოჯა­ხებ­ში, არა­მედ ზო­გა­დად, ჩვენ გარ­შე­მო. სუსტს ვი­თომ ძლი­ე­რი ერე­ვა, თუ რას შვრე­ბა, ერ­თმა­ნეთს რას უმ­ტკი­ცე­ბენ, ვე­ღარ გა­ვი­გე. სიკ­ვდი­ლით გა­მო­სა­ვა­ლი? არა, მარ­თლა მტკი­ვა...

ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნებს, გარ­შე­მო ყვე­ლას თა­ვი­სი სით­ბო­თი და კარ­გი ხა­სი­ა­თით უყ­ვართ და მერე იგი­ვე­ნი მთელ სტრესს ოჯახ­ში იხ­სნი­ან, თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ სი­ტყვი­ე­რი და უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით...

მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი, უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნის სტი­ლის­ტია და მათ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუ­ნავს. ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ქა­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი ჰქონ­და ატ­ვირ­თუ­ლი:

- სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ეს მა­ინც მენ­ტა­ლო­ბის ბრა­ლია, სტე­რე­ო­ტი­პის პრობ­ლე­მაა. რა­ღა­ცე­ბი კა­ნონ­მაც უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს, ამ თე­მით სე­რი­ოზ­ლად უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ. ძვე­ლად, როცა ოჯახ­ში, ცოლ-ქმარს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ხდე­ბო­და, რა­ღაც პრობ­ლე­მა იყო, თით­ქოს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი­ვით არ­სე­ბობ­და, რომ უცხო ადა­მი­ა­ნი, თუნ­დაც მე­ზო­ბე­ლი არ უნდა ჩა­რე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ რაც ბოლო დღე­ებ­ში ხდე­ბა, უკვე ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გა­და­დის. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა უაზ­როდ ხდე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ოჯახ­ში ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ჩხუ­ბი და ვი­მე­ო­რებ, ად­რეც ხდე­ბო­და. თან, იმ ჩხუბ­ში იყო ცემა და გი­ნე­ბა. დღეს კი უკვე სხვა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვართ - ხდე­ბა მკვლე­ლო­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან გახ­შირ­და. ცო­ლებს სამ­სა­ხურ­ში უვარ­დე­ბი­ან და ხალ­ხში კლა­ვენ. მერე კი თავს იკ­ლა­ვენ... არ ვიცი, ისი­ნი რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან, ამას რომ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­ში­ნე­ლე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ეს სწო­რედ იმის ბრა­ლიც არის, რომ აქამ­დე, რო­გორც ვთქვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო, რომ ეს ჩემი საქ­მე არ არის... ახლა ალ­ბათ უკვე არის და უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მე! რო­დე­საც ქალი რა­ღაც პრობ­ლე­მას წა­ა­წყდე­ბა და დახ­მა­რე­ბას ითხოვს, უნდა და­ეხ­მა­რონ!

მაგ­რამ ბოლო დრო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, არ ვიცი, რა პრობ­ლე­მაა?! იქ­ნებ უბ­რა­ლოდ, რა­ღაც დამ­თხვე­ვაა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ყვე­ლამ ერ­თად უნდა მივ­ხე­დოთ და ვუშ­ვე­ლოთ.

- ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ ქალ­ბა­ტონ­თან გი­წევს კონ­ტაქ­ტი, მათ გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე ზრუ­ნავ. ისი­ნი თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე ალ­ბათ ხში­რად გიყ­ვე­ბი­ან...

- მათი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ძი­რი­თა­დად იმას ეხე­ბა ხოლ­მე, რომ ქმარ­მა უღა­ლა­ტა. ღმერ­თმა ყვე­ლა ქალი ამის­გან და­ი­ფა­როს, მაგ­რამ ამას რომ შე­ვა­და­როთ ის, რაც დღეს მა­სობ­რი­ვად ხდე­ბა, რა თქმა უნდა, ღა­ლა­ტის ვა­რი­ან­ტი უფრო ასა­ტა­ნია, რაც ზო­გის­თვის პრო­ვო­კა­ცია და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა... ამ დროს ჩემი ფრა­ზაა ხოლ­მე - გჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის! თუ ასე­თი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და­დე­ქი, ეს არ არის მხო­ლოდ შენი პრობ­ლე­მა, შენი მე­უღ­ლი­საც არის... მა­მა­კა­ცე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უა­რე­სებ­თან მი­დი­ან, მაგ­რამ რად­გა­ნაც ამ ქა­ლებს ჰყავთ შვი­ლე­ბი, დეპ­რე­სი­ა­ში არ უნდა ჩა­ვარ­დნენ...…

ხოლო იმ ფაქ­ტმა, რაც მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ კა­ხეთ­ში მოხ­და, - ხან­ში­შე­სულ­მა კაც­მა მე­უღ­ლე რომ მოკ­ლა, გა­მა­ოგ­ნა... ალ­ბათ, ადა­მი­ანს რა­ღაც წერ­ტილ­ში გო­ნე­ბა "ეკე­ტე­ბა" და ხდე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა, მაგ­რამ რა­მე­ნა­ი­რად ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ღუპ­ვის­გან. რო­გორც კი გა­ვი­გებთ ცოლ-ქმრის კონ­ფლიქტს, სა­ჭი­რო ზო­მებს უნდა მივ­მარ­თოთ ან უნდა ჩა­ვე­რი­ოთ, ან მა­შინ­ვე გა­მო­ი­ძა­ხონ პო­ლი­ცია, რათა არ მო­ვი­ღოთ ის შე­დე­გი, რაც დღეს გვაქვს.

- "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჰო­ლან­დი­ა­ში მოღ­ვა­წე კი­კბოქ­სელ გიგა ჭი­კა­ძის ვი­დე­ორ­გო­ლი გქონ­და ატ­ვირ­თუ­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­აა...

- დიახ, ეს არის გიგა ჭი­კა­ძი­სა და გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ წლის 3 ივ­ლისს გა­მო­ვი­და. მისი მთა­ვა­რი მე­სი­ჯია - "ჩვენ არ ვებ­რძვით ოჯა­ხის წევ­რებს, ჩვენ ვებ­რძვით ძა­ლა­დო­ბას ოჯახ­ში!" ის ქა­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ორ­გო­ლია. მის ამ ლო­ზუნგს მეც ვე­თან­ხმე­ბი, რად­გა­ნაც ოჯა­ხის წევ­რებს კი არ უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ, არა­მედ ოჯახ­სი ზა­ლა­დო­ბას უნდა ვებ­რძო­ლოთ! ეს ყვე­ლამ უნდა გა­ი­ზი­ა­როს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

მახ­სოვს, როცა ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, მე­ზო­ბე­ლი ცოლს ეჩხუ­ბე­ბო­და, აგი­ნებ­და და იქ ჭურ­ჭე­ლიც ილე­წე­ბო­და, არა­ვის ჰქონ­და იქ შეს­ვლის უფ­ლე­ბა, დღეს­დღე­ო­ბით ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს. ხმა­მა­ღალ სი­ტყვას გა­ვი­გებთ თუ არა, შე­ვი­დეთ, ჩა­ვე­რი­ოთ, და­ვა­რე­გუ­ლი­როთ სი­ტუ­ა­ცია, ან მივ­მარ­თოთ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ ეს პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­რონ, რათა არ მოხ­დეს ტრა­გე­დია.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"თუ კაცი ქალს ცხვირ-პირს დაუნაყავს, ქალი ამას პატიობს" - რითი ხსნიან ცნობილები ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებს

"თუ კაცი ქალს ცხვირ-პირს დაუნაყავს, ქალი ამას პატიობს" - რითი ხსნიან ცნობილები ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებს

ძალადობა, აგრესია, სისასტიკე, გაუტანლობა ბობოქრობს - ჩვენ გარშემო საშინელი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით აუტანელია ოჯახური ძალადობა და სისასტიკე, რასაც მამაკაცები მეუღლეების მიმართ სჩადიან...

Ambebi.ge რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა და ამ გახშირებულ ფაქტებზე გაესაუბრა.

მუსიკოსმა ანრი ჯოხაძემ წელს კლიპი, სახელწოდებით - "განა ყველა ქალი ქალია?" გადაიღო. როგორც ამბობს, ვიდეო სწორედ ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული:

- საერთოდ, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ჩემს შემოქმედებაში ჩანს ხოლმე... თუმცა ის, რაც დღეს ხდება და რაც ბოლო დროს თავს დაატყდა ქართულ ოჯახებს, ტრაგედიაა... არადა, საქართველოში იმთავითვე ქალის მიმართ საოცარი დამოკიდებულება არსებობს. ერმა ქართლის დედას ძეგლიც კი დაუდგა, მაგრამ მგონია, რომ პრობლემა ქალებშიც არის, ამ კონკრეტულ შემთხვევებს არ ვგულისხმობ და იმ ქალბატონებს, რომლებიც სიცოცხლეს გამოასალმეს...

თუ კაცი ურტყამს ქალს და კარგად დაუნაყავს ცხვირ-პირს, ზოგიერთს შეუძლია ეს აიტანოს და მას ეს ყველაფერი აპატიოს. ამის მაგალითები ჩემს სამეგობროშიც ყოფილა, როცა ქმრებსა თუ ბოიფრენდებს თუნდაც სახალხოდ ცხვირ-პირი დაუნაყავთ გვერდით მყოფი ქალებისთვის, შემდეგ კი დაზარალებულებს უპატიებიათ და ამ მამაკაცებს შერიგებიან... ხვდებით, ქალის მიერ საკუთარი თავის როგორი თვითშეფასებაა? ეს ყველაფერი კი იმ მამაკაცს, "ვაჟკაცს" იმავე ქალთან როგორ უმყარებს პოზიციებს? მგონია, რომ ასე უმეტესად სუსტი მამაკაცები იქცევიან...

- რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს საზოგადოებამ?

- მეჩვენება, რომ საზოგადოებაში ზოგადად დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა... რაც არ უნდა ვთქვათ, კრიმინალის რიცხვი გაიზარდა თუ არა, ფაქტია, რომ ყველა ლაპარაკობს, რომ გარშემო საშინელი ამბები ხდება. ადამიანები შეწუხებულები არიან ამ კრიმინალური ფაქტებით. ესე იგი, რაღაცაშია საქმე. ამიტომ სამართალდამცავი ორგანოები უნდა გამკაცრდნენ... დამნაშავეთა სამყაროსაც თითქოს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდა. ფიქრობენ, რომ არ დამსჯიან, ან თუ რაიმე ჩაიდინეს, სასამართლოდან გამათავისუფლებენ 100 თუ 400 ლარის საფასურად. ეს გულსატკენია. ასეთ დროს ადამიანი თავს დაცულად ვერ გრძნობ.

- ე.ი. კანონი უნდა გამკაცრდეს?

- კანონი გადასარევია, უბრალოდ, მეჩვენება, რომ აღსრულებაშია პრობლემა.

- საზოგადოება ალბათ, ასეთ ფაქტებს მეტი გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს და - "ეს ჩემი საქმე არ არის," უკვე ასე ცხოვრება აღარ შეიძლება...

- კი, მაგრამ საზოგადოებაც სწორედ ისეთივეა, როგორც არის იგივე მსხვერპლი თუ დამნაშავე... ურტყამენ, მაგრამ სიამოვნებთ, მხოლოდ ერთეულები არიან, რომლებიც არ ეგუებიან სიტუაციას...

ზუზუ ბეჟაშვილი, მსახიობი:

- ამ თემაზე ბევრია სათქმელი... ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს საშინელი ამბები ჩვენთან ასე გახშირდა და არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს...

ძირითადად ისე ხდება, რომ ვიღაც კლავს და მერე თავს იკლავს... ეს არის თავში დაურწმუნებლობის, კომპლექსისა და კიდევ უამრავი რამის ბრალი და შედეგი...

ეს პრობლემა სოციალური საკითხებიდან მოდის - არანორმალური და არაჯანსაღი, ეჭვით გაუბედურებული ხალხის ჩადენილი ფაქტები...

ვფიქრობ, რომ სამყარომ "გარეკა" და ასეთი საშინელი გულგრილობით გამოხატავს ამ ყველაფერს, ან გარკვეული ყალბი რეაქციებით, რომელსაც ადამიანი იმ ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს, რაც ჩვენში ხდება...

ერთი წუთითაც არ ვამართლებ არავის, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ცუდი ხდება არა მარტო ოჯახებში, არამედ ზოგადად, ჩვენ გარშემო. სუსტს ვითომ ძლიერი ერევა, თუ რას შვრება, ერთმანეთს რას უმტკიცებენ, ვეღარ გავიგე. სიკვდილით გამოსავალი? არა, მართლა მტკივა...

ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც საზოგადოებასა და ადამიანებს, გარშემო ყველას თავისი სითბოთი და კარგი ხასიათით უყვართ და მერე იგივენი მთელ სტრესს ოჯახში იხსნიან, თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი და უარყოფითი დამოკიდებულებით...

მიშა გასიტაშვილი, უამრავი ცნობილი თუ უცნობი ქალბატონის სტილისტია და მათ სილამაზეზე ზრუნავს. ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქალების ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეორგოლი ჰქონდა ატვირთული:

- საშინელებაა, როცა ქალზე ძალადობა ხდება, მაგრამ მგონია, რომ ეს მაინც მენტალობის ბრალია, სტერეოტიპის პრობლემაა. რაღაცები კანონმაც უნდა დაარეგულიროს, ამ თემით სერიოზლად უნდა დაინტერესდნენ. ძველად, როცა ოჯახში, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხდებოდა, რაღაც პრობლემა იყო, თითქოს დაუწერელი კანონივით არსებობდა, რომ უცხო ადამიანი, თუნდაც მეზობელი არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ რაც ბოლო დღეებში ხდება, უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უაზროდ ხდება. გასაგებია, რომ ოჯახში ყოველთვის შეიძლება მოხდეს ჩხუბი და ვიმეორებ, ადრეც ხდებოდა. თან, იმ ჩხუბში იყო ცემა და გინება. დღეს კი უკვე სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ - ხდება მკვლელობა, რაც სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა. ცოლებს სამსახურში უვარდებიან და ხალხში კლავენ. მერე კი თავს იკლავენ... არ ვიცი, ისინი რა პრობლემების წინაშე დგანან, ამას რომ აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ საშინელებაა. შეიძლება ეს სწორედ იმის ბრალიც არის, რომ აქამდე, როგორც ვთქვი, საზოგადოებისგან ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ეს ჩემი საქმე არ არის... ახლა ალბათ უკვე არის და უნდა იყოს საზოგადოების საქმე! როდესაც ქალი რაღაც პრობლემას წააწყდება და დახმარებას ითხოვს, უნდა დაეხმარონ!

მაგრამ ბოლო დროინდელი მოვლენები, არ ვიცი, რა პრობლემაა?! იქნებ უბრალოდ, რაღაც დამთხვევაა, მაგრამ ამ ყველაფერს ყველამ ერთად უნდა მივხედოთ და ვუშველოთ.

- ყოველდღიურად უამრავ ქალბატონთან გიწევს კონტაქტი, მათ გალამაზებაზე ზრუნავ. ისინი თავის პრობლემებზე ალბათ ხშირად გიყვებიან...

- მათი გულისტკივილი ძირითადად იმას ეხება ხოლმე, რომ ქმარმა უღალატა. ღმერთმა ყველა ქალი ამისგან დაიფაროს, მაგრამ ამას რომ შევადაროთ ის, რაც დღეს მასობრივად ხდება, რა თქმა უნდა, ღალატის ვარიანტი უფრო ასატანია, რაც ზოგისთვის პროვოკაცია და სერიოზული შეურაცხყოფა... ამ დროს ჩემი ფრაზაა ხოლმე - გჯეროდეს საკუთარი თავის! თუ ასეთი პრობლემის წინაშე დადექი, ეს არ არის მხოლოდ შენი პრობლემა, შენი მეუღლისაც არის... მამაკაცები ხშირ შემთხვევაში, უარესებთან მიდიან, მაგრამ რადგანაც ამ ქალებს ჰყავთ შვილები, დეპრესიაში არ უნდა ჩავარდნენ...…

ხოლო იმ ფაქტმა, რაც მაგალითად, ცოტა ხნის წინ კახეთში მოხდა, - ხანშიშესულმა კაცმა მეუღლე რომ მოკლა, გამაოგნა... ალბათ, ადამიანს რაღაც წერტილში გონება "ეკეტება" და ხდება საშინელება, მაგრამ რამენაირად ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ადამიანები დაღუპვისგან. როგორც კი გავიგებთ ცოლ-ქმრის კონფლიქტს, საჭირო ზომებს უნდა მივმართოთ ან უნდა ჩავერიოთ, ან მაშინვე გამოიძახონ პოლიცია, რათა არ მოვიღოთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.

- "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჰოლანდიაში მოღვაწე კიკბოქსელ გიგა ჭიკაძის ვიდეორგოლი გქონდა ატვირთული, რომელიც სწორედ ქალის მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციაა...

- დიახ, ეს არის გიგა ჭიკაძისა და გაეროს ერთობლივი პროექტი, რომელიც ამ წლის 3 ივლისს გამოვიდა. მისი მთავარი მესიჯია - "ჩვენ არ ვებრძვით ოჯახის წევრებს, ჩვენ ვებრძვით ძალადობას ოჯახში!" ის ქალების მხარდასაჭერად გადაღებული საინტერესო ვიდეორგოლია. მის ამ ლოზუნგს მეც ვეთანხმები, რადგანაც ოჯახის წევრებს კი არ უნდა დავუპირისპირდეთ, არამედ ოჯახსი ზალადობას უნდა ვებრძოლოთ! ეს ყველამ უნდა გაიზიაროს და გაითვალისწინოს.

მახსოვს, როცა ჩემს ბავშვობაში, მეზობელი ცოლს ეჩხუბებოდა, აგინებდა და იქ ჭურჭელიც ილეწებოდა, არავის ჰქონდა იქ შესვლის უფლება, დღესდღეობით ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხმამაღალ სიტყვას გავიგებთ თუ არა, შევიდეთ, ჩავერიოთ, დავარეგულიროთ სიტუაცია, ან მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს, სამართალდამცავებს, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ, რათა არ მოხდეს ტრაგედია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება